საზოგადოება
პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მო­რი­გი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, გუ­შინ ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და­დას­ტურ­და ახა­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაბ­რუნ­და იტა­ლი­ი­დან:

"გუ­შინ, გვი­ან, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და­დას­ტურ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­თხე შემ­თხვე­ვა. ისიც თა­ვი­სი მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ით და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იტა­ლი­ას­თან, არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში კვი­რას შე­მო­ვი­და, თით­ქოს სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე. შემ­დგომ გა­ნუ­ვი­თარ­და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და თა­ვად მი­მარ­თა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ვად­მყო­ფოს, გუ­შინ დი­ლით მოხ­და მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია.

ჩა­ტარ­და კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი და გუ­შინ გვი­ან ღა­მით და­დე­ბი­თი შემ­თხვე­ვა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტურ­და. რომ დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვი­მე­ო­რეთ ტეს­ტი და ყვე­ლა გა­მე­ო­რე­ბი­სას პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გი აღი­ნიშ­ნა, რის გა­მოც გუ­შინ­ვე პა­სუ­ხი ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს გა­და­ეგ­ზავ­ნა.

ზო­გა­დად, დღეს ოთხი შემ­თხვე­ვაა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ოთხი­ვე მო­თავ­სე­ბუ­ლია ცენ­ტრა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ორ პა­ცი­ენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გვაქვს ირან­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია, ხოლო ორ შემ­თხვე­ვა­ში - იტა­ლი­ა­ში. ამ 4 პა­ცი­ენ­ტი­დან 3 პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კლი­ნი­კუ­რად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. კლი­ნი­ცის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა არ აღი­ნიშ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­თხე შემ­თხვე­ვას, ის წინა სამ შემ­თხვე­ვას­თან შე­და­რე­ბით, კლი­ნი­კუ­რად უფრო სა­ყუ­რა­დღე­ბოა. მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, მკურ­ნა­ლო­ბა და ავად­მყოფ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა“ - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე კო­რო­ნა­ვირუ­სის სამი შემ­თხვე­ვა იყო და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი 26 თე­ბერ­ვალს და­უდ­გინ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, ის 50 წლამ­დე მა­მა­კა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან შე­მო­ვი­და. მე­ო­რე 31 წლის ქა­ლია, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში იტა­ლი­ი­დან ჩა­მოფ­რინ­და. მე­სა­მე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ციც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, რო­მე­ლიც ირან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
manana
4

რა გახდა ეს საზღვრის დაკეტვა რა

ნიკი
3

შეყარეთ ყველა იტალიიდან დაბრუნებული კარანტინშიიიიიი შეყარეთ და დატოვეთ 14 დღე მაინც, უნაზღაურებს სახელმწიფო კარანტინში ყოფნის ხელფასს!!!!!!! ყველა დაბრუნებულიიიი, შეუგნებელი ხალხი ვართ, სამსხურებში დადიან ექიმებიც კი რომლებიც იტალიიდან დაბრუნდნენ და ჩვეულებრივ ურთიერთობენ ხალხთან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოს ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა ახალი შემთხვევის შესახებ. ინფიცირებული პაციენტი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა იტალიიდან:

"გუშინ, გვიან, ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა. ისიც თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან, არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში კვირას შემოვიდა, თითქოს სიმპტომების გარეშე. შემდგომ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ სავადმყოფოს, გუშინ დილით მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

ჩატარდა კლინიკური კვლევები და გუშინ გვიან ღამით დადებითი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. რომ დავრწმუნებულიყავით, რამდენჯერმე გავიმეორეთ ტესტი და ყველა გამეორებისას პოზიტიური შედეგი აღინიშნა, რის გამოც გუშინვე პასუხი ინფექციურ საავადმყოფოს გადაეგზავნა.

ზოგადად, დღეს ოთხი შემთხვევაა საქართველოში დაფიქსირებული. ოთხივე მოთავსებულია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. ორ პაციენტთან დაკავშირებით გვაქვს ირანში მოგზაურობის ისტორია, ხოლო ორ შემთხვევაში - იტალიაში. ამ 4 პაციენტიდან 3 პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია. კლინიცისტების ინფორმაციით, დაავადების პროგრესირება არ აღინიშნება.

რაც შეეხება მეოთხე შემთხვევას, ის წინა სამ შემთხვევასთან შედარებით, კლინიკურად უფრო საყურადღებოა. მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური კვლევები, მკურნალობა და ავადმყოფზე დაკვირვება“ - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აქამდე კორონავირუსის სამი შემთხვევა იყო დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, ის 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"