პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრიტანული ბრენდი „მატალანი“ საქართველოში პირველ მაღაზიას გახსნის
ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრიტანული ბრენდი „მატალანი“ საქართველოში პირველ მაღაზიას გახსნის

ევ­რო­პი­სა და აზი­ის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტან­საც­მლი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი ბრენ­დი „მა­ტა­ლა­ნი“ შე­მო­დის.

„მა­ტა­ლა­ნი“ ათო­ბით ქვე­ყა­ნა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ით არის ცნო­ბი­ლი და ამ ნი­შას წლე­ბია ინარ­ჩუ­ნებს. კონ­კრე­ტუ­ლად, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნის გამო ბრენ­დი 250-მდე მა­ღა­ზი­ით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და 12 მი­ლი­ო­ნი ოჯა­ხი მისი მუდ­მი­ვი მომ­ხმა­რე­ბე­ლია. ხოლო ევ­რო­პი­სა და აზი­ის ქვეყ­ნებ­ში ბრენ­დს უკვე 50-მდე ფი­ლი­ა­ლი აქვს.

პრო­დუქ­ცი­ის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გამო, მა­ტა­ლა­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის რო­გორც ტან­საც­მლის, ისე ფეხ­საც­მლის შერ­ჩე­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე, მომ­ხმა­რებ­ლებს კომ­ფორ­ტს უქ­მნის სა­ო­ჯა­ხო აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაც, რო­მე­ლიც ასე­ვე, ხა­რის­ხი­ა­ნი და ხელ­მი­საწ­ვდო­მია. მისი სა­ო­ჯა­ხო აქ­სე­სუ­ა­რე­ბი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რებ­ში, „ინ­სტაგ­რამ“ ინფლუ­ენ­სე­რებ­სა და უბ­რა­ლოდ მომ­ხმა­რებ­ლებ­ში, რო­მელ­თაც ბი­ნის ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სებ­ში გა­ნახ­ლე­ბა სურს. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ტან­საც­მელ­სა და აქ­სე­სუ­ა­რებ­ზეც.

„მა­ტა­ლა­ნი“ პირ­ველ მას­შტა­ბურ მა­ღა­ზი­ას სა­ბურ­თა­ლოს „სითი მოლ­ში“ გახ­სნის. 1500 კვად­რა­ტულ მეტრზე გან­თავ­სდე­ბა ქა­ლის, მა­მა­კა­ცის, ბავ­შვის სა­მო­სი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, ასე­ვე სახ­ლის ტექ­სტი­ლი და დე­კო­რა­ტი­უ­ლი ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებ­თან.

კომ­პა­ნია ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებს სურპრი­ზე­ბით ხვდე­ბა: 5 მარტს, 20:00 სა­ათ­ზე გახ­სნის გრან­დი­ო­ზულ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე მო­სუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი სრულ კო­ლექ­ცი­ა­ზე 20%-იან ფას­დაკ­ლე­ბას მი­ი­ღებს, ხოლო პირ­ვე­ლი 50 სტუ­მა­რი, რო­მე­ლიც შე­ნა­ძენს გა­ა­კე­თებს, „მა­ტა­ლა­ნის“ სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თით და­სა­ჩუქრდე­ბა.

ბრი­ტა­ნუ­ლი ბრენ­დის შე­მოს­ვლას ბენ­დი Cover City სწო­რედ ლი­ვერ­პუ­ლე­ლი ოთხე­უ­ლის „ბითლზის“ კომ­პო­ზი­ცი­ე­ბით გა­ა­ფორ­მებს. კომ­პა­ნია თი­თო­ე­ულ სტუ­მარს ფარ­თო ასორ­ტი­მენტს, ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სებს და უამ­რავ სი­ურპრიზს ჰპირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალა
0

ქუთაისშიც გახსენით,რა

lika
1

რაც კარგი მაღაზიები იყო, დაიხურა. კოტონი სულ პირველი გახსნილი, Debenhams-ი, River island - ი , პრომოდი... არც ერთი მაღაზია არ არის თბილისში ისეთი, რომ ფასი იყოს შესაფერისი ხარისხის. თითქმის ყველა დასახურია.

ავტორი:

ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრიტანული ბრენდი „მატალანი“ საქართველოში პირველ მაღაზიას გახსნის

ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრიტანული ბრენდი „მატალანი“ საქართველოში პირველ მაღაზიას გახსნის

ევროპისა და აზიის შემდეგ საქართველოში ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრიტანული ბრენდი „მატალანი“ შემოდის.

„მატალანი“ ათობით ქვეყანაში ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქციით არის ცნობილი და ამ ნიშას წლებია ინარჩუნებს. კონკრეტულად, დიდ ბრიტანეთში მაღალი მოთხოვნის გამო ბრენდი 250-მდე მაღაზიით არის წარმოდგენილი და 12 მილიონი ოჯახი მისი მუდმივი მომხმარებელია. ხოლო ევროპისა და აზიის ქვეყნებში ბრენდს უკვე 50-მდე ფილიალი აქვს.

პროდუქციის მრავალფეროვნების გამო, მატალანის მაღაზიებში ყველა ასაკის ადამიანისთვის როგორც ტანსაცმლის, ისე ფეხსაცმლის შერჩევაა შესაძლებელი. ასევე, მომხმარებლებს კომფორტს უქმნის საოჯახო აქსესუარების მრავალფეროვნებაც, რომელიც ასევე, ხარისხიანი და ხელმისაწვდომია. მისი საოჯახო აქსესუარები დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერიერის დიზაინერებში, „ინსტაგრამ“ ინფლუენსერებსა და უბრალოდ მომხმარებლებში, რომელთაც ბინის ხელმისაწვდომ ფასებში განახლება სურს. იგივე შეიძლება ითქვას ტანსაცმელსა და აქსესუარებზეც.

„მატალანი“ პირველ მასშტაბურ მაღაზიას საბურთალოს „სითი მოლში“ გახსნის. 1500 კვადრატულ მეტრზე განთავსდება ქალის, მამაკაცის, ბავშვის სამოსი და აქსესუარები, ასევე სახლის ტექსტილი და დეკორატიული ნივთები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე ტენდენციებთან.

კომპანია ქართველ მომხმარებლებს სურპრიზებით ხვდება: 5 მარტს, 20:00 საათზე გახსნის გრანდიოზულ ცერემონიალზე მოსული თითოეული მომხმარებელი სრულ კოლექციაზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს, ხოლო პირველი 50 სტუმარი, რომელიც შენაძენს გააკეთებს, „მატალანის“ სასაჩუქრე ბარათით დასაჩუქრდება.

ბრიტანული ბრენდის შემოსვლას ბენდი Cover City სწორედ ლივერპულელი ოთხეულის „ბითლზის“ კომპოზიციებით გააფორმებს. კომპანია თითოეულ სტუმარს ფართო ასორტიმენტს, ხელმისაწვდომ ფასებს და უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.

როგორ გავახაროთ ქალები 8 მარტს - "ბილტმორ თბილისის" საუკეთესო შეთავაზება

რას ნიშნავს კრაფტ ლუდი და ვინ აწარმოებს საქართველოში უნიკალური რეცეპტურის ლუდებს?

მგზავრობის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები