პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გირჩევთ გოგონა, რომელმაც ვარჯიშით 30 კგ დაიკლო - "მიყვარს ჩემი ნავარჯიშევი სხეულის ფოტოების გადაღება, რისთვისაც ამდენი წელი ვიბრძოდი"
რას გირჩევთ გოგონა, რომელმაც ვარჯიშით 30 კგ დაიკლო - "მიყვარს ჩემი ნავარჯიშევი სხეულის ფოტოების გადაღება, რისთვისაც ამდენი წელი ვიბრძოდი"

წო­ნა­ში სულ მცი­რე მა­ტე­ბაც კი, ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ხში­რად ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შფოთვის მი­ზე­ზი და იწყე­ბა იმა­ზე ფიქ­რი, რო­გორ და რა გზით შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ სა­სურ­ვე­ლი სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი.

AMBEBI.GE წარ­მო­გიდ­გენთ 24 წლის გო­გო­ნას - ნა­თია ჯა­ვა­ხა­ძე-ფე­დო­ტო­ვი­ე­ნეს, რო­მე­ლიც წო­ნას­თან და სხე­უ­ლის ლა­მა­ზი ფორ­მე­ბის­თვის ბრძო­ლამ პრო­ფე­სი­ო­ნალ ფიტ­ნეს-ტრე­ნე­რად აქ­ცია და ახლა ის სხვებს ეხ­მა­რე­ბა პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა­ში.

- ნა­თია, მოგ­ვი­ყე­ვი შენ შე­სა­ხებ... რო­დის და რა­ტომ გა­და­წყვი­ტე ვარ­ჯი­შის და­წყე­ბა?

- 24 წლის ვარ. 4 წლი­დან 14 წლამ­დე ვცეკ­ვავ­დი ჰიპ-ჰოპს, თუმ­ცა ყო­ველ­თვის მქონ­და წო­ნის პრობ­ლე­მა. ცეკ­ვის და ინ­ტენ­სი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წო­ნა­ში კლე­ბის კუ­თხით არ მქონ­და არა­ნა­ი­რი შე­დე­გი. 2017 წლი­დან და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე სპორ­ტის ფა­კულ­ტეტ­ზე და მა­შინ გახ­და ფიტ­ნე­სი ჩემი ფა­ვო­რი­ტი, თუმ­ცა არ ვი­ყა­ვი საკ­მა­რი­სად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, შე­მეც­ვა­ლა სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა.

ნაკ­ლებ­ლად მა­დარ­დებ­და რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი და ახლა ვხვდე­ბი, რომ სწო­რედ აქ ვუშ­ვებ­დი შეც­დო­მას

ირ­ლან­დი­ა­ში ვცხოვ­რობ. 4 წლის წინ შევ­ქმე­ნი ოჯა­ხი და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ძა­ლი­ან დიდი როლი ითა­მა­შა, რომ და­მე­წყო ვარ­ჯი­ში. ის მუდ­მი­ვად ვარ­ჯი­შობ­და, არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, გრძე­ლი სა­მუ­შაო დღე ჰქონ­და თუ არა, ყო­ველ­თვის ას­რუ­ლებ­და დღის გან­რიგს. ძა­ლი­ან ბევრ წიგნს კი­თხუ­ლობ­და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ზე და მისი რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­დავ­წყვი­ტე მსგავ­სი წიგ­ნე­ბის წა­კი­თხვა.

ამის შემ­დეგ, შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა და მივ­ხვდი, რა იყო ჩემი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ად­ვი­ლი. ყვე­ლა­ზე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ფსი­ქო­ლო­გი­ურ გან­წყო­ბას - 80% არის აზ­როვ­ნე­ბა, 20% კი კვე­ბა და ვარ­ჯი­ში. ყვე­ლა­ფე­რი მო­დის აზ­როვ­ნე­ბი­დან - თუ ჩვენ ჩვენს თავ­ზე გა­ვი­მარ­ჯვებთ და და­ვი­წყებთ ამა­ზე მუ­შა­ო­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევთ წარ­მა­ტე­ბას არა მხო­ლოდ სპორ­ტში, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

რო­გორ უკვე აღ­ვნიშ­ნე, ჩემ­მა მე­უღ­ლემ დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემ­ზე. ის ლი­ე­ტუ­ვი­და­ნაა, სა­ნამ ვილ­ნი­უ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ლი­ე­ტუ­ვა­ში ვცხოვ­რობ­დით, შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ ირ­ლან­დი­ა­ში გა­დას­ვლა და შემ­დეგ ორ­ჯერ მე­ტად და­ვი­წყე ჩემს თავ­ზე მუ­შა­ო­ბა.

ნა­თია ჯა­ვა­ხა­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

მივ­ხვდი, რომ თუ მე მექ­ნე­ბო­და უკე­თე­სი შე­დე­გი, მა­შინ შევ­ძლებ­დი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბას და ცხოვ­რე­ბის შეც­ვლას. და­ვი­წყე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა და გავ­ხდი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფიტ­ნეს-ტრე­ნე­რი.

შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ის PWR-POWER შექ­მნა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თა­ვი­დან ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო და­წყე­ბა, როცა არა­ვინ გიც­ნობს და არა­ვინ არ გენ­დო­ბა, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ­მა მე­დი­ამ მო­ახ­დი­ნა სას­წა­უ­ლე­ბი, მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ათი­ა­თა­სამ­დე ადა­მი­ანს მივ­წვდი და შე­ვუც­ვა­ლე ცხოვ­რე­ბა.

თა­ვი­დან და­ვი­წყე ფე­ის­ბუქ გვერ­დით, შემ­დეგ გა­ვა­კე­თე ჯგუ­ფი, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს უზი­ა­რებ­დნენ თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას, ვწერ­დით რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ა.შ. მინ­დო­და შე­მექ­ნა ად­გი­ლი, სა­დაც არ იქ­ნე­ბო­და ბუ­ლინ­გი, და­ცინ­ვა, გა­ქი­ლი­კე­ბა, იქ­ნე­ბო­და მო­ტი­ვა­ცია, ერ­თმა­ნე­თის მხარ­და­ჭე­რა, მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა და წარ­მა­ტე­ბა, რად­გან "შენი წარ­მა­ტე­ბა - სხვი­სი წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია".

- რამ­დე­ნი კი­ლოგ­რა­მი იყა­ვი და ახლა რამ­დენს იწო­ნი?

- ბოლო წონა რაც მახ­სოვს, ვი­ყა­ვი 78 კგ. ნა­ხავთ ჩემს ფო­ტო­ებ­საც... ახლა კი ვარ 48 კგ. ჯამ­ში და­ვი­კე­ლი 30 კილო.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად სხე­უ­ლის რო­მე­ლი ნა­წი­ლის კო­რექ­ცი­აა რთუ­ლი?

- ყვე­ლა­ზე რთუ­ლია, ფორ­მა­ში მო­იყ­ვა­ნო მუც­ლის ქვე­და ნა­წი­ლი, რად­გან ის ყვე­ლა­ზე ბო­ლოს ქრე­ბა.

- რა უნდა იცო­დეს ადა­მი­ან­მა, როცა ვარ­ჯიშს იწყებს გახ­დო­მის მიზ­ნით?

- პირ­ველ რიგ­ში სა­ჭი­როა ჯამ­რთე­ლო­ბის გა­მოკ­ვლე­ვა, თუ არის ადა­მი­ა­ნი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი შე­საძ­ლოა, ჯამ­რთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­თან გვქონ­დეს საქ­მე, რაც შე­იძ­ლე­ბა ერთი შე­ხედ­ვით არ ჩან­დეს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ყვე­ლა დე­ტა­ლი: რო­გორ წნე­ვას ატა­რებს, მა­ღალს თუ და­ბალს; გა­და­ტა­ნი­ლი აქვს თუ არა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ტრავ­მე­ბი; რო­გო­რია ციკ­ლის გრა­ფი­კი - ჰორ­მო­ნე­ბი და სახ­სრე­ბი; ეს არის ძი­რი­თა­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რა­ზეც უნდა გა­მახ­ვილ­დეს ყუ­რა­დღე­ბა.

თუ პერ­სო­ნა­ლუ­რი ტრე­ნე­რი ავარ­ჯი­შებს, მა­შინ ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად უნდა იყოს ახ­სნი­ლი და გა­მო­კი­თხუ­ლი. თუ ტრე­ნერს რა­ი­მე­ში ეჭვი შე­ე­პა­რა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­და­ა­მოწ­მოს პი­რად­მა ექიმ­მა, რად­გან ასე შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ გარ­თუ­ლე­ბე­ბი. ადა­მი­ა­ნებს არ უყ­ვართ გა­მოკ­ვლე­ვებ­ზე სი­ა­რუ­ლი, თუმ­ცა მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან თუ არ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა­ფე­რი მწყობ­რში გაქვთ, მა­შინ ძა­ლი­ან ცუდ შე­დე­გე­ბამ­დე მიხ­ვალთ, რად­გან ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა უშუ­ა­ლოდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჯამ­რთე­ლო­ბას­თან.

არ და­გე­ნა­ნოთ გა­ი­მე­ტოთ სახ­სრე­ბი, რომ კი­დევ ერთხელ გა­და­ა­მოწ­მოთ, შე­გიძ­ლი­ათ თუ არა ვარ­ჯი­ში და გაძ­ლევთ თუ არა ექი­მი ამის ნე­ბას.

- რა როლი აქვს კვე­ბას ვარ­ჯიშ­თან ერ­თად?

- მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ადა­მი­ა­ნებს სწრა­ფად უნ­დათ შე­დე­გი. არ არ­სე­ბობს სწრა­ფი და ხა­რის­ხი­ა­ნი შე­დე­გი და რაც მთა­ვა­რია, არ არ­სე­ბობს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გი. შე­დე­გი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი და არა ე.წ. დი­ე­ტა. ძა­ლი­ან ბევ­რს სხვა­ნა­ი­რად ეს­მის დი­ე­ტის გან­მარ­ტე­ბა. ინ­გლი­სუ­რად Diet სწორ კვე­ბას ნიშ­ნავს. ე.წ ქარ­თუ­ლი გან­მარ­ტე­ბის დი­ე­ტი­სა ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, რად­გან ვფიქ­რობ, რომ მას შე­უძ­ლია მიგ­ვიყ­ვა­ნოს ჯამ­რთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მამ­დე, რად­გან ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს აუ­ცი­ლებ­ლად ესა­ჭი­რო­ე­ბა, რო­გორც ცხი­მი, ასე­ვე ნახ­შირ­წყა­ლი და ცილა.

ყვე­ლამ ვი­ცით, შეგ­ვიძ­ლია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა სწრაფ კვე­ბა­სა თუ იმა­ვე სახ­სრე­ბით ჯან­საღ საკ­ვებს შო­რის. აი, მა­გა­ლი­თის­თვის მო­გიყ­ვანთ ასეთ რა­მეს: გო­გო­ნამ, რო­მელ­მაც და­ლია "სტარ­ბაქ­სის" ყავა ნამ­ცხვარ­თან ერ­თად და დრო­ე­ბი­თი შიმ­ში­ლის გრძნო­ბა და­იკ­მა­ყო­ფი­ლა, მი­ი­ღო 620 კა­ლო­რია. ამით მან გა­მო­ი­ყე­ნა ერთ კვე­ბა­ზე თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი დღის რა­ცი­ო­ნის კა­ლო­რი­უ­ლო­ბა.

მოდი გან­ვი­ხი­ლოთ მე­ო­რე მა­გა­ლი­თი - გო­გო­ნა, რო­მელ­მაც ჯან­სა­ღი გზა აირ­ჩია: წყა­ლი - 0 კა­ლო­რია, პლი­უს ქათ­მის და ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თი - 233 კა­ლო­რია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ეყო­ფა.

