ავტორი:

"აქვს ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე, არ არის გამორიცხული, რომ დამძიმდეს" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის მდგომარეობა

"აქვს ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე, არ არის გამორიცხული, რომ დამძიმდეს" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე პაციენტის მდგომარეობა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 44 წლის მამაკაცის, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დამძიმდეს.

მისი ინფორმაციით, პაციენტს დღისით ტემპერატურა 37.8 გრადუსი ჰქონდა, აქვს ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე.

"გვყავს 22 პაციენტი. ველოდებით, რომ მათგან 2 უნდა წაიყვანონ კარანტინში და დარჩება 20 პაციენტი. იცით, რომ 20 პაციენტიდან ახალი კორონავირუსის ინფექცია 4-ს აქვს დადასტურებული. მათგან ბოლო დადასტურება გუშინ შემოსულ პაციენტზე იყო. ახალგაზრდა მამაკაცი, 44 წლის, რომელიც იტალიაში, ერთ-ერთ კურორტზე იმყოფებოდა ერთი კვირით. საქართველოში დაბრუნდა 1-ელ მარტს, აეროპორტში მას ტემპერატურა არ ჰქონდა, სახლში მისვლის შემდეგ აუწია სიცხემ, იგრძნო თავი ცუდად, ორი დღე რჩებოდა სახლში, იღებდა სიცხის დამწევებს, როდესაც ტემპერატურამ არ გაუარა, მომართა, თავის ფეხით მოვიდა ჩვენს კლინიკაში. გუშინვე ჩაუტარდა ყველა გამოკვლევა, მათ შორის აუღეს მასალა ახალი კორონავირუსის ინფექციის გამოსაკვლევად და დადგინდა დადებითი პასუხი.

ეს პაციენტი, ყველა სხვასთან, სამ პაციენტთან შედარებით იყო მძიმე მდგომარეობაში.მას აღენიშნება ტემპერატურის მატება პერიოდულად 39 გრადუსი და ზევით. დღეს ამ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, შემდგომი დამძიმება არ დაფიქსირებულა, ტემპერატურა დღისით იყო 37.8 გრადუსი, აქვს ყელის ტკივილი და მნიშვნელოვანი საერთო სისუსტე. მდგომარეობა სტაბილურია, რაც ჩვენთვის არის კარგი",- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, პაციენტი იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ და იმედს იტოვებს, რომ მდგომარეობა არ დამძიმდება.

"პაციენტი იმყოფება ძალიან ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. იმედს ვიტოვებთ, რომ მისი მდგომარეობა არ დამძიმდება, თუმცა გამორიცხული არ არის. იცით, რომ არ დაავადებას ახასიათებს ასეთი თვისება, რომ იწყება შედარებით მსუბუქად და შემდეგ ერთი კვირის მანძილზე მძიმდება. რამდენადაც პაციენტს აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და ძლიერი საერთო სისუსტე, დამძიმება გამორიცხული არ არის, თუმცა ჯერ-ჯერობით სტაბილურია. ამ ეტაპზე, ჩვენი დაკვირვებით და გამოცდილებით, პაციენტს არ ემუქრება საფრთხე",-განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 4 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"