პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა
იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მედ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ზალ­კა­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს ცხელ ხაზ­ზე და­უ­კავ­შირ­და ქა­ლაქ ვი­ტერ­ბო­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ქალი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ აღე­ნიშ­ნე­ბო­და მა­ღა­ლი სი­ცხე და სი­სუს­ტე.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო მყი­სი­ე­რად და­უ­კავ­შირ­და იტა­ლი­ის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, რის შემ­დე­გაც მო­ქა­ლა­ქე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურ­მა რო­მის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ჩა­უ­ტარ­და გა­მოკ­ვლე­ვა ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე და დღეს მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბის შე­დე­გად, ქალს და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი. მო­ქა­ლა­ქე რო­მის კლი­ნი­კა­ში ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ რჩე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტა­პის­თვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კა­ში მუდ­მივ კავ­შირ­ზეა რო­გორც თა­ვად პა­ცი­ენ­ტთან, ასე­ვე მისი ოჯა­ხის წევ­რებ­თან და კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან", - ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით­ვე, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სამი პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ სტა­ბი­ლუ­რია, მათ რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ. მი­ნის­ტრმა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ ეტაპ­ზე კა­რან­ტინ­ში ისევ 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა.

უწყე­ბა­თა­შო­რის­მა საბ­ჭომ მო­ის­მი­ნა ინ­ფორ­მა­ცია ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც მათ შო­რის გუ­ლის­ხმობს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ხალ­ხმრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­უქ­მე­ბას. რო­გორც ცნო­ბი­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი ასე­ვე მო­ი­ცავს და­ხუ­რულ სივ­რცე­ში და­გეგ­მი­ლი კულ­ტუ­რუ­ლი და სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დრო­ე­ბით გა­და­დე­ბას.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო, ინ­ფორ­მა­ცი­ის ურ­თი­ერ­თგაც­ვლი­სა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის მიზ­ნით, სხდო­მებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სის­ტე­მა­ტურ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე კვლავ აღი­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს და მთავ­რო­ბა სრუ­ლად მარ­თავს პრო­ცესს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
100%
2

აბა თქვენ იცით ახლა, ნათესავების და მნახველების მრავალრიცხოვანმა "მხარდამჭერთა" დელეგაციამ უნდა შეავსოს რომის საავადმყოფოს ვესტიბული!

დავანახოთ ყველას ვინ ვართ!

მთავრობას ვთხოვ, არ დაუშვას სახღვრის გადაკვეთა არც იქიდან და არც აქედან! ცოდოა ერი! 

**
9

იტალიიდან ფრენების შეზღუდვა უკიდურესად აუცილებელია..მთავრობას ღრმა ძილით სძინავს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ზალკალიანის ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე.

"საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია. მინისტრის განცხადებით, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზეა როგორც თავად პაციენტთან, ასევე მისი ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, მათ რაიმე გართულებები არ აღენიშნებათ. მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში ისევ 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.

უწყებათაშორისმა საბჭომ მოისმინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, რაც მათ შორის გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას. როგორც ცნობილია, აღნიშნული ასევე მოიცავს დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს. დღევანდელ სხდომაზე კვლავ აღინიშნა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

ორსულობა და ახალი კორონავირუსი - გაეროს მოსახლეობის ფონდის რეკომენდაციები ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის

ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ, ტყუილია

სემეკში ინვესტორთა საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა