სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტს 25 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი - "ის არ იყო სამსახურში და მდგომარეობა ამით უკეთესია"
კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტს 25 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი - "ის არ იყო სამსახურში და მდგომარეობა ამით უკეთესია"

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ მე­ო­თხე პირ­თან კონ­ტაქ­ტში 25 პირი იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც ტი­კა­რა­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, მე­ო­თხე და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბის მო­ძი­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია და ისი­ნი დე­ტა­ლუ­რად იქ­ნე­ბი­ან გა­მოკ­ვლე­უ­ლი.

"რაც შე­ე­ხე­ბა ფრე­ნებს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ჯერ­ჯე­რო­ბით არ იძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ებს ფრე­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­ნა­ი­დან, ჩვენ ღრმად ვართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ შეგ­ვიძ­ლია სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტრო­ლი და ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბით გა­მოვ­ლინ­და.

ამ მუ­შა­ო­ბის გამო მად­ლო­ბას ვუხ­დი, ყვე­ლა იმ პირს, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ სა­ზღვარ­ზე, ესე­ნი არი­ან მე­სა­ზღვრე­ე­ბი თუ ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გვყავს მივ­ლე­ნი­ლი. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა ჯან­დაც­ვის სფე­როს­თვის, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა საკ­მა­ოდ კარ­გად არ­თმევს თავს.

ეს პა­ცი­ენ­ტი რე­კო­მენ­და­ცი­ით იმ­ყო­ფე­ბო­და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში და შემ­დგომ­ში მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გამო გახ­და მისი სტა­ცი­ო­ნა­რი­ზა­ცია და და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­ჭი­რო. ეს ადა­მი­ა­ნი არ იყო სამ­სა­ხურ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, მდგო­მა­რე­ო­ბა ამით გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მუ­შაო გა­ად­ვილ­და, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ძა­ლი­ან გაგ­ვი­ად­ვი­ლა სა­მუ­შაო, იმი­ტომ, რომ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იყო. თვითმფრი­ნა­ვის კონ­ტაქ­ტე­ბი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ დად­გე­ნი­ლია. და­ნარ­ჩე­ნი, ადა­მი­ა­ნი თვით­შეგ­ნე­ბით იყო, ჩა­მო­ვი­და თუ არა, სახ­ლში იყო, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. მად­ლო­ბა მას ასე­თი თვით­შეგ­ნე­ბის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და იმ­ნა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­თხე შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. პა­ცი­ენ­ტი 44 წლის მა­მა­კა­ცია. ის იტა­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ველ მარტს დაბ­რუნ­და. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­მარ­თა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით. ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ტეს­ტებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ პა­ცი­ენტს კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს.

ამ­ჟა­მად, ქვე­ყა­ნა­ში სულ 4 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მათ­გან ორი ირა­ნი­დან, ორი კი იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს და­უდ­გინ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Elisabedi
6

Chaketet sazgvrebi ras elodebot!

:((
4

რა გახდა დროებით იტალიასთან მიმოსვლის შეჩერება, კორონას ეშინია ქართველების თუ რა????

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტს 25 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი - "ის არ იყო სამსახურში და მდგომარეობა ამით უკეთესია"

კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტს 25 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი - "ის არ იყო სამსახურში და მდგომარეობა ამით უკეთესია"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირთან კონტაქტში 25 პირი იმყოფებოდა.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მეოთხე დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება დასრულებულია და ისინი დეტალურად იქნებიან გამოკვლეული.

"რაც შეეხება ფრენებს, ჯანდაცვის სამინისტრო, ჯერჯერობით არ იძლევა რეკომენდაციებს ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია სიტუაციის კონტროლი და ყველა არსებული შემთხვევა ჩვენი აქტიური მუშაობით გამოვლინდა.

ამ მუშაობის გამო მადლობას ვუხდი, ყველა იმ პირს, რომლებიც მუშაობენ საზღვარზე, ესენი არიან მესაზღვრეები თუ ჩვენი პერსონალი, რომელიც ადგილზე გვყავს მივლენილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჯანდაცვის სფეროსთვის, რასაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგად ართმევს თავს.

ეს პაციენტი რეკომენდაციით იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და შემდგომში მასთან კომუნიკაციის გამო გახდა მისი სტაციონარიზაცია და დამატებითი კვლევების ჩატარება საჭირო. ეს ადამიანი არ იყო სამსახურში და შესაბამისად, მდგომარეობა ამით გაცილებით უკეთესია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით სამუშაო გაადვილდა, რადგან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ინფიცირებული პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

"ძალიან გაგვიადვილა სამუშაო, იმიტომ, რომ თვითიზოლაციაში იყო. თვითმფრინავის კონტაქტები მოგეხსენებათ, რომ დადგენილია. დანარჩენი, ადამიანი თვითშეგნებით იყო, ჩამოვიდა თუ არა, სახლში იყო, თვითიზოლაციაში. მადლობა მას ასეთი თვითშეგნებისთვის”, - განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი 44 წლის მამაკაცია. ის იტალიაში იმყოფებოდა და საქართველოში პირველ მარტს დაბრუნდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა მაღალი ტემპერატურით. ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ პაციენტს კორონავირუსი აქვს.

ამჟამად, ქვეყანაში სულ 4 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი ირანიდან, ორი კი იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს დაუდგინდათ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"