სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
"ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად, თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბი­სა და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ბრალ­დე­ბით 4 პირი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.გ., 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.დ., 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.დ. და 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ.

"გ.მ.-ს ბრა­ლი ედე­ბა „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვა­ში, ხოლო ლ.გ.-ს, ა.დ.-ს და გ.დ.-ს - „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა­ში.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 3-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ერთ-ერ­თმა და­კა­ვე­ბულ­მა ფი­ნან­სუ­რი და­ვის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით მი­მარ­თა „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებს, რომ­ლებ­მაც არ­სე­ბულ და­ვა­ში სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ქარ­თვე­ლი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ - თ.ჭ. ჩარ­თეს. "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რებს შო­რის შედ­გა სა­ტე­ლე­ფო­ნო ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, დავა გ.მ.-ს სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდა და მო­და­ვე მხა­რეს 4500 ლა­რის და 6300 აშშ დო­ლა­რის ერთი თვის ვა­და­ში გა­დახ­და და­ე­კის­რა.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რე­ბის მხრი­დან სის­ტე­მა­ტუ­რი ზე­წო­ლის შე­დე­გად, აღ­ნიშ­ნულ პირს და­კის­რე­ბუ­ლი თან­ხის ნა­წი­ლი - 4500 ლარი და 1800 აშშ დო­ლა­რი გა­მოს­ძა­ლეს.

პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თველ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს“ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბი­სა და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რის­თვის მი­მარ­თვის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 223-ე მე-4 პრი­მა-მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სასამართლო და ბიუროკრატია
3

სასამართლო არ გვივარგა და ხალხი ამ მეთოდს მიმართავს, რომ სამართალი იპოვოს. ბევრად ეფექტურები არიან :) 1 თვეშიო :) სასამართლო კიდე 1 წელში თუ ჩაინიშნა კარგია, მერე მეორე და მესამე ინსტანცია... და გადის 2-3 წელი, ან დაამტკიცებ შენ სიმართლეს კიდე და ან ვერა. სირბილი, ნერვიულობა, + ადვოკატის ხარჯები...

ან კიდე, რომ წერთ გამოძალვაო, ეს ფაქტი კუთვნილის უკან დაბრუნებას ეხება და არა გამოძალვას. 90% კუთვნილის დაბრუნებაზე მიმართავს კრიმინალებს, ანუ როცა მათ ეკუთვნით და არ აძლევენ

სამშობლო
1

კედელთან უნდა დააყენო ეგ ნაძირლები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

"ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1991 წელს დაბადებული გ.დ., 1986 წელს დაბადებული ა.დ. და 1977 წელს დაბადებული გ.მ.

"გ.მ.-ს ბრალი ედება „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში, ხოლო ლ.გ.-ს, ა.დ.-ს და გ.დ.-ს - „ქურდული სამყაროს“ წევრობაში.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრებს, რომლებმაც არსებულ დავაში საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ - თ.ჭ. ჩართეს. "ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის შედგა სატელეფონო ქურდული გარჩევა, რომლის შედეგადაც, დავა გ.მ.-ს სასარგებლოდ გადაწყდა და მოდავე მხარეს 4500 ლარის და 6300 აშშ დოლარის ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.

"ქურდული სამყაროს“ წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, აღნიშნულ პირს დაკისრებული თანხის ნაწილი - 4500 ლარი და 1800 აშშ დოლარი გამოსძალეს.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ "კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა - სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულთა რიცხვი 134 -მდე გა­ი­ზარ­და

"ნინი მოსკოვში ჩარჩა... მეშინია ხათუნას არაფერი გადაედოს" - ზურა ხაჩიძე მაღალი სიცხის გამო თვითიზოლაციაშია