მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკში ინვესტორთა საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
სემეკში ინვესტორთა საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და აშშ-სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) ენერ­გე­ტი­კუ­ლი პროგ­რა­მის ორ­გა­ნი­ზე­ბით, სე­მეკ­ში

შეხ­ვედ­რა­ზე სი­ტყვით წარ­დგნენ სე­მე­კის წევ­რი მაია მე­ლი­ქი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ჩი­ქო­ვა­ნი, USAID-ის ენერ­გე­ტი­კის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ნი­ელ პო­ტა­ში. შეხ­ვედ­რას, ასე­ვე, ეს­წრე­ბოდ­ნენ სე­მე­კის ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის, კომ­პა­ნი­ე­ბის, ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის, სა­ფი­ნან­სო და დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს სე­მე­კის ინი­ცი­ა­ტი­ვა ე.წ. „ნეტო აღ­რი­ცხვის“ რე­გუ­ლა­ცი­ის ფარ­გლებ­ში 1000 მზის პა­ნე­ლის პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, ასე­ვე, ისა­უბ­რეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აშშ-ში არ­სე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. ინი­ცი­ა­ტი­ვა გუ­ლის­ხმობს მცი­რე გე­ნე­რა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზე მზის პა­ნე­ლე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბის ხელ­შე­წყო­ბას.

მაია მე­ლი­ქი­ძემ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვეყ­ნის სწორ პო­ლი­ტი­კა­ზე: „შეხ­ვედ­რის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის დახ­მა­რე­ბა გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი გა­რე­მოს დახ­ვე­წი­სა და დარ­გში სა­ინ­ვეს­ტი­ციო კლი­მა­ტის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით. ასე­თი ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სხვა­დას­ხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან ერ­თად, ვიმ­სჯე­ლოთ გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ სი­ახ­ლე­ებ­სა თუ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, მათი გა­დაჭ­რის გზებ­ზე. გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის კუ­თხით სე­მე­კი ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს „ნეტო აღ­რი­ცხვის“ სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რის დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რის 100კვტ-დან 500 კვტ-მდე გაზ­რდა­ზე, რაც მომ­ხმა­რებ­ლებს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სა­კუ­თა­რი მოხ­მა­რე­ბის­თვის გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ელექტრო­ე­ნერ­გია აწარ­მო­ონ და ამით შე­ამ­ცი­რონ გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ქსე­ლი­დან მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის რა­ო­დე­ნო­ბა“, - აღ­ნიშ­ნა სე­მე­კის წევ­რმა.

„ნეტო აღ­რი­ცხვა“ გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში სე­მე­კის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­ნერ­გა. კერ­ძოდ, სა­კუ­თა­რი მოხ­მა­რე­ბის­თვის, მომ­ხმა­რე­ბელს ან მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჯგუფს შე­უძ­ლია ელექტრო­ე­ნერ­გია გა­მო­ი­მუ­შა­ოს გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ე­ბის - მზის, ქა­რის, წყლის (მათ შო­რის ჩამ­დი­ნა­რე წყა­ლი) ენერ­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა მო­იხ­მა­როს, ხოლო ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბა მი­ა­წო­დოს შე­სა­ბა­მი­სი გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ქსელს. ქსე­ლის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ჭარ­ბად გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის მიერ ნე­ბის­მი­ერ პე­რი­ოდ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დღე­ის­თვის „ნეტო აღ­რი­ცხვის“ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით 158 ობი­ექ­ტია ჩარ­თუ­ლი. მათ შო­რის სს „თე­ლა­სის“ გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ქსელ­ში 70 მიკ­რო­სიმ­ძლავ­რის ელექტრო­სად­გუ­რი, ხოლო სს „ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას“ ქსელ­ში - 88 სად­გუ­რი. ჯამ­ში, გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსე­ლებ­ში ჩარ­თუ­ლი სად­გუ­რე­ბის სა­ერ­თო დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე შე­ად­გენს 2 .1 მგვტ-ს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სემეკში ინვესტორთა საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სემეკში ინვესტორთა საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და აშშ-საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული პროგრამის ორგანიზებით, სემეკში

შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ სემეკის წევრი მაია მელიქიძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი, USAID-ის ენერგეტიკის პროგრამის ხელმძღვანელი დანიელ პოტაში. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის, კომპანიების, ბიზნესსექტორის, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სემეკის ინიციატივა ე.წ. „ნეტო აღრიცხვის“ რეგულაციის ფარგლებში 1000 მზის პანელის პროგრამის შესახებ, ასევე, ისაუბრეს ამ მიმართულებით აშშ-ში არსებულ გამოცდილებაზე. ინიციატივა გულისხმობს მცირე გენერაციის განვითარებასა და საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელების დამონტაჟების ხელშეწყობას.

მაია მელიქიძემ ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ქვეყნის სწორ პოლიტიკაზე: „შეხვედრის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და მარეგულირებელი კომისიის დახმარება განახლებადი ენერგიების განვითარების მარეგულირებელი გარემოს დახვეწისა და დარგში საინვესტიციო კლიმატის მიმზიდველობის გაუმჯობესების კუთხით. ასეთი ტიპის შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ვიმსჯელოთ განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით არსებულ სიახლეებსა თუ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე. განახლებადი ენერგიების საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების გამარტივების კუთხით სემეკი ამჟამად მუშაობს „ნეტო აღრიცხვის“ სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის 100კვტ-დან 500 კვტ-მდე გაზრდაზე, რაც მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი მოხმარებისთვის გაზრდილი რაოდენობის ელექტროენერგია აწარმოონ და ამით შეამცირონ გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა“, - აღნიშნა სემეკის წევრმა.

„ნეტო აღრიცხვა“ განახლებადი ენერგიების საყოფაცხოვრებო პირობებში გამოყენების უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სემეკის ინიციატივით დაინერგა. კერძოდ, საკუთარი მოხმარებისთვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით, საჭირო რაოდენობა მოიხმაროს, ხოლო ჭარბი რაოდენობა მიაწოდოს შესაბამისი გამანაწილებელი კომპანიის ქსელს. ქსელისთვის მიწოდებული ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენება მომხმარებლის მიერ ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი.

დღეისთვის „ნეტო აღრიცხვის“ სისტემაში არსებული მონაცემებით 158 ობიექტია ჩართული. მათ შორის სს „თელასის“ გამანაწილებელი ქსელში 70 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 88 სადგური. ჯამში, გამანაწილებელ ქსელებში ჩართული სადგურების საერთო დადგმული სიმძლავრე შეადგენს 2 .1 მგვტ-ს.

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს 25%-იან CashBack აქციას სთავაზობს

რა ასაკის და სქესის ადამიანები ემსხვერპლნენ კორონავირუსს - გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 3 387-ს აღწევს

"მოემზადონ სამი სცენარისთვის" - რა რეკომენდაციას აძლევს WHO სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს