საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია სწავლების თანამედროვე მეთოდები და საქართველოს რომელ უნივერსიტეტში ინერგება ის
როგორია სწავლების თანამედროვე მეთოდები და საქართველოს რომელ უნივერსიტეტში ინერგება ის

ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. ეს არის ორი მი­მარ­თუ­ლე­ბის შერ­წყმა და ერთ სას­წავ­ლო პროგ­რა­მად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. თით­ქმის ყვე­ლა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კურ­სი ძი­რი­თა­დი და მა­ი­ნორ პროგ­რა­მე­ბის­გან შედ­გე­ბა. თუმ­ცა ცოტა ხნის წინ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა ახა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სრუ­ლი­ად ახა­ლი მიდ­გო­მი­თა და ინო­ვა­ცი­უ­რი პროგ­რა­მე­ბით. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის ნინო ენუ­ქი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მათ კარ­გად შე­ის­წავ­ლეს და­საქ­მე­ბის ბა­ზა­რი და აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­ნე­ჯე­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გა­რე­შე ვერ ახერ­ხებ­და, საქ­მის მა­ღალ დო­ნე­ზე მარ­თვას. სწო­რედ ამი­ტომ მათ შექ­მნეს ფა­კულ­ტე­ტი, სა­დაც მე­ნე­ჯმენ­ტი და ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში ის­წავ­ლე­ბა და სტუ­დენ­ტებს სწო­რედ იმ სა­ხის ცოდ­ნას აძ­ლევს, რო­მე­ლიც მათ მო­მა­ვალ­ში მა­ღა­ლი რგო­ლის წარ­მა­ტე­ბულ მე­ნე­ჯე­რე­ბად და მმარ­თვე­ლე­ბად აქ­ცევს.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ პროგ­რა­მას ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში. სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს არა მხო­ლოდ ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას, არა­მედ მას­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ გზებს. პროგ­რა­მის მი­ზა­ნია: სტუ­დენტს გა­მო­უ­მუ­შა­ვოს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე ბიზ­ნეს-პრო­ცე­სე­ბის მარ­თვა­ში, გა­დას­ცეს უახ­ლე­სი ცოდ­ნა ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც შეძ­ლებს, და­გეგ­მოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ინო­ვა­ცი­უ­რი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ხელი შე­უ­წყოს ინო­ვა­ცი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­მე­ლიც მას კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი კომ­პა­ნი­ის შექ­მნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

„ჩვენ ძი­რი­თა­დი და მე­ო­რა­დი პროგ­რა­მე­ბი ისე გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ, რომ სა­ბო­ლო­ოდ ჩვენ­მა სტუ­დენ­ტებ­მა მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მათ წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ჩვენ­თან სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი მე­წარ­მე­ო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეს ნიშ­ნავს, ნე­ბის­მი­ე­რი დის­ციპ­ლი­ნის სტუ­დენ­ტის­თვის, ინო­ვა­ცი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის წა­ხა­ლი­სე­ბას, მე­წარ­მე­ო­ბი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის სა­ბა­ზო უნარ - ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და მის ადაპ­ტი­რე­ბას ლო­კა­ლურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე, სტუ­დენ­ტის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა სტუ­დენ­ტებს გა­რე­მოს­თან სწრაფ ადაპ­ტი­რე­ბა­სა და და­საქ­მე­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ისე, რომ ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სტუ­დენ­ტი, მა­ი­ნორ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში შე­ის­წავ­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ხოლო სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სტუ­დენ­ტი, მა­ი­ნორ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ის­წავ­ლის ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ძი­რი­თად ფუნ­ქცი­ო­ნა­ლურ სა­კი­თხებს. სწო­რედ ამ გზით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცუ­რი მე­ნე­ჯე­რე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა,“ - გან­მარ­ტავს ნინო ენუ­ქი­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სწავ­ლე­ბის ასეთ­მა ფორ­მატ­მა და­დე­ბი­თი შე­დე­გი უკვე გა­მო­ი­ღო. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პირ­ველ და მე­ო­რე კურ­სე­ლებ­მა უკვე შექ­მნეს არა­ერ­თი სტარ­ტა­პი, რო­მელ­საც მე­ნე­ჯმენ­ტსაც თა­ვად უწე­ვენ და ტექ­ნო­ლო­გი­ურ მხა­რე­საც თვი­თონ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

გარ­და იმი­სა, რომ ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის პროგ­რა­მა სრუ­ლად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია და­საქ­მე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებ­თან, ის ორი დიპ­ლო­მის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც იძ­ლე­ვა. სტუ­დენ­ტებს მა­ღა­ლი დო­ნის სამ უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ.

ბრა­გან­ჩას პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დიპ­ლო­მი

სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ ბოლო სას­წავ­ლო წელი ის­წავ­ლონ პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, სამ­ხრეთ ევ­რო­პის ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე სას­წავ­ლე­ბელ­ში - Polytechnic Institute of Braganca-ში. ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბა პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ბოლო სას­წავ­ლო წლის გა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. ბრა­გან­ჩას პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­არ­სდა 1983 წელს და ის რე­გი­ო­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი და მო­წი­ნა­ვე ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლია. 2018 წლის რე­ი­ტინ­გე­ბის მი­ხედ­ვით, ბრა­გან­ჩას პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი პორ­ტუ­გა­ლი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო SCImago სას­წავ­ლებ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გში, ხოლო შან­ხა­ის გლო­ბა­ლურ რე­ი­ტინ­გში 33-ე ად­გილს იკა­ვებ­და. მას აქვს 100-ზე მეტი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა, მათ შო­რის ბიზ­ნე­სი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბრა­გან­ჩას პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტში 8000 სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს, სა­ი­და­ნაც 30% სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტია. გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 900 სტუ­დენ­ტი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ჩი­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (ბრი­ტა­ნე­თი) დიპ­ლო­მი

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე ჩა­რი­ცხუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ჰა­ბის ფარ­გლებ­ში, შეძ­ლე­ბენ ბოლო სას­წავ­ლო წელს ის­წავ­ლონ ეკო­ნო­მი­კის ევ­რო­პუ­ლი სკო­ლის (ESE, 4 Mandeville Place, W1U 2BG London) ლონ­დო­ნის კამ­პუს­ში, ბრი­ტა­ნე­თის მო­წი­ნა­ვე სას­წავ­ლებ­ლის, ჩი­ჩეს­ტე­რის პროგ­რა­მით - University of Chichester (College Lane, Chichester, West Sussex, PO19 6PE, United Kingdom) და მი­ი­ღონ ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

ჩი­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი დიდი ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერთი რე­ი­ტინ­გუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს გვთა­ვა­ზობს. უნი­ვერ­სი­ტეტს სა­ფუძ­ვე­ლი ჯერ კი­დევ მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ჩა­ე­ყა­რა. ჩი­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი 14 სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო დე­პარ­ტა­მენტს აერ­თი­ა­ნებს, მათ შო­რის, ბიზ­ნე­სი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებს.

სტე­ფორდში­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი

სტე­ფორდში­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა BTU-ს ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ერ­თდრო­უ­ლად ორი დიპ­ლო­მის მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ბა­კა­ლავ­რო სწავ­ლე­ბის ბოლო წლის გა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

სტე­ფორდში­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი დიდი ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია და მსოფ­ლი­ოს ტოპ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რი­საა. სტე­ფორდში­რის უნი­ვერ­სი­ტეტს სა­ფუძ­ვე­ლი ჯერ კი­დევ 1971 წელს ჩა­ე­ყა­რა, თუმ­ცა ამ­ჟა­მინ­დე­ლი ფორ­მით/სა­ხელ­წო­დე­ბით ის 1992 წლი­დან არ­სე­ბობს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ნერ­გი­ლია 29 სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლო პროგ­რა­მა მათ შო­რის ბიზ­ნე­სი­სა და ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სტე­ფორდში­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 15 000 სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს, მათ შო­რის არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს 75 ქვეყ­ნი­დან.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის წლი­უ­რი სა­ფა­სუ­რი 2250 ლა­რია.

