სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს კრაფტ ლუდი და ვინ აწარმოებს საქართველოში უნიკალური რეცეპტურის ლუდებს?
რას ნიშნავს კრაფტ ლუდი და ვინ აწარმოებს საქართველოში უნიკალური რეცეპტურის ლუდებს?

ყვე­ლამ იცის, რომ ერთი ჭიქა ღვი­ნო სა­სარ­გებ­ლოა, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ არა­ნაკ­ლებ სა­სარ­გებ­ლოა ერთი ჭიქა ლუ­დიც. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ნა­ტუ­რა­ლურ, და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე გა­კე­თე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას ეხე­ბა. თუმ­ცა რო­მე­ლია ნა­ტუ­რა­ლუ­რი ლუდი? ინ­დუსტრი­უ­ლი ლუ­დე­ბი პას­ტე­რი­ზა­ცი­ით მზად­დე­ბა და მათ სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­ზე გა­დაჭ­რით სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბობს კრაფტ ლუდი, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტი და­ნა­მა­ტე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­რე­შე მზად­დე­ბა და 100%-ით სუფ­თა პრო­დუქ­ტია. კრაფტ ლუ­დის კულ­ტუ­რა 1950-იანი წლე­ბი­დან აშშ-ში და­ი­წყო და დღეს მას ლუ­დის ბაზ­რის და­ახ­ლო­ე­ბით 20% უკა­ვია. ტექ­ნო­ლო­გე­ბი ამ ტი­პის ლუდს სა­წყი­სებ­ში დაბ­რუ­ნე­ბას უწო­დე­ბენ.

კრაფტ ლუდი ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­შიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რი გახ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არო­მა­ტე­ბი­თა და პო­პუ­ლა­რო­ბით კი ლუდ­სა­ხარ­ში „ჩემო კარ­გი“ სარ­გებ­ლობს, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის მომ­ხმა­რე­ბელს 5 ტი­პის კრაფტ ლუდს სთა­ვა­ზობს.

„კრაფტ ლუდი პირ­და­პი­რი გა­გე­ბით არის ხელ­ნა­კე­თი. ეს ნიშ­ნავს, რომ მის წარ­მო­ე­ბა­ში მეტი ენერ­გია, მონ­დო­მე­ბა და ემო­ცია არის ჩა­დე­ბუ­ლი. ინ­დუსტრი­უ­ლი ლუ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში საქ­მეს და­ნად­გა­რი აკე­თებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ტექ­ნო­ლო­გი, ლუ­დის მხარ­შა­ვი ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი ხე­ლით ქმნის. მათ ქი­მი­კო­სე­ბი და ალ­ქი­მი­კო­სე­ბიც კი შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დო. კრაფტ ლუ­დის მწარ­მო­ებ­ლე­ბი ხა­რისხზე უფრო მე­ტად არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე გა­ყიდ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ არის ის გან­სა­კუთ­რე­ბით ხა­რის­ხი­ა­ნი და გემ­რი­ე­ლი. კრაფტ ლუ­დის ის­ტო­რია კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში 1950-იან წლე­ბი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც ინ­დუსტრი­ის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­და­კე­თე­ბა მოხ­და. შე­იც­ვა­ლა სტან­დარ­ტე­ბი, ჩა­მო­ყა­ლიბ­და შიდა სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც მო­ე­დო მთელს მსოფ­ლი­ოს. ჯერ აი­ტა­ცა დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა, შემ­დეგ კი მთელ­მა­ევ­რო­პამ და მათ შო­რის,სა­ქარ­თვე­ლო­მაც. შე­მიძ­ლია, თა­მა­მად გი­თხრათ, რომ ლუდი და­უბ­რუნ­და თა­ვის სა­წყი­სებს და მის ის­ტო­რი­ა­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო,“- გან­მარ­ტავს „ჩემო კარ­გოს“ მთა­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გი გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე.

კრაფტ ლუდი VS ინ­დუსტრი­უ­ლი ლუდი

გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში მთე­ლი მსოფ­ლიო მო­იც­ვა ინ­დუსტრი­ულ­მა ლუდ­სა­ხარ­შებ­მა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა დაშ­ტამ­პუ­ლი ეწო­დოს.ქარ­თუ­ლი ლუ­დის წარ­მო­ე­ბი­სას ხშირ შემ­თხვე­ვა­ში­ი­ხარ­შე­ბა ერთი ბა­და­გი და ფილტრა­ცი­ის შე­დე­გად ვი­ღებთ 3 სხვა­დას­ხვა ლუდს. ეს პრო­ცე­სი ხა­რის­ხის სტან­დარ­ტებს კი აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მაგ­რამ გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით არ არის ნამ­დვი­ლი ლუდი. კრაფტ ლუ­დის წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, სწო­რედ ამი­ტომ თი­თო­ე­უ­ლი სა­ხე­ო­ბის ლუდი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ხა­სი­ა­თით, გე­მო­თი, სხე­უ­ლით...

