კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეკომენდაციები ქართველ ჟურნალისტებს - "ვიმედოვნებ, არ იქნებით პირველები, ვინც საქმიანობის დროს კორონავირუსით დაავადდნენ"
რეკომენდაციები ქართველ ჟურნალისტებს - "ვიმედოვნებ, არ იქნებით პირველები, ვინც საქმიანობის დროს კორონავირუსით დაავადდნენ"

"ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ გახ­დე­ბი­ან პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ე­ბი­სას და­ა­ვად­დნენ კო­რო­ნა­ვირუ­სით, - ამის შე­სა­ხებ გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და და ჟურ­ნა­ლის­ტებს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მის­ცა.

მისი რჩე­ვით, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა რეს­პონ­დენ­ტის­გან ინ­ტერ­ვიუ მიკრო­ფო­ნის დამ­ჭე­რი გრძე­ლი ჯო­ხით უნდა აი­ღონ და ინ­ტერ­ვი­უს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მიკრო­ფო­ნე­ბი გა­იწ­მინ­დოს.

"ძა­ლი­ან გთხოვთ, რო­დე­საც ცდი­ლობთ აღი­ოთ ინ­ტერ­ვიუ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მელ­საც აქვს მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია იმ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც არა­ერ­თხელ გა­მე­ორ­და, ანუ მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბი­დან, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი შე­საძ­ლოა იყოს შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა და და­ი­ცა­ვით წე­სე­ბი. კერ­ძოდ:

  • მო­ე­რი­დეთ ახლო კონ­ტაქტს ნიღ­ბის გა­რე­შე;
  • კარ­გია, თუ ნი­ღა­ბი ეკე­თე­ბა თქვენს რეს­პონ­დენ­ტსაც. ასე უფრო მე­ტად და­ცუ­ლე­ბი იქ­ნე­ბით.
  • და­ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ინ­ტერ­ვიუ აი­ღეთ მიკრო­ფო­ნის დამ­ჭე­რი გრძე­ლი ჯო­ხით და ნუ დად­გე­ბით ამ ადა­მი­ან­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს.
  • ინ­ტერ­ვი­უს დას­რუ­ლე­ბის მერე, მიკრო­ფო­ნე­ბი უნდა გა­იწ­მინ­დოს და მო­ე­რი­დეთ ღრუბ­ლი­ა­ნი მიკრო­ფო­ნე­ბით ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.
  • შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ უსაფრ­თხო დის­ტან­ცია. და­დე­ქით ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მეტ­რით, მეტ­რა­ნა­ხევ­რის და­შო­რე­ბით. ასეთ მან­ძილ­ზე მათ მიერ გა­მო­ტყორ­ცნი­ლი წვე­თე­ბი თქვე­ნამ­დე არ მო­აღ­წევს
  • მო­ე­რი­დეთ ინ­ტერ­ვი­უს ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც ახ­ვე­ლე­ბენ, აცე­მი­ნე­ბენ და ამ სა­ხით ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად გა­მო­ყო­ფენ შე­საძ­ლო გა­მომ­წვევს
  • სა­მუ­შაო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია და­ა­მუ­შა­ვოთ აპა­რა­ტუ­რა სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბით. სვე­ლი წე­სით გაწ­მენ­და და დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­უ­ტარ­დეს ყვე­ლა იმ ნივთს, რო­მე­ლიც ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­დია ანუ, რა­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად ეხე­ბით ხე­ლე­ბით
  • და­ი­ცა­ვით რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ჰი­გი­ე­ნის ზო­გა­დი წესი, რა­საც ჰქვია სუფ­თა ხე­ლე­ბი. ხში­რად და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი და და­უშ­ვე­ბე­ლია ჭუ­ჭყი­ა­ნი, ანუ და­უ­ბა­ნე­ლი ხე­ლით შე­ე­ხოთ თვა­ლებს, ცხვირ­სა და პირს

თუ ამ წე­სებს და­ი­ცავთ, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ყვე­ლა­ნი ჯან­მრთე­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით და ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ გახ­დე­ბი­ან პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ე­ბი­სას და­ა­ვად­დნენ კო­რო­ნა­ვირუ­სით”,- გა­ნა­ცხა­და ზა­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის სულ 4 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მათ­გან ორი ირა­ნი­დან ჩა­მო­სულ პირს და­უ­ფიქ­სირ­და, ორი კი იტა­ლი­ი­დან შე­მო­სულ ადა­მი­ანს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
0

შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ უსაფრ­თხო დის­ტან­ციაოოოოო??, მაგას ნამდვილად ვერ შეინარჩუნებენ, აი თავზე გადახტომა კი შეიძლება ცოტათი შეზღუდონ.

Teimurazi
2

ის, რომ ჩვენი ღრმად პატივცემული ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა ელემენტარული გეოგრაფია და არითმეტიკა არ იცის, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის კარგად ცნობილია... იმედია, ამ რეკომენდაციებს მაინც გაითვალისწინებენ და ვირუსის გამავრცელებლებად არ მოგვევლინებიან...

ავტორი:

რეკომენდაციები ქართველ ჟურნალისტებს - "ვიმედოვნებ, არ იქნებით პირველები, ვინც საქმიანობის დროს კორონავირუსით დაავადდნენ"

რეკომენდაციები ქართველ ჟურნალისტებს - "ვიმედოვნებ, არ იქნებით პირველები, ვინც საქმიანობის დროს კორონავირუსით დაავადდნენ"

"ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის წარმოებისას დაავადდნენ კორონავირუსით, - ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა და ჟურნალისტებს კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცა.

მისი რჩევით, ჟურნალისტებმა რესპონდენტისგან ინტერვიუ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით უნდა აიღონ და ინტერვიუს დასრულების შემდეგ მიკროფონები გაიწმინდოს.

"ძალიან გთხოვთ, როდესაც ცდილობთ აღიოთ ინტერვიუ ნებისმიერი ადამიანისგან, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია იმ ქვეყნებში, რომლებიც არაერთხელ გამეორდა, ანუ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, ჩათვალეთ, რომ ყველა მათგანი შესაძლოა იყოს შესაძლო შემთხვევა და დაიცავით წესები. კერძოდ:

  • მოერიდეთ ახლო კონტაქტს ნიღბის გარეშე;
  • კარგია, თუ ნიღაბი ეკეთება თქვენს რესპონდენტსაც. ასე უფრო მეტად დაცულები იქნებით.
  • დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად ინტერვიუ აიღეთ მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით და ნუ დადგებით ამ ადამიანთან ძალიან ახლოს.
  • ინტერვიუს დასრულების მერე, მიკროფონები უნდა გაიწმინდოს და მოერიდეთ ღრუბლიანი მიკროფონებით ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას.
  • შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია. დადექით ასეთი ადამიანებისგან მეტრით, მეტრანახევრის დაშორებით. ასეთ მანძილზე მათ მიერ გამოტყორცნილი წვეთები თქვენამდე არ მოაღწევს
  • მოერიდეთ ინტერვიუს ადამიანებთან, რომლებიც ახველებენ, აცემინებენ და ამ სახით ძალიან ინტენსიურად გამოყოფენ შესაძლო გამომწვევს
  • სამუშაო პროცესის დასრულებისთანავე რეკომენდებულია დაამუშავოთ აპარატურა სადეზინფექციო ხსნარებით. სველი წესით გაწმენდა და დეზინფექცია ჩაუტარდეს ყველა იმ ნივთს, რომელიც ხშირად გამოყენებადია ანუ, რასაც ყველაზე ხშირად ეხებით ხელებით
  • დაიცავით რესპირაციული ჰიგიენის ზოგადი წესი, რასაც ჰქვია სუფთა ხელები. ხშირად დაიბანეთ ხელები და დაუშვებელია ჭუჭყიანი, ანუ დაუბანელი ხელით შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და პირს

თუ ამ წესებს დაიცავთ, ვიმედოვნებ, რომ ყველანი ჯანმრთელები ვიქნებით და ჩვენი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველი ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის წარმოებისას დაავადდნენ კორონავირუსით”,- განაცხადა ზახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 4 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ორი ირანიდან ჩამოსულ პირს დაუფიქსირდა, ორი კი იტალიიდან შემოსულ ადამიანს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ზურაბ მირიანაშვილი გარდაიცვალა - "მისმა კეთილმა გულმა ამდენ დატვირთვას ვეღარ გაუძლო..."

"ხალხი, ვინც თავს დებს მართლმადიდებლობაზე, შეშფოთებულია: რა გვეშველება, თუ ცეცხლი საქართველოში არ ჩამოვაო" - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი

ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა