მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილივით მიმიღო ქმრის ოჯახმა, არასოდეს უგრძნობინებიათ, რომ განსხვავებული ვარ" - ცხოვრება თმების გარეშე და ქალი, რომელიც ალოპეციას დაუმეგობრდა
"შვილივით მიმიღო ქმრის ოჯახმა, არასოდეს უგრძნობინებიათ, რომ განსხვავებული ვარ" - ცხოვრება თმების გარეშე და ქალი, რომელიც ალოპეციას დაუმეგობრდა

36 წლის სა­ლო­მე სო­ხა­ძეს ალო­პე­ცი­ის დი­აგ­ნო­ზი 10 წლის ასაკ­ში და­უს­ვეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს სხე­უ­ლის ან თა­ვის თმი­ა­ნი ნა­წი­ლის ცვე­ნა არ იკურ­ნე­ბა, ექი­მი დედა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და შვი­ლის­თვის და სამ­კურ­ნა­ლოდ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­შიც წა­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა სა­ლო­მეს დე­დას უთხრეს, რომ ბავ­შვს ალო­პე­ცი­ას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა უნდა ეს­წავ­ლა.

მას შემ­დეგ 26 წელი გა­ვი­და და გო­გო­ნა ახლა უკვე ორი შვი­ლის დე­დაა. არ თვლის, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში რა­ი­მე ტრა­გი­კუ­ლი ხდე­ბა, პი­რი­ქით, ქალ­მა ალო­პე­ცია და­ი­მე­გობ­რა.

- ალო­პე­ცი­ის დი­აგ­ნო­ზი 10 წლის ასაკ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მის­ვეს. დედა ექი­მია და მა­ინც ვერ ის­ვე­ნებ­და და მოს­კოვ­ში და გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვა­მოწ­მეთ, იქაც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს. გერ­მა­ნი­ა­ში გა­დაჭ­რით თქვეს, თავი და­ა­ნე­ბეთ ბავ­შვს, შე­ა­გუ­ეთ ალო­პე­ცი­ა­სო.

ამ და­ა­ვა­დე­ბას რე­ა­ლუ­რად სხვა არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ აქვს, თავს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვგრძნობ. არც და­ორ­სუ­ლე­ბი­სას შემ­ქმნია პრობ­ლე­მა. ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნიზ­მი ებ­რძვის თმას, ჰგო­ნია უცხო სხე­უ­ლი და იცი­ლებს. ამან, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ფსი­ქი­კურ დო­ნე­ზე გა­მო­იწ­ვი­ოს პრობ­ლე­მე­ბი...

ფოტო: სალი დუნ­დუა

- თმა ერ­თი­ა­ნად დაგცვივ­და?

- არა, იყო პე­რი­ო­დე­ბი, რო­დე­საც დამ­ცვივ­დე­ბო­და და შემ­დეგ ამო­დი­ო­და. მე ჩვე­უ­ლებ­რივ ვაგ­რძე­ლებ­დი ცხოვ­რე­ბას, გა­ვა­ჩი­ნე შვი­ლე­ბი და ბოლო ათი წე­ლია, უკვე ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, მო­იც­ვა მთე­ლი სა­ხის არე, და­ე­მა­ტა, წარ­ბი და წამ­წა­მი. შარ­შან გა­დავ­წყვი­ტე, რომ ბევ­რი რა­ღაც შე­მეც­ვა­ლა. ვიც­ნობ­დი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩემ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ, მაგ­რამ მა­ლავ­დნენ. უმა­ლავ­დნენ ოჯა­ხის წევ­რებ­საც, დე­დამ­თილს, ქმრის ნა­თე­სა­ვებს, ვერ ამ­ბობ­დნენ სამ­სა­ხურ­ში.

უცხო­ელ­მა მე­გობრბე­მა მი­თხრეს, რომ რა­ტომ არ გინ­და, რომ ქარ­თვე­ლებ­მა ერ­თმა­ნეთს გა­უ­ზი­ა­როთ სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბი და ასე გა­დავ­წყვი­ტე, რომ კლუ­ბი ჩა­მო­მე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა.

- მე­უღ­ლე რა ასაკ­ში გა­ი­ცა­ნი?

- მა­შინ ჯერ კი­დევ თმა მქონ­და, მერე ცვე­ნა რომ და­მე­წყო, ვი­პარ­სავ­დი ან ჩალ­მე­ბით დავ­დი­ო­დი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მქონ­და ში­ნა­გა­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბა, რო­გორ მი­ი­ღებ­და არ ვი­ცო­დი. რო­დე­საც ავუხ­სე­ნი რა მჭირ­და, ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ი­ღო, ერ­თა­დერ­თი მკი­თხა, ამის გამო, ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბას ხომ არ შე­ექ­მნე­ბო­და საფრ­თხე. შვი­ლი­ვით მი­მი­ღო მის­მა ოჯახ­მაც, არა­სო­დეს უგ­რძნო­ბი­ნე­ბი­ათ, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

- შვი­ლებ­მა თუ და­გის­ვეს კი­თხვე­ბი?

- იყო პე­რი­ო­დე­ბი, მქონ­და თმა ან არ მქონ­და. მაგ­რამ რო­დე­საც ძა­ლი­ან და­მე­წყო ბუ­დობ­რი­ვი ცვე­ნა, იმ ასაკ­ში იყ­ვნენ, ავუხ­სე­ნი, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე ვიქ­ნე­ბო­დი. მა­თაც იგი­ვე კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდათ, მხო­ლოდ ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მახ­სოვს ჩემი უფ­რო­სი გო­გო­ნა რომ წა­მო­ი­ზარ­და და პა­ტა­რა თმა გა­ვი­ზარ­დე, ანას­ტა­სი­ამ მი­თხრა, ისე უფრო მომ­წონ­დი თავ­ზე რომ გქონ­და მოხ­ვე­უ­ლიო. ძა­ლი­ან შე­მარ­თე­ბით ვარ, მე რომ ვნერ­ვი­უ­ლობ­დე და უარ­ყო­ფი­თი გან­ცდე­ბი მქონ­დეს, მა­თაც გა­და­ე­დე­ბო­დათ ნერ­ვი­უ­ლო­ბა. ახლა პი­რი­ქი­თაა, ისი­ნიც მშვი­დად არი­ან და მამ­ხნე­ვე­ბენ.

- ყვე­ლა­ზე მძი­მე ის­ტო­რია ალო­პე­ცი­ა­ზე რა გახ­სენ­დე­ბა?

- ერთი გო­გო­ნაა, რო­მე­ლიც წლე­ბია ამ პრობ­ლე­მით იტან­ჯე­ბა და ვე­რაფ­რით და­არ­წმუ­ნა სა­კუ­თა­რი თავი, რომ ჯგუფ­ში შე­მოგ­ვი­ერ­თდეს. ცალ­კე მწერს მხო­ლოდ და ვე­ლო­დე­ბი იმ დღეს, რო­დე­საც მომ­წერს, სა­ლო­მე, მზად ვარ, რომ შე­მო­გი­ერ­თდეთ.

მინ­და, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვი­ან­თი და­ა­ვა­დე­ბა არ და­მა­ლონ და ალო­პე­ცია არ უნდა იყოს სირ­ცხვი­ლი. რო­დე­საც ვიკ­რი­ბე­ბით და ბევ­რი ჩალ­მი­ა­ნი გოგო ვართ, გვი­ხა­რია ხოლ­მე ერ­თმა­ნე­თის და­ნახ­ვა. ისი­ნი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დნენ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხალ­ხი და რა­საც გავ­ცემ მათ მი­მართ სით­ბოს და სიყ­ვა­რულს მინ­და, რომ და­ვი­ნა­ხო, ეს მათ რო­გორ აბედ­ნი­ე­რებთ.

- პრო­ფე­სი­ით ვინ ხართ?

- თარ­ჯი­მა­ნი ვარ, მაგ­რამ წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი არ­ქი­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ. გა­მი­მარ­თლა, რომ სა­ო­ცა­რი კო­ლექ­ტი­ვი მყავს გარ­შე­მო. შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ კი­თხვე­ბი, ზოგს აინ­ტე­რე­სებ­და, ქი­მი­ას ხომ არ ვი­კე­თებ­დი, კიბო ხომ არ მქონ­და, მაგ­რამ სას­წა­უ­ლი ხალ­ხია, არა­სო­დეს ჩა­ვუ­ყე­ნე­ბი­ვარ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში...

- ალ­ბათ ბევ­რს ეგო­ნე ონ­კო­პა­ცი­ენ­ტი...

- ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ამის ახ­სნა, რო­დე­საც შე­და­რე­ბით პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ამ ორი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მი­ჯვნა მი­ჭირ­და. არა­სო­დეს და­მი­მა­ლავს, რომ ალო­პე­ცია მქონ­და, მიმ­ძიმ­და იმ ხალ­ხის რე­აქ­ცი­ე­ბის მო­გე­რი­ე­ბა და თვა­ლის გას­წო­რე­ბა, რომ­ლებ­საც ეგო­ნათ, რომ სიმ­სივ­ნით ვი­ტან­ჯე­ბო­დი. ონ­კო­პა­ცი­ენ­ტებს დრო­ე­ბით არ აქვთ თმა და ქი­მი­ის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბათ, ჩვენ ალო­პე­ცი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს, არა­სო­დეს.