ელი და ლა­გე­რი - ლუ­დის ტი­პე­ბი

ზო­გა­დად, არ­სე­ბობს ლუ­დის ორი სა­ხე­ო­ბა: ქვე­და და ზედა დუ­ღი­ლის. ზედა დუ­ღი­ლით წარ­მო­ე­ბულ ლუდს ელი ეწო­დე­ბა. მისი და­დუ­ღე­ბა ხდე­ბა 15-25 °C ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. ელის ტი­პის ლუ­დებ­ში ალ­კოჰო­ლუ­რი შემ­ცვე­ლო­ბა უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ლა­გე­რის ტი­პის ლუ­დებ­ში და უფრო მუქი ფე­რი­საა. ეს არის უფრო ბრი­ტა­ნუ­ლი სტი­ლის ლუდი, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა მეტი არო­მა­ტით და მეტი სხე­უ­ლით.

ლა­გე­რის ტი­პის არის ქვე­და დუ­ღი­ლის ლუდი. დღეს ლუ­დის ბაზ­რის და­ახ­ლო­ე­ბით 65% სწო­რედ ლა­გე­რის ტი­პის ლუ­დებს უკა­ვია. ის უფრო ღია ფე­რის, მე­ტად მშრა­ლი, ნაზი და მსუ­ბუ­ქი და­სა­ლე­ვია, ალ­კოჰო­ლიც ნაკ­ლე­ბი აქვს, სწო­რედ ამი­ტომ გახ­და ის მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი.

შავი და ღია ფე­რის ლუდი

ლუ­დის ფერს ალა­ოს ტიპი გან­სა­ზღვრავს. თუმ­ცა, გარ­და ამი­სა, არა­ერ­თი ნი­უ­ან­სია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მათ შო­რის: დუ­ღი­ლის დრო, შე­ლეს­ვის პრო­ცე­სი. შე­ლეს­ვა ნიშ­ნავს ალა­ოს და წყლის შე­რე­ვას, ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის გავ­ლას. რო­გორც წესი, ღია ფე­რის ლუდი უფრო მსუ­ბუ­ქი და­სა­ლე­ვია, შავი კი - უფრო სხე­უ­ლი­ა­ნი და მძაფრ არო­მა­ტი­ა­ნი.

გა­ფილტრუ­ლი და გა­უ­ფილტრა­ვი ლუდი

ფილტრა­ცია გვეხ­მა­რე­ბა ლუ­დის გამჭვირ­ვა­ლე ფე­რის მი­ღე­ბა­ში. გა­ფილტრუ­ლი ლუ­დი­შე­და­რე­ბით ნაკ­ლებ კა­ლო­რი­უ­ლია. ფილტრა­ცი­ის დროს ხდე­ბა ზედ­მე­ტი მი­ნა­რე­ვე­ბის გა­მოც­ლა, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად იც­ვლე­ბა ფე­რიც. გა­უ­ფილტრა­ვი ლუდი უფრო ტრენ­დუ­ლი და გემ­რი­ე­ლია.

კრაფტ ლუდი სა­ქარ­თვე­ლო­ში

სა­ქარ­თვე­ლო­ში კრაფტ ლუ­დის წარ­მო­ე­ბა­ში ინო­ვა­ტო­რი ქარ­ხა­ნა „ჩემო კარ­გოა“, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვად 5 ტი­პის ლუდს აწარ­მო­ებს, მათ შო­რის, ელის ტი­პის ლუდ­საც. ქარ­ხა­ნა ინო­ვა­ტო­რია იმ კუ­თხი­თაც, რომ მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ი­ტა­ნეს რამ­დე­ნი­მე ისე­თი რე­ცეპ­ტი, რო­გო­რი­ცაა ირ­ლან­დი­უ­რი სტა­უ­ტი და ბელ­გი­უ­რი თეთ­რი ლუდი. წარ­მო­ე­ბა­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე უნი­კა­ლუ­რი რე­ცეპ­ტის ლუ­დის წარ­მო­ე­ბა იგეგ­მე­ბა.

„წარ­მო­ე­ბა­ში უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ნედ­ლე­ულს ვი­ყე­ნებთ. პრე­მი­უმ კლა­სის სვია და ალაო გერ­მა­ნი­ი­დან შე­მოგ­ვაქვს. სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ვხმა­რობთ ქარ­თულს, რად­გან ხა­რისხში რა­დი­კა­ლუ­რი გან­სხვა­ვე­ბაა. ზო­გა­დად, წარ­მო­ე­ბა­ში მხო­ლოდ 4 პრო­დუქტს: წყალს, ალა­ოს, სვი­ა­სა და სა­ფუ­არს ვი­ყე­ნებთ. პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ლუ­დის წარ­მო­ე­ბა ავტრი­ულ-გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ლუდ­სა­ხარ­ში­ა­პა­რა­ტე­ბით ხდე­ბა. კომ­პა­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში სწო­რედ ჩვენ ვართ,“ - გან­მარ­ტავს „ჩემო კარ­გოს“ მთა­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში,ლა­გე­რის ტი­პის ლუდი უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლია. „ჩემო კარ­გოს“ ასორ­ტი­მენ­ტი­დან ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი არის „კარ­გო“. ეს არის მსუ­ბუ­ქი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი სხე­უ­ლის მქო­ნე, ლა­გე­რის ტი­პის ლუდი, რო­მელ­შიც სვი­ი­სა და ალა­ოს არო­მა­ტი იგ­რძნო­ბა. ლუ­დის ეს სა­ხე­ო­ბა გერ­მა­ნულ სტილ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი.

„კარ­გოს“ გარ­და, „ჩემო კარ­გო­ში“ შე­გიძ­ლი­ათ და­ა­გე­მოვ­ნოთ ად­გილ­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი კი­დევ 4 სა­ხე­ო­ბის ლუდი: „ამ­ბერ­ლა­გე­რი“, „ვითი“, „ეი­პი­ეი“ და „სტა­უ­ტი“.

„ამ­ბერ­ლა­გე­რი“ ამე­რი­კულ სტილ­ზე და­ყე­ნე­ბუ­ლი, შე­და­რე­ბით ძლი­ე­რი სხე­უ­ლის მქო­ნე ლუ­დია, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი სიმ­წა­რით და არო­მა­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა. და­ლე­ვის დროს 2-3 სხვა­დას­ხვა არო­მა­ტი იგ­რძნო­ბა, სა­ბო­ლო­ოდ კი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ გე­მოს ტო­ვებს.

ბელ­გი­უ­რი თეთ­რი ლუდი „ვითი“ არის შე­და­რე­ბით მი­ვი­წყე­ბუ­ლი სტი­ლის ლუდი, მკვეთ­რად სა­ხა­სი­ა­თო გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით. „ჩემო კარ­გომ“ ამ ლუდ­ში ქარ­თუ­ლი შტრი­ხე­ბი შე­ი­ტა­ნა.

„ეი­პი­ეი“ ელის ტი­პის ლუ­დია. და­დუ­ღე­ბის შემ­დეგ მას ეხ­სნე­ბა სა­ფუ­ა­რი და ემა­ტე­ბა სვია. ეს არის ბო­ლომ­დე არო­მა­ტუ­ლი ლუდი, რო­მე­ლიც გე­მო­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია. კა­ლი­ფორ­ნი­ულ სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი.

ირ­ლან­დი­უ­რი „სტა­უ­ტის“ წარ­მო­ე­ბა­შიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი „ჩემო კარ­გო“ იყო. ის გა­მო­ირ­ჩე­ვა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი გე­მო­თი, იგ­რძნო­ბა მე­ტად ალა­ოს არო­მა­ტი, ვიდ­რე სვი­ის. აქვს ბლან­ტი მძი­მე სხე­უ­ლი და კრე­მი­სე­ბუ­რი ქაფი.

„ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი კარ­გად შე­ვის­წავ­ლეთ და და­ვი­წყეთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ლუ­დე­ბის მო­ხარ­შვა. მე­ო­რე მხრივ კი, ვქმნით იმას, რაც ბა­ზარს აკ­ლია. ყვე­ლა რე­ცეპ­ტი ჩემი შექ­მნი­ლია და მას­ში ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თია შე­ტა­ნი­ლი. ლა­გე­რის ტი­პის ლუდი ყვე­ლა­ზე კარ­გად იყი­დე­ბა, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ჯერ არ შეგ­ვხვედ­რია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც „ვით ბე­არ­ზე“ თქვა, რომ არ მო­ე­წო­ნა. ხუ­თი­ვე სპე­ცი­ფი­კუ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. პო­პუ­ლა­რო­ბა, კი რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე მო­ვი­პო­ვეთ, სწო­რედ ჩვე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ნედ­ლე­უ­ლი­სა და პრე­მი­უმ აპა­რა­ტუ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა,“ - გან­მარ­ტავს გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე.

„ჩემო კარ­გოს“ ლუდი, პრე­მი­უმ ხა­რის­ხის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლას­თვის მი­სა­ღე­ბი სა­ფა­სო სეგ­მენ­ტი­საა. მისი შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ რო­გორც ად­გილ­ზე ჩა­მოს­ხმით, ასე­ვე მოქ­მე­დებს სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სიც.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავგუსტინერი
3

ნამდვილ გერმანულ ლუდებს მაინც ვერ შეედრება. ჯერ ბავარიული ლუდებიდან დაგეწყოთ თუ ხარსხი გინდოდათ :) რა ამერიკულ ბადვაიზერებს მიახტით :) 

mmm
0

ქართული ლუდი ყველა სპირტია. ვისაც არ გჯერავთ ლაბორატორიაში გაასინჯეთ. ცოტა ძვირი დაგიჯდებათ მაგრამ სამაგიეროდ დალევის მადა წაგიხდებათ. როგორ შეიძლება 1 ლიტრმა ლუდმა ისე დაგატროს, როგორც იგივე ოდენობის ღვინომ და რაც ადვილი გასაგებია, ყველა ლუდს დაკრავს სპირტის გემო და ენას აშრობს. დალევის შემდეგ პირიდან არყის სუნი გდის და არა ლუდის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რას ნიშნავს კრაფტ ლუდი და ვინ აწარმოებს საქართველოში უნიკალური რეცეპტურის ლუდებს?

რას ნიშნავს კრაფტ ლუდი და ვინ აწარმოებს საქართველოში უნიკალური რეცეპტურის ლუდებს?

ყველამ იცის, რომ ერთი ჭიქა ღვინო სასარგებლოა, თუმცა თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ არანაკლებ სასარგებლოა ერთი ჭიქა ლუდიც. ეს ყველაფერი კი ნატურალურ, დანამატების გარეშე გაკეთებულ პროდუქციას ეხება. თუმცა რომელია ნატურალური ლუდი? ინდუსტრიული ლუდები პასტერიზაციით მზადდება და მათ სარგებლიანობაზე გადაჭრით საუბარი შეუძლებელია. მეორე მხრივ, არსებობს კრაფტ ლუდი, რომელიც ზედმეტი დანამატებისა და პროცედურების გარეშე მზადდება და 100%-ით სუფთა პროდუქტია. კრაფტ ლუდის კულტურა 1950-იანი წლებიდან აშშ-ში დაიწყო და დღეს მას ლუდის ბაზრის დაახლოებით 20% უკავია. ტექნოლოგები ამ ტიპის ლუდს საწყისებში დაბრუნებას უწოდებენ.

კრაფტ ლუდი ბოლო წლებში საქართველოშიც ძალიან პოპულარი გახდა. განსაკუთრებული არომატებითა და პოპულარობით კი ლუდსახარში „ჩემო კარგი“ სარგებლობს, რომელიც ამ დროისთვის მომხმარებელს 5 ტიპის კრაფტ ლუდს სთავაზობს.

„კრაფტ ლუდი პირდაპირი გაგებით არის ხელნაკეთი. ეს ნიშნავს, რომ მის წარმოებაში მეტი ენერგია, მონდომება და ემოცია არის ჩადებული. ინდუსტრიული ლუდების შემთხვევაში საქმეს დანადგარი აკეთებს. ამ შემთხვევაში კი ტექნოლოგი, ლუდის მხარშავი ყველაფერს საკუთარი ხელით ქმნის. მათ ქიმიკოსები და ალქიმიკოსებიც კი შეიძლება ვუწოდო. კრაფტ ლუდის მწარმოებლები ხარისხზე უფრო მეტად არიან ორიენტირებული, ვიდრე გაყიდვების რაოდენობაზე. სწორედ ამიტომ არის ის განსაკუთრებით ხარისხიანი და გემრიელი. კრაფტ ლუდის ისტორია კალიფორნიაში 1950-იან წლებიდან იწყება, როდესაც ინდუსტრიის საფუძვლიანი გადაკეთება მოხდა. შეიცვალა სტანდარტები, ჩამოყალიბდა შიდა სტანდარტი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს. ჯერ აიტაცა დიდმა ბრიტანეთმა, შემდეგ კი მთელმაევროპამ და მათ შორის,საქართველომაც. შემიძლია, თამამად გითხრათ, რომ ლუდი დაუბრუნდა თავის საწყისებს და მის ისტორიაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო,“- განმარტავს „ჩემო კარგოს“ მთავარი ტექნოლოგი გიორგი მაისურაძე.

კრაფტ ლუდი VS ინდუსტრიული ლუდი

გასულ საუკუნეში მთელი მსოფლიო მოიცვა ინდუსტრიულმა ლუდსახარშებმა, რომელსაც შეიძლება დაშტამპული ეწოდოს.ქართული ლუდის წარმოებისას ხშირ შემთხვევაშიიხარშება ერთი ბადაგი და ფილტრაციის შედეგად ვიღებთ 3 სხვადასხვა ლუდს. ეს პროცესი ხარისხის სტანდარტებს კი აკმაყოფილებს, მაგრამ გემოვნური თვისებებით არ არის ნამდვილი ლუდი. კრაფტ ლუდის წარმოების პროცესი სრულიად განსხვავებულია, სწორედ ამიტომ თითოეული სახეობის ლუდი განსხვავებულია ხასიათით, გემოთი, სხეულით...

ელი და ლაგერი - ლუდის ტიპები

ზოგადად, არსებობს ლუდის ორი სახეობა: ქვედა და ზედა დუღილის. ზედა დუღილით წარმოებულ ლუდს ელი ეწოდება. მისი დადუღება ხდება 15-25 °C ტემპერატურაზე. ელის ტიპის ლუდებში ალკოჰოლური შემცველობა უფრო მაღალია, ვიდრე ლაგერის ტიპის ლუდებში და უფრო მუქი ფერისაა. ეს არის უფრო ბრიტანული სტილის ლუდი, რომელიც გამოირჩევა მეტი არომატით და მეტი სხეულით.

ლაგერის ტიპის არის ქვედა დუღილის ლუდი. დღეს ლუდის ბაზრის დაახლოებით 65% სწორედ ლაგერის ტიპის ლუდებს უკავია. ის უფრო ღია ფერის, მეტად მშრალი, ნაზი და მსუბუქი დასალევია, ალკოჰოლიც ნაკლები აქვს, სწორედ ამიტომ გახდა ის მეტად პოპულარული.

შავი და ღია ფერის ლუდი

ლუდის ფერს ალაოს ტიპი განსაზღვრავს. თუმცა, გარდა ამისა, არაერთი ნიუანსია მნიშვნელოვანი, მათ შორის: დუღილის დრო, შელესვის პროცესი. შელესვა ნიშნავს ალაოს და წყლის შერევას, ტემპერატურული რეჟიმის გავლას. როგორც წესი, ღია ფერის ლუდი უფრო მსუბუქი დასალევია, შავი კი - უფრო სხეულიანი და მძაფრ არომატიანი.

გაფილტრული და გაუფილტრავი ლუდი

ფილტრაცია გვეხმარება ლუდის გამჭვირვალე ფერის მიღებაში. გაფილტრული ლუდიშედარებით ნაკლებ კალორიულია. ფილტრაციის დროს ხდება ზედმეტი მინარევების გამოცლა, თუმცა ამავდროულად იცვლება ფერიც. გაუფილტრავი ლუდი უფრო ტრენდული და გემრიელია.

კრაფტ ლუდი საქართველოში

საქართველოში კრაფტ ლუდის წარმოებაში ინოვატორი ქარხანა „ჩემო კარგოა“, რომელიც ადგილობრივად 5 ტიპის ლუდს აწარმოებს, მათ შორის, ელის ტიპის ლუდსაც. ქარხანა ინოვატორია იმ კუთხითაც, რომ მათ საქართველოში შემოიტანეს რამდენიმე ისეთი რეცეპტი, როგორიცაა ირლანდიური სტაუტი და ბელგიური თეთრი ლუდი. წარმოებაში კიდევ რამდენიმე უნიკალური რეცეპტის ლუდის წარმოება იგეგმება.

„წარმოებაში უმაღლესი ხარისხის ნედლეულს ვიყენებთ. პრემიუმ კლასის სვია და ალაო გერმანიიდან შემოგვაქვს. სპეციალურად არ ვხმარობთ ქართულს, რადგან ხარისხში რადიკალური განსხვავებაა. ზოგადად, წარმოებაში მხოლოდ 4 პროდუქტს: წყალს, ალაოს, სვიასა და საფუარს ვიყენებთ. პრემიუმ ხარისხის ლუდის წარმოება ავტრიულ-გერმანული ბრენდის უმაღლესი ხარისხის ლუდსახარშიაპარატებით ხდება. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები ამიერკავკასიაში სწორედ ჩვენ ვართ,“ - განმარტავს „ჩემო კარგოს“ მთავარი ტექნოლოგი.

მისივე განმარტებით, საქართველოშიც ისევე როგორც მსოფლიოში,ლაგერის ტიპის ლუდი უფრო პოპულარულია. „ჩემო კარგოს“ ასორტიმენტიდან ყველაზე მოთხოვნადი არის „კარგო“. ეს არის მსუბუქი, დაბალანსებული სხეულის მქონე, ლაგერის ტიპის ლუდი, რომელშიც სვიისა და ალაოს არომატი იგრძნობა. ლუდის ეს სახეობა გერმანულ სტილზეა მორგებული.

„კარგოს“ გარდა, „ჩემო კარგოში“ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილზე წარმოებული კიდევ 4 სახეობის ლუდი: „ამბერლაგერი“, „ვითი“, „ეიპიეი“ და „სტაუტი“.

„ამბერლაგერი“ ამერიკულ სტილზე დაყენებული, შედარებით ძლიერი სხეულის მქონე ლუდია, რომელიც მაღალი სიმწარით და არომატით გამოირჩევა. დალევის დროს 2-3 სხვადასხვა არომატი იგრძნობა, საბოლოოდ კი სრულიად განსხვავებულ გემოს ტოვებს.

ბელგიური თეთრი ლუდი „ვითი“ არის შედარებით მივიწყებული სტილის ლუდი, მკვეთრად სახასიათო გემოვნური თვისებებით. „ჩემო კარგომ“ ამ ლუდში ქართული შტრიხები შეიტანა.

„ეიპიეი“ ელის ტიპის ლუდია. დადუღების შემდეგ მას ეხსნება საფუარი და ემატება სვია. ეს არის ბოლომდე არომატული ლუდი, რომელიც გემოთი ყველაზე გამორჩეულია. კალიფორნიულ სტილშია გადაწყვეტილი.

ირლანდიური „სტაუტის“ წარმოებაშიც საქართველოში პირველი „ჩემო კარგო“ იყო. ის გამოირჩევა დაბალანსებული გემოთი, იგრძნობა მეტად ალაოს არომატი, ვიდრე სვიის. აქვს ბლანტი მძიმე სხეული და კრემისებური ქაფი.

„ქართული ბაზარი კარგად შევისწავლეთ და დავიწყეთ ყველაზე პოპულარული ლუდების მოხარშვა. მეორე მხრივ კი, ვქმნით იმას, რაც ბაზარს აკლია. ყველა რეცეპტი ჩემი შექმნილია და მასში ქართული ხასიათია შეტანილი. ლაგერის ტიპის ლუდი ყველაზე კარგად იყიდება, მაგრამ ამავდროულად ჯერ არ შეგვხვედრია ადამიანი, რომელმაც „ვით ბეარზე“ თქვა, რომ არ მოეწონა. ხუთივე სპეციფიკური და განსხვავებულია. პოპულარობა, კი რომელიც ძალიან მალე მოვიპოვეთ, სწორედ ჩვენი ინდივიდუალიზმის, უმაღლესი ხარისხის ნედლეულისა და პრემიუმ აპარატურის დამსახურებაა,“ - განმარტავს გიორგი მაისურაძე.

„ჩემო კარგოს“ ლუდი, პრემიუმ ხარისხის მიუხედავად, ყველასთვის მისაღები საფასო სეგმენტისაა. მისი შეძენა შეგიძლიათ როგორც ადგილზე ჩამოსხმით, ასევე მოქმედებს სახლში მიტანის სერვისიც.

შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?

რატომ ითვლებოდა 5 000 წლის წინ ლუდი ღმერთების სასმელად და ვინ გამოიგონა ის?

17.000 ლარი ფასდაკლება და 500 ლიტრი საწვავი საჩუქრად მაზდა ცენტრი თეგეტასგან