ავტორი:

"აეროპორტში საოცარ ამბებს შევესწარი..." - რას წერს მილანიდან საქართველოში დაბრუნებულ მგზავრებზე ინტერნეტმომხმარებელი

"აეროპორტში საოცარ ამბებს შევესწარი..." - რას წერს მილანიდან საქართველოში დაბრუნებულ მგზავრებზე ინტერნეტმომხმარებელი

იურისტი ლელა დეკანაძე თავისი გამოცდილების შესახებ ყვება, რომელიც ქუთაისის აეროპორტში, მილანიდან ჩამოფრენის შემდეგ შეემთხვა.

მისი თქმით, 4 მარტს დაბრუნდა იტალიიდან და ქართველი მგზავრების წარმოუდგენელი საქციელი ნახა აეროპორტში:

"ჩამოვფრინდი ქუთაისში მილანიდან. ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონს, ცხოვრებაში ასეთი სტრესული მოგზაურობა არ მახსოვს.

მთელი გზა ვფიქრობდი, ხომ არ ჯობდა დავრჩენილიყავი იტალიაში, რომ საფრთხე არ შემექმნა ჩემი ოჯახისთვის და გარშემო ადამიანებისთვის. საშინლად მძიმე პასუხისმგებლობით ვარ დატვირთული, თვითიზოლაციაში ვარ და არ ვიცი რა შემიძლია მეტი გავაკეთო საფრთხის ასაცილებლად, რაც ჩემგან ძალიან ბუნებრივად მოდის.

ამას იმიტომ გიყვებით, რომ აეროპორტში საოცარ ამბებს შევესწარი. ქართველები, რომლებთან ერთადაც ჩამოვედი სიცხის გასინჯვის გამოც კი გაღიზიანდნენ, ლანძღავდნენ პოლიციელებს, პერსონალს, მთავრობას და ყველაფერს მოძრავს და უძრავს სამყაროში.

იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პრეტენზია თუ რატომ მიმდინარეობდა შემოწმების პროცესი ნელა, რადგან მათ სახლში შვილები ელოდებოდნენ, ზოგიერთ მათგანს კი ნათესავები და ახლობლები აეროპორტთან. ეს ადამიანები ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობდნენ, ვერც იმას იაზრებდნენ რა საფრთხის მატარებლები იყვნენ და ვერც "მონატრებული შვილების" უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ.

არცერთი ჩვენგანი არ გადაუყვანიათ კარანტინში (სიმპტომების არარსებობის გამო) თუმცა, მივიღეთ თვითიზოლაციის რეკომენდაციები და ჩემ კითხვაზე თუ როგორ ხდებოდა ამის კონტროლი პასუხი იყო "შინაურული", რომ ეგ შეუძლებელია და ჩვენ ადამიანურად არ უნდა ვიკადროთ.

ვიცი, რომ ბევრს არაფერს შეცვლის ჩემი სიტყვები, მაგრამ მაინც მინდა მივმართო ყველას, ვინც ასეთი "ცხელი" ზონებიდან ჩამოდის: გთხოვთ იფიქრეთ თქვენს გარშემო ადამიანებზე, ოჯახებზე, დარჩით თვითიზოლაციაში. არგუმენტები, რომ "მე შანსი არაა რამე მქონდეს" არ მუშაობს ვირუსის წინაშე, თითოეული ჩვენგანი მომეტებული რისკის მატარებელია და მოდი, გავიაზროთ ეს მარტივი რამ.

ვიცი ძალიან რთულია, როცა ამდენი ხანი არ გინახავს საყვარელი ადამიანები და იძულებული ხარ შორიდან უყურო და ვერ ჩაეხუტო, უბრალოდ ახლა მათთვისაც და ჩვენთვისაც უკეთესია ასე მოქცევა. ვიყოთ მეტად პასუხისმგებლიანები რთულია მაგრამ არა შეუძლებელი" - წერს ლელა დეკანაძე.

თოვლიანი გაზაფხული დედაქალაქში - თბილისის ულამაზესი ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე

"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე