პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მგზავრობის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები
მგზავრობის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები

ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად მგზავ­რე­ბი წი­ნას­წარ ამ­ზა­დე­ბენ საყ­ვა­რელ ფილ­მებს, მუ­სი­კას, წიგ­ნებს, რომ დრო სწრა­ფად და სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ვი­დეს. ალ­ბათ, ხში­რად გა­გი­გი­ათ ისიც, რომ სა­ძი­ლე აბებს ან მცი­რე­ო­დენ ალ­კოჰოლს იღე­ბენ, ზედ­მე­ტი სტრე­სი­სა და და­ძა­ბუ­ლო­ბის გა­რე­შე მგზავ­რო­ბის­თვის. თუმ­ცა ამ დროს მათ ავი­წყდე­ბათ მთა­ვა­რი. პირ­ვე­ლი, რა­ზეც ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბის წინ უნდა იზ­რუ­ნონ, არის მათი ვე­ნე­ბი ქვე­და კი­დუ­რებ­ში. ეს პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მათ­თვის, ვი­საც ვა­რი­კო­ზუ­ლი ვე­ნე­ბი აწუ­ხებს. თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლი­წი­ნონ მა­თაც, ვი­საც ვე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს.

რო­დე­საც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ზი­ხართ, იქ­ნე­ბა ეს თვითმფრი­ნავ­ში, მან­ქა­ნა­სა თუ მა­ტა­რე­ბელ­ში, ქვე­და კი­დუ­რებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვე­ნე­ბი სის­ხლის მაღ­ლა დაბ­რუ­ნე­ბას ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ და ხდე­ბა დაგ­რო­ვე­ბა. ამ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ნიც­დი­ან სიმ­ძი­მე­სა და ტკი­ვილს ფე­ხებ­ში, ხში­რია შე­შუ­პე­ბაც. ერთი შე­ხედ­ვით ეს მარ­ტი­ვი პრობ­ლე­მა კი შე­იძ­ლე­ბა ვე­ნე­ბის თრომ­ბებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს და იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც, ფილ­ტვის თრომ­ბო­ემ­ბო­ლია გა­მო­ი­წე­ვი­ოს. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ჰა­ე­რო მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს გან­სა­კუთ­რე­ბით იზ­რდე­ბა თრომ­ბო­ემ­ბო­ლიზ­მის რის­კი.

რის­კე­ბის თვალ­საზ­რი­სით ექი­მე­ბი ადა­მი­ა­ნებს სამ ჯგუ­ფად ყო­ფენ და მათ­თვის სხვა­დას­ხვა სა­ხის რე­კო­მენ­და­ცი­ებს გას­ცე­მენ. თუმ­ცა არ­სე­ბობს სა­ერ­თო რჩე­ვე­ბიც, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, აქვს თუ არა ვე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ამ დროს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სპე­ცი­ა­ლურ კომ­პრე­სი­ულ წინ­დებს.

211 ადა­მი­ა­ნის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 7-8 სა­ათ­ზე მეტი ხან­გრძლი­ვო­ბის მგზავ­რო­ბის დროს მგზავ­რებს, რომ­ლე­ბიც არ ატა­რებ­დენ ელას­ტი­ურ წინ­დებს, ფე­ხე­ბის შე­შუ­პე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უფრო მძაფ­რი იყო, რო­დე­საც მგზავ­რო­ბის დრო 11-12 სა­ათს აჭარ­ბებ­და. სწო­რედ ამი­ტომ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ „სიგ­ვა­რი­სის“ ბრენ­დის სპე­ცი­ა­ლუ­რად მგზავ­რო­ბის­თვის შექ­მნილ „ტრა­ვე­ნოს“ წინ­დებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი წინ­დე­ბი სა­ჭი­რო ზე­წო­ლით სის­ხლს ქვე­ვი­დან ზე­ვით მოძ­რა­ო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა და ხელს უშ­ლის ვე­ნებ­ში სის­ხლის შე­გუ­ბე­ბას. შე­დე­გად კი ადა­მი­ა­ნებს აღარ აწუ­ხებთ ფე­ხე­ბის ტკი­ვი­ლი და შე­შუ­პე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წინ­დე­ბი ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და კანი სუნ­თქავს.

ახლა კი გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს, რო­მე­ლიც მგზავ­რო­ბის დროს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ და ვე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­გექ­მნე­ბათ.

ტან­საც­მე­ლი

აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­იც­ვით კომ­პრე­სი­უ­ლი წინ­დე­ბი. კომ­პრე­სი­ის დონე კი ექიმ­მა უნდა შე­გირ­ჩი­ოთ. ატა­რეთ ფარ­თო, კომ­ფორ­ტუ­ლი ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც სის­ხლის მოძ­რა­ო­ბას არ შე­ზღუ­დავს. მო­ე­რი­დეთ ჯინ­სებს, სინ­თე­ტი­კუ­რი მა­ტე­რი­ე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბულ ტან­საც­მელს.

საკ­ვე­ბი და სას­მე­ლი

მგზავ­რო­ბის წინ და უშუ­ა­ლოდ მგზავ­რო­ბის დრო­საც მო­ე­რი­დეთ ალ­კოჰოლს, ყა­ვას, შავ ჩაის, რად­გან ეს პრო­დუქ­ტე­ბი ორ­გა­ნიზ­მის დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ა­სიწ­ვევს. მი­ირ­თვით მსუ­ბუ­ქი საკ­ვე­ბი. მი­ი­ღეთ სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის სი­თხე, რომ სის­ხლი გა­თხელ­დეს. ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ყო­ველ 2 სა­ათ­ში 250 მლ წყა­ლი უნდა მი­ი­ღოთ. ამ წე­სე­ბის დაც­ვით თავს კომ­ფორ­ტუ­ლად და უსაფრ­თხოდ იგ­რძნობთ ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბის დრო­საც კი.

ვარ­ჯი­ში

მგზავ­რო­ბის დროს ჯდო­მას თავს ვერ აა­რი­დებთ, თუმ­ცა ეცა­დეთ, მუდ­მი­ვად ამოძ­რა­ოთ სხე­უ­ლი. პე­რი­ო­დუ­ლად აკე­თეთ კი­დუ­რე­ბი­სა და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლე­ბის ვარ­ჯი­შე­ბი. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ქვე­და კი­დუ­რებს ეხე­ბა, რომ ტერ­ფი­სა და წვი­ვის კუნ­თე­ბი ამუ­შავ­დე­ნენ და სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას შე­უ­წყონ ხელი. თუ თვითმფრი­ნა­ვით ან მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რობთ და სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, სა­ათ­ში ერთხელ წა­მო­დე­ქით და ცოტა გა­ი­სე­ირ­ნეთ. მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი გა­ჩერ­დით 2 სა­ათ­ში ერთხელ და გად­მო­დით მან­ქა­ნი­დან. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას.

manana
0

რა დროს მგზავრობაა, აკრძალეთ გადაადგილება!!!!!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

მგზავრობის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები

მგზავრობის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები

ხანგრძლივი მგზავრობის შესამსუბუქებლად მგზავრები წინასწარ ამზადებენ საყვარელ ფილმებს, მუსიკას, წიგნებს, რომ დრო სწრაფად და სასიამოვნოდ გავიდეს. ალბათ, ხშირად გაგიგიათ ისიც, რომ საძილე აბებს ან მცირეოდენ ალკოჰოლს იღებენ, ზედმეტი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე მგზავრობისთვის. თუმცა ამ დროს მათ ავიწყდებათ მთავარი. პირველი, რაზეც ხანგრძლივი მგზავრობის წინ უნდა იზრუნონ, არის მათი ვენები ქვედა კიდურებში. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც ვარიკოზული ვენები აწუხებს. თუმცა სპეციალური რეკომენდაციები უნდა გაითვალიწინონ მათაც, ვისაც ვენებთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.

როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ზიხართ, იქნება ეს თვითმფრინავში, მანქანასა თუ მატარებელში, ქვედა კიდურებში არსებული ვენები სისხლის მაღლა დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ და ხდება დაგროვება. ამ დროს ადამიანები განიცდიან სიმძიმესა და ტკივილს ფეხებში, ხშირია შეშუპებაც. ერთი შეხედვით ეს მარტივი პრობლემა კი შეიძლება ვენების თრომბებში გადაიზარდოს და იშვიათად, მაგრამ მაინც, ფილტვის თრომბოემბოლია გამოიწევიოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საჰაერო მოგზაურობის დროს განსაკუთრებით იზრდება თრომბოემბოლიზმის რისკი.

რისკების თვალსაზრისით ექიმები ადამიანებს სამ ჯგუფად ყოფენ და მათთვის სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს გასცემენ. თუმცა არსებობს საერთო რჩევებიც, რომლის გათვალისწინებაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ვენებთან დაკავშირებული პრობლემები. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სპეციალურ კომპრესიულ წინდებს.

211 ადამიანის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ 7-8 საათზე მეტი ხანგრძლივობის მგზავრობის დროს მგზავრებს, რომლებიც არ ატარებდენ ელასტიურ წინდებს, ფეხების შეშუპება აღენიშნებოდათ. მაჩვენებელი უფრო მძაფრი იყო, როდესაც მგზავრობის დრო 11-12 საათს აჭარბებდა. სწორედ ამიტომ სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ „სიგვარისის“ ბრენდის სპეციალურად მგზავრობისთვის შექმნილ „ტრავენოს“ წინდებს. აღნიშნული წინდები საჭირო ზეწოლით სისხლს ქვევიდან ზევით მოძრაობაში ეხმარება და ხელს უშლის ვენებში სისხლის შეგუბებას. შედეგად კი ადამიანებს აღარ აწუხებთ ფეხების ტკივილი და შეშუპება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული წინდები ნატურალური მასალისგანაა დამზადებული და კანი სუნთქავს.

ახლა კი გთავაზობთ რჩევებს, რომელიც მგზავრობის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და ვენებთან დაკავშირებული პრობლემები არ შეგექმნებათ.

ტანსაცმელი

აუცილებლად ჩაიცვით კომპრესიული წინდები. კომპრესიის დონე კი ექიმმა უნდა შეგირჩიოთ. ატარეთ ფართო, კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც სისხლის მოძრაობას არ შეზღუდავს. მოერიდეთ ჯინსებს, სინთეტიკური მატერიებისგან დამზადებულ ტანსაცმელს.

საკვები და სასმელი

მგზავრობის წინ და უშუალოდ მგზავრობის დროსაც მოერიდეთ ალკოჰოლს, ყავას, შავ ჩაის, რადგან ეს პროდუქტები ორგანიზმის დეჰიდრატაციასიწვევს. მიირთვით მსუბუქი საკვები. მიიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე, რომ სისხლი გათხელდეს. ექიმების რეკომენდაციით, ყოველ 2 საათში 250 მლ წყალი უნდა მიიღოთ. ამ წესების დაცვით თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობთ ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც კი.

ვარჯიში

მგზავრობის დროს ჯდომას თავს ვერ აარიდებთ, თუმცა ეცადეთ, მუდმივად ამოძრაოთ სხეული. პერიოდულად აკეთეთ კიდურებისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილების ვარჯიშები. ეს განსაკუთრებით ქვედა კიდურებს ეხება, რომ ტერფისა და წვივის კუნთები ამუშავდენენ და სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას შეუწყონ ხელი. თუ თვითმფრინავით ან მატარებლით მგზავრობთ და საშუალება გაქვთ, საათში ერთხელ წამოდექით და ცოტა გაისეირნეთ. მანქანით მგზავრობის შემთხვევაში კი გაჩერდით 2 საათში ერთხელ და გადმოდით მანქანიდან. მაქსიმალურად მოერიდეთ საძილე საშუალებების მიღებას.

SEU-ს უპრეცედენტო გადაწყვეტილება სტუდენტებისთვის

„სეუ დეველოპმენტი“ მომხმარებლებს განვადებაზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს

სისხლის შემადგენელი ნაწილის - პლაზმის დონაცია, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი და ერთადერთი დონორული პლაზმაცენტრი