- სა­ლო­მე, მა­შინ რო­დე­საც მსოფ­ლი­ომ ძა­ლი­ან ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხა, ალო­პე­ცია არ იკურ­ნე­ბა? თუნ­დაც თმის გა­და­ნერგვა თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი?

- არა, თმის გა­და­ნერგვა ვერ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი, რად­გან ორ­გა­ნიზ­მი ებ­რძვის თმას. ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ფიქ­რია ამ თე­მა­ზე. დედა, რო­გორც გი­თხა­რით, ექი­მია და ყვე­ლა­ნა­ირ ღო­ნეს ხმა­რობ­და, რომ რა­ი­მე საშ­ვე­ლის­თვის მი­ეგ­ნო. მისი ნერ­ვი­უ­ლო­ბა უფრო გა­დამ­დე­ბი იყო ჩემ­თვის.

ალო­პე­ცი­ას უნდა და­უ­მე­გობ­რდე და ვიცი, რომ სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვი­მე­გობ­რებთ. შე­იძ­ლე­ბა ამის გა­რე­შე უფრო მო­სა­წყე­ნიც ყო­ფი­ლი­ყო ჩემი ცხოვ­რე­ბა. მე ეს ბრძო­ლა უფრო მაძ­ლი­ე­რებს!

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
1

უთმოდაც უბადლო ხართ, ძალიან, ძალიან ლამაზი !!!

ნუცა
2

ულამაზესი გარეგნობა, ულამაზესუ სულის ადამიანი. რა საოცარი დადებითი ენერგიით გმუხტავს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"შვილივით მიმიღო ქმრის ოჯახმა, არასოდეს უგრძნობინებიათ, რომ განსხვავებული ვარ" - ცხოვრება თმების გარეშე და ქალი, რომელიც ალოპეციას დაუმეგობრდა

"შვილივით მიმიღო ქმრის ოჯახმა, არასოდეს უგრძნობინებიათ, რომ განსხვავებული ვარ" - ცხოვრება თმების გარეშე და ქალი, რომელიც ალოპეციას დაუმეგობრდა

36 წლის სალომე სოხაძეს ალოპეციის დიაგნოზი 10 წლის ასაკში დაუსვეს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება, რომელსაც ახასიათებს სხეულის ან თავის თმიანი ნაწილის ცვენა არ იკურნება, ექიმი დედა ყველაფერს აკეთებდა შვილისთვის და სამკურნალოდ სხვადასხვა ქვეყანაშიც წაიყვანა, თუმცა სალომეს დედას უთხრეს, რომ ბავშვს ალოპეციასთან ერთად ცხოვრება უნდა ესწავლა.

მას შემდეგ 26 წელი გავიდა და გოგონა ახლა უკვე ორი შვილის დედაა. არ თვლის, რომ მის ცხოვრებაში რაიმე ტრაგიკული ხდება, პირიქით, ქალმა ალოპეცია დაიმეგობრა.

- ალოპეციის დიაგნოზი 10 წლის ასაკში საქართველოში დამისვეს. დედა ექიმია და მაინც ვერ ისვენებდა და მოსკოვში და გერმანიაში გადავამოწმეთ, იქაც დაგვიდასტურეს. გერმანიაში გადაჭრით თქვეს, თავი დაანებეთ ბავშვს, შეაგუეთ ალოპეციასო.

ამ დაავადებას რეალურად სხვა არანაირი სიმპტომი არ აქვს, თავს ჩვეულებრივად ვგრძნობ. არც დაორსულებისას შემქმნია პრობლემა. ერთადერთი ორგანიზმი ებრძვის თმას, ჰგონია უცხო სხეული და იცილებს. ამან, შეიძლება მხოლოდ ფსიქიკურ დონეზე გამოიწვიოს პრობლემები...

ფოტო: სალი დუნდუა

- თმა ერთიანად დაგცვივდა?

- არა, იყო პერიოდები, როდესაც დამცვივდებოდა და შემდეგ ამოდიოდა. მე ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ცხოვრებას, გავაჩინე შვილები და ბოლო ათი წელია, უკვე ამ მდგომარეობაში ვარ, მოიცვა მთელი სახის არე, დაემატა, წარბი და წამწამი. შარშან გადავწყვიტე, რომ ბევრი რაღაც შემეცვალა. ვიცნობდი ადამიანებს, რომლებიც ჩემ მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ მალავდნენ. უმალავდნენ ოჯახის წევრებსაც, დედამთილს, ქმრის ნათესავებს, ვერ ამბობდნენ სამსახურში.

უცხოელმა მეგობრბემა მითხრეს, რომ რატომ არ გინდა, რომ ქართველებმა ერთმანეთს გაუზიაროთ საკუთარი პრობლემები და ასე გადავწყვიტე, რომ კლუბი ჩამომეყალიბებინა.

- მეუღლე რა ასაკში გაიცანი?