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რე­გიტ­რა­ცია უკვე და­ი­წყო www.naec.ge-ზე. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის კო­დე­ბია: ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა - მე­ნე­ჯმენ­ტი - 1950101; ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა - ფი­ნან­სე­ბი - 1950102; სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი - 1950103

ავტორი:

როგორია სწავლების თანამედროვე მეთოდები და საქართველოს რომელ უნივერსიტეტში ინერგება ის

როგორია სწავლების თანამედროვე მეთოდები და საქართველოს რომელ უნივერსიტეტში ინერგება ის

ბოლო ათწლეულებში განათლების სისტემაში განსაკუთრებული ცვლილება შეინიშნება. ეს არის ორი მიმართულების შერწყმა და ერთ სასწავლო პროგრამად ჩამოყალიბება. თითქმის ყველა საუნივერსიტეტო კურსი ძირითადი და მაინორ პროგრამებისგან შედგება. თუმცა ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ახალი უნივერსიტეტი სრულიად ახალი მიდგომითა და ინოვაციური პროგრამებით. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ნინო ენუქიძის განმარტებით, მათ კარგად შეისწავლეს დასაქმების ბაზარი და აღმოჩნდა, რომ მენეჯერი ტექნოლოგიური უნარების გარეშე ვერ ახერხებდა, საქმის მაღალ დონეზე მართვას. სწორედ ამიტომ მათ შექმნეს ფაკულტეტი, სადაც მენეჯმენტი და ტექნიკური საგნები ერთმანეთთან კავშირში ისწავლება და სტუდენტებს სწორედ იმ სახის ცოდნას აძლევს, რომელიც მათ მომავალში მაღალი რგოლის წარმატებულ მენეჯერებად და მმართველებად აქცევს.

უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ პროგრამას ანალოგი არ გააჩნია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებას, არამედ მასში ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს. პროგრამის მიზანია: სტუდენტს გამოუმუშავოს კომპეტენციები, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების მართვაში, გადასცეს უახლესი ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გამოყენებითაც შეძლებს, დაგეგმოს და განახორციელოს ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელი შეუწყოს ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებას, რომელიც მას კონკურენტუნარიანი კომპანიის შექმნაში დაეხმარება.

„ჩვენ ძირითადი და მეორადი პროგრამები ისე გადავანაწილეთ, რომ საბოლოოდ ჩვენმა სტუდენტებმა მიიღონ განათლება, რომელიც მათ წარმატებულ კარიერას უზრუნველყოფს. ჩვენთან სასწავლო პროგრამები მეწარმეობაზე დაფუძნებულ სწავლებაზეა ორიენტირებული. ეს ნიშნავს, ნებისმიერი დისციპლინის სტუდენტისთვის, ინოვაციური პოტენციალის წახალისებას, მეწარმეობისა და მენეჯმენტის საბაზო უნარ - ჩვევების განვითარებას და მის ადაპტირებას ლოკალურ და საერთაშორისო ბაზრებზე, სტუდენტისთვის პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს გარემოსთან სწრაფ ადაპტირებასა და დასაქმებაში. ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფილია ისე, რომ ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი, მაინორ პროგრამის ფარგლებში შეისწავლის საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების სტუდენტი, მაინორ პროგრამის ფარგლებში ისწავლის ბიზნესის ადმინისტრირების ძირითად ფუნქციონალურ საკითხებს. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი მაღალკვალიფიცური მენეჯერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სპეციალისტების ჩამოყალიბება,“ - განმარტავს ნინო ენუქიძე.

