სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ასაკის და სქესის ადამიანები ემსხვერპლნენ კორონავირუსს - გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 3 387-ს აღწევს
რა ასაკის და სქესის ადამიანები ემსხვერპლნენ კორონავირუსს - გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 3 387-ს აღწევს

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და 98 436 ადა­მი­ა­ნი. მათ­გან 55 659 უკვე გა­მო­ჯან­მრთელ­და, 3 387 ადა­მი­ა­ნი კი გარ­და­იც­ვა­ლა.

ჯან­მო-მ ჩი­ნეთ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­სი­ით მე­დი­კოს­თა და მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფი მი­ავ­ლი­ნა. მათ შე­ის­წავ­ლეს და აღ­წე­რეს კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 55 924 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. worldometers.info სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კვნა­ზე დაყ­რდნო­ბით სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს ავ­რცე­ლებს.

სტა­ტის­ტი­კა მო­ი­ცავს გარ­დაც­ვლილ­თა ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებს, სქესს და თან­მდევ და­ა­ვა­დე­ბებს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში უც­ნო­ბია გარ­დაც­ვლილ­თა სქე­სი, ასა­კი და თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა და ამი­ტო­მაც, მო­ნა­ცე­მე­ბი 100%-იან ჭრილ­ში არ უნდა გან­ვი­ხი­ლოთ.

სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, გარ­დაც­ვლილ­თა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­შია. კონ­კრე­ტუ­ლად კი, გარ­დაც­ვლილ­თა 14.8% 80+ ასა­კი­საა, 8% - 70-დან 79 წლამ­დე ასა­კობ­რივ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, 3.6% - 60-დან 69 წლამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, 1.3% - 50-დან 59 წლამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბი, 0.4% - 40-დან 49 წლამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბი.

ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია სტა­ტის­ტი­კა ათი­დან 40 წლამ­დე ადა­მი­ა­ნებ­ში, კერ­ძოდ: გარ­დაც­ვლილ­თა 0.2% - 30-დან 39 წლამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, 0.2% 20-დან 29 წლამ­დე, 0.2% - კი 10-დან 19 წლამ­დე ასა­კის (სტა­ტის­ტი­კა 100%-ს არ ქმნის რად­გა­ნაც ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის ასა­კი აღ­წე­რი­ლი არ არის)

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 9 წლამ­დე ბავ­შვებ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა არ ფიქ­სირ­დე­ბა!

სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის კა­ცე­ბი უფრო მე­ტია, ვიდ­რე ქა­ლე­ბი. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბის და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­თა 4.7% მა­მა­კა­ცია, ხოლო 2.8% - ქალი (სტა­ტის­ტი­კა 100%-ს არ ქმნის, რად­გა­ნაც და­ნარ­ჩენ გარ­დაც­ვლილ­თა სქე­სი აღ­წე­რი­ლი არ არის).

ექი­მე­ბი ყო­ვე­ლი­ვეს იმას უკავ­ში­რე­ბენ, რომ ჩი­ნეთ­ში ქა­ლებ­თან შე­და­რე­ბით უფრო მეტი მა­მა­კა­ცია თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი. თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი, რისკ ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კას თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით - გარ­დაც­ვლილ­თა 13.2% კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო, 9.2%-ს დი­ა­ბე­ტი ჰქონ­და, 8.0% ქრო­ნი­კუ­ლი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, 8.4%-ს ჰი­პერ­ტო­ნია აღე­ნიშ­ნე­ბო­და, 7.6%-ს კი ჰქონ­და სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი (შე­ნიშ­ვნა: სტა­ტის­ტი­კა 100%-ს არ ქმნის, რად­გა­ნაც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის რიგ შემ­თხვე­ვებ­ში უც­ნო­ბია თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ).

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
36

პენსიონერები მძიმე ტვირთათ აწევს ქვეყნის ბიუჯეტს და სარგებელი არანაირი...

mkitxveli
3

ხატია ჩემო კარგო, მაგ სტატისტიკას ჩვენც ვკითხულობთ და არასწორად გაქვს წაკითხული. ეგ რომ დააჯამო 100% მიიღე? ცხრილს უწერია თავზე, ეს პროცენტი ნიშნავს, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში დაავადებულ ადამიანებში ამდენი იყო სიკვდილიანობა, ჯგუფის შიგნით. ჯერ წაიკითხე კარგად და მერე დაწერე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რა ასაკის და სქესის ადამიანები ემსხვერპლნენ კორონავირუსს - გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 3 387-ს აღწევს

რა ასაკის და სქესის ადამიანები ემსხვერპლნენ კორონავირუსს - გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 3 387-ს აღწევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირდა 98 436 ადამიანი. მათგან 55 659 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 387 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანმო-მ ჩინეთში სპეციალური მისიით მედიკოსთა და მკვლევართა ჯგუფი მიავლინა. მათ შეისწავლეს და აღწერეს კორონავირუსით დაინფიცირების 55 924 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა და შესაბამისი დასკვნაც გამოაქვეყნეს. worldometers.info სპეციალისტების დასკვნაზე დაყრდნობით სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს.

სტატისტიკა მოიცავს გარდაცვლილთა ასაკობრივ ჯგუფებს, სქესს და თანმდევ დაავადებებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, რიგ შემთხვევებში უცნობია გარდაცვლილთა სქესი, ასაკი და თანმდევი დაავადება და ამიტომაც, მონაცემები 100%-იან ჭრილში არ უნდა განვიხილოთ.

სტატისტიკის მიხედვით, გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 80 წელს გადაცილებულ ადამიანებშია. კონკრეტულად კი, გარდაცვლილთა 14.8% 80+ ასაკისაა, 8% - 70-დან 79 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, 3.6% - 60-დან 69 წლამდე ადამიანები არიან, 1.3% - 50-დან 59 წლამდე ადამიანები, 0.4% - 40-დან 49 წლამდე ადამიანები.

ყველაზე დაბალია სტატისტიკა ათიდან 40 წლამდე ადამიანებში, კერძოდ: გარდაცვლილთა 0.2% - 30-დან 39 წლამდე ადამიანები არიან, 0.2% 20-დან 29 წლამდე, 0.2% - კი 10-დან 19 წლამდე ასაკის (სტატისტიკა 100%-ს არ ქმნის რადგანაც ყველა გარდაცვლილის ასაკი აღწერილი არ არის)

აღსანიშნავია, რომ 9 წლამდე ბავშვებში გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება!

სტატისტიკა აჩვენებს, რომ გარდაცვლილთა შორის კაცები უფრო მეტია, ვიდრე ქალები. დადასტურებულად ცნობილია, რომ გარდაცვლილების დადასტურებულ შემთხვევათა 4.7% მამაკაცია, ხოლო 2.8% - ქალი (სტატისტიკა 100%-ს არ ქმნის, რადგანაც დანარჩენ გარდაცვლილთა სქესი აღწერილი არ არის).

ექიმები ყოველივეს იმას უკავშირებენ, რომ ჩინეთში ქალებთან შედარებით უფრო მეტი მამაკაცია თამბაქოს მომხმარებელი. თამბაქოს მომხმარებელი ადამიანები კი, რისკ ჯგუფს წარმოადგენენ.

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას თანმდევი დაავადებების მიხედვით - გარდაცვლილთა 13.2% კარდიოვასკულარული დაავადებების მატარებელი იყო, 9.2%-ს დიაბეტი ჰქონდა, 8.0% ქრონიკული რესპირატორული დაავადებებით იყო დაავადებული, 8.4%-ს ჰიპერტონია აღენიშნებოდა, 7.6%-ს კი ჰქონდა სიმსივნის დიაგნოზი (შენიშვნა: სტატისტიკა 100%-ს არ ქმნის, რადგანაც ფატალური შედეგების რიგ შემთხვევებში უცნობია თანმდევი დაავადებების არსებობის შესახებ).

"არაა დღეს არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებშიც" - პაატა იმნაძე ბოლო დღეების აქტუალურ კითხვებზე

კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის შესახებ რეკომენდაციებში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

სემეკმა სერტიფიცირების წესები დაამტკიცა