- მაშინ ჯერ კიდევ თმა მქონდა, მერე ცვენა რომ დამეწყო, ვიპარსავდი ან ჩალმებით დავდიოდი. შეყვარებულობის პერიოდში მქონდა შინაგანი ნერვიულობა, როგორ მიიღებდა არ ვიცოდი. როდესაც ავუხსენი რა მჭირდა, ძალიან ჩვეულებრივად მიიღო, ერთადერთი მკითხა, ამის გამო, ჩემს ჯანმრთელობას ხომ არ შეექმნებოდა საფრთხე. შვილივით მიმიღო მისმა ოჯახმაც, არასოდეს უგრძნობინებიათ, რომ განსხვავებული ვიყავი.

- შვილებმა თუ დაგისვეს კითხვები?

- იყო პერიოდები, მქონდა თმა ან არ მქონდა. მაგრამ როდესაც ძალიან დამეწყო ბუდობრივი ცვენა, იმ ასაკში იყვნენ, ავუხსენი, რომ მთელი ცხოვრება ასე ვიქნებოდი. მათაც იგივე კითხვები გაუჩნდათ, მხოლოდ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

მახსოვს ჩემი უფროსი გოგონა რომ წამოიზარდა და პატარა თმა გავიზარდე, ანასტასიამ მითხრა, ისე უფრო მომწონდი თავზე რომ გქონდა მოხვეულიო. ძალიან შემართებით ვარ, მე რომ ვნერვიულობდე და უარყოფითი განცდები მქონდეს, მათაც გადაედებოდათ ნერვიულობა. ახლა პირიქითაა, ისინიც მშვიდად არიან და მამხნევებენ.

- ყველაზე მძიმე ისტორია ალოპეციაზე რა გახსენდება?

- ერთი გოგონაა, რომელიც წლებია ამ პრობლემით იტანჯება და ვერაფრით დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ჯგუფში შემოგვიერთდეს. ცალკე მწერს მხოლოდ და ველოდები იმ დღეს, როდესაც მომწერს, სალომე, მზად ვარ, რომ შემოგიერთდეთ.

მინდა, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი დაავადება არ დამალონ და ალოპეცია არ უნდა იყოს სირცხვილი. როდესაც ვიკრიბებით და ბევრი ჩალმიანი გოგო ვართ, გვიხარია ხოლმე ერთმანეთის დანახვა. ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები გახდნენ. ძალიან მიყვარს ხალხი და რასაც გავცემ მათ მიმართ სითბოს და სიყვარულს მინდა, რომ დავინახო, ეს მათ როგორ აბედნიერებთ.

- პროფესიით ვინ ხართ?

- თარჯიმანი ვარ, მაგრამ წლებია საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომელი ვარ. გამიმართლა, რომ საოცარი კოლექტივი მყავს გარშემო. შეიძლება ჰქონდეთ კითხვები, ზოგს აინტერესებდა, ქიმიას ხომ არ ვიკეთებდი, კიბო ხომ არ მქონდა, მაგრამ სასწაული ხალხია, არასოდეს ჩავუყენებივარ უხერხულ მდგომარეობაში...

- ალბათ ბევრს ეგონე ონკოპაციენტი...

- ძალიან მიჭირდა ამის ახსნა, როდესაც შედარებით პატარა ვიყავი და ამ ორი სხვადასხვა დაავადების ერთმანეთისგან გამიჯვნა მიჭირდა. არასოდეს დამიმალავს, რომ ალოპეცია მქონდა, მიმძიმდა იმ ხალხის რეაქციების მოგერიება და თვალის გასწორება, რომლებსაც ეგონათ, რომ სიმსივნით ვიტანჯებოდი. ონკოპაციენტებს დროებით არ აქვთ თმა და ქიმიის შემდეგ დაუბრუნდებათ, ჩვენ ალოპეციით დაავადებულებს, არასოდეს.

- სალომე, მაშინ როდესაც მსოფლიომ ძალიან ბევრი დაავადება დაამარცხა, ალოპეცია არ იკურნება? თუნდაც თმის გადანერგვა თუ არის შესაძლებელი?

- არა, თმის გადანერგვა ვერ იქნება ეფექტური, რადგან ორგანიზმი ებრძვის თმას. ძალიან ბევრი მიფიქრია ამ თემაზე. დედა, როგორც გითხარით, ექიმია და ყველანაირ ღონეს ხმარობდა, რომ რაიმე საშველისთვის მიეგნო. მისი ნერვიულობა უფრო გადამდები იყო ჩემთვის.

ალოპეციას უნდა დაუმეგობრდე და ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვიმეგობრებთ. შეიძლება ამის გარეშე უფრო მოსაწყენიც ყოფილიყო ჩემი ცხოვრება. მე ეს ბრძოლა უფრო მაძლიერებს!