მისივე განმარტებით, სწავლების ასეთმა ფორმატმა დადებითი შედეგი უკვე გამოიღო. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტების პირველ და მეორე კურსელებმა უკვე შექმნეს არაერთი სტარტაპი, რომელსაც მენეჯმენტსაც თავად უწევენ და ტექნოლოგიურ მხარესაც თვითონ უზრუნველყოფენ.

გარდა იმისა, რომ ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამა სრულად ადაპტირებულია დასაქმების თანამედროვე მოთხოვნებთან, ის ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობასაც იძლევა. სტუდენტებს მაღალი დონის სამ უნივერსიტეტს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ.

ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიპლომი

სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ბოლო სასწავლო წელი ისწავლონ პორტუგალიაში, სამხრეთ ევროპის ერთ-ერთ მოწინავე სასწავლებელში - Polytechnic Institute of Braganca-ში. ორმხრივი შეთანხმება პორტუგალიაში ბოლო სასწავლო წლის გატარებას გულისხმობს. ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაარსდა 1983 წელს და ის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და მოწინავე ტექნიკური სასწავლებელია. 2018 წლის რეიტინგების მიხედვით, ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პორტუგალიული სასწავლებელი იყო SCImago სასწავლებლების რეიტინგში, ხოლო შანხაის გლობალურ რეიტინგში 33-ე ადგილს იკავებდა. მას აქვს 100-ზე მეტი სასწავლო პროგრამა, მათ შორის ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტში 8000 სტუდენტი სწავლობს, საიდანაც 30% საერთაშორისო სტუდენტია. გაცვლით პროგრამებში ყოველწლიურად 900 სტუდენტი იღებს მონაწილეობას.

ჩიჩესტერის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) დიპლომი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები, ბრიტანული განათლების რეგიონალური ჰაბის ფარგლებში, შეძლებენ ბოლო სასწავლო წელს ისწავლონ ეკონომიკის ევროპული სკოლის (ESE, 4 Mandeville Place, W1U 2BG London) ლონდონის კამპუსში, ბრიტანეთის მოწინავე სასწავლებლის, ჩიჩესტერის პროგრამით - University of Chichester (College Lane, Chichester, West Sussex, PO19 6PE, United Kingdom) და მიიღონ ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩიჩესტერის უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი რეიტინგული უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტებზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს გვთავაზობს. უნივერსიტეტს საფუძველი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. ჩიჩესტერის უნივერსიტეტი 14 სხვადასხვა სასწავლო დეპარტამენტს აერთიანებს, მათ შორის, ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებს.

სტეფორდშირის უნივერსიტეტის დიპლომი

სტეფორდშირის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების საშუალებას იძლევა და ბრიტანეთში საბაკალავრო სწავლების ბოლო წლის გატარებას გულისხმობს.

სტეფორდშირის უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტია და მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებს შორისაა. სტეფორდშირის უნივერსიტეტს საფუძველი ჯერ კიდევ 1971 წელს ჩაეყარა, თუმცა ამჟამინდელი ფორმით/სახელწოდებით ის 1992 წლიდან არსებობს, უნივერსიტეტში დანერგილია 29 სხვადასხვა სასწავლო პროგრამა მათ შორის ბიზნესისა და ფინანსების მიმართულებით. სტეფორდშირის უნივერსიტეტში დაახლოებით 15 000 სტუდენტი სწავლობს, მათ შორის არიან საერთაშორისო სტუდენტები მსოფლიოს 75 ქვეყნიდან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლის წლიური საფასური 2250 ლარია.

აბიტურიენტების რეგიტრაცია უკვე დაიწყო www.naec.ge-ზე. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების კოდებია: ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 1950101; ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 1950102; საინფორმაციო ტექნოლოგიები - 1950103

„გრინვოში“ - საქართველოში ავტოსამრეცხაოების ახალი ქსელი გამოჩნდა

ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრიტანული ბრენდი „მატალანი“ საქართველოში პირველ მაღაზიას გახსნის

აქვს თუ არა ექსპლუატაციის ვადა ავეჯს და რამდენ ხანში ერთხელ არის მისი შეცვლა რეკომენდებული?