საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე წერია.
მათი ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 9 ; კარანტინის რეჟიმშია - 162 ; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 45.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე წუთში ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში აქამდე კორონავირუსის ოთხი შემთხვევა იყო დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, ის 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.
მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა, ხოლო მეოთხე შემთხვევა იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს გუშინ დაუფიქსირდა.