კვე­ბის რე­ჟი­მი ფიტ­ნეს­ში 80%-ია და პლი­უს 20% ვარ­ჯი­ში. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ამ ბა­ლან­სის დაც­ვა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ვერ მი­ვალთ იმ შე­დე­გამ­დე რა­ზეც ვოც­ნე­ბობთ, ან თუ მი­ვალთ, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა და მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი იქ­ნე­ბა. პირ­ველ რიგ­ში უნდა ავ­კრძა­ლოთ სწრა­ფი კვე­ბის საჭ­მე­ლი, ე.წ "ჯანქ ფუდი". იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა თუ საკ­ვე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 4-5 ჯერ პა­ტარ-პა­ტა­რა ულუ­ფე­ბად.

სწრა­ფი კლე­ბა არ არის ჯან­სა­ღი, პი­რი­ქით, ეს­თე­ტი­კუ­რა­დაც არ იქ­ნე­ბა ლა­მა­ზი მხო­ლოდ ე.წ დი­ე­ტით თუ და­ვიკ­ლებთ და ცოტა ვარ­ჯიშ­საც არ შე­ვაშ­ვე­ლებთ. ხში­რად მეს­მის ასე­თი რამ : ერთი თვეა ვვარ­ჯი­შობ და 1 კი­ლოგ­რა­მიც არ მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლი. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი სას­წორ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. ეს არას­წო­რია, ამის­თვი­საა ის, რომ გა­და­ვი­ღოთ სუ­რა­თი და­წყე­ბის დროს და ფორ­მებ­ზე ვი­ყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, გა­მო­ვი­ყე­ნოთ სარ­კე და არამ­ხო­ლოდ სას­წო­რის კი­ლოგ­რა­მებ­ზე ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძი­ლის რე­ჟი­მის მო­წეს­რი­გე­ბა. ძილი თქვენს სხე­ულს უნა­ზღა­უ­რებს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ხარ­ჯულ ენერ­გი­ას. ძი­ლის და­რე­გუ­ლი­რე­ბა უნდა იყოს თქვე­ნი ნო­მერ პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი.

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი სა­ა­თი უნდა და­ვუთ­მოთ ვარ­ჯიშს?

- თუ ადა­მი­ა­ნი დამ­წყე­ბია და სპორტთან ან ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას­თან არ ჰქო­ნია შე­ხე­ბა, ჩემი რე­კო­მენ­და­ცია იქ­ნე­ბა 2-3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ი­წყოს ძუნ­ძუ­ლი ან სწრა­ფი სი­ა­რუ­ლი, იმის­თვის რომ ჩა­მო­ი­ყა­ლი­ბოს ფუნ­და­მენ­ტი და მზად იყოს ვარ­ჯი­შის­თვის, ორ­გა­ნიზ­მი შე­აჩ­ვი­ოს.

დამ­წყებს შე­უძ­ლია ვარ­ჯი­ში და­ი­წყოს 15-20 წუ­თით, რად­გან თა­ვი­დან არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი დიდი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ვარ­ჯი­ში. უნდა გა­ზარ­დოს ნელ-ნელა და არა­უ­მე­ტეს 60 წუ­თამ­დე უნდა იყოს ვარ­ჯი­ში თა­ვი­სი გა­წელ­ვებ-გა­ხუ­რე­ბი­ა­ნად.

ხში­რად ძა­ლი­ან დიდ შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ, როცა ჰგო­ნი­ათ რომ რაც უფრო მეტს ივარ­ჯი­შე­ბენ და დიდ­ხანს, უფრო სწრა­ფი შე­დე­გი ექ­ნე­ბათ, ეს ასე არაა. ორ­გა­ნიზმს ზოგ­ჯერ დას­ვე­ნე­ბა და აღ­დგე­ნა უფრო ესა­ჭი­რო­ე­ბა, ვიდ­რე ვარ­ჯი­ში.

- რა დო­ზით უნდა მი­ვი­ღოთ წყა­ლი და რო­დის? ვარ­ჯი­შის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი ხნით ადრე უნდა დავ­ლი­ოთ წყა­ლი და ვარ­ჯი­შის შემ­დეგ რამ­დენ ხან­ში უნდა მი­ვი­ღოთ სი­თხე?

- ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვიდ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი გე­სა­ჭი­რო­ე­ბათ ვარ­ჯი­შამ­დე, ვარ­ჯი­შის პე­რი­ოდ­ში და მისი დას­რუ­ლე­ბის დროს, ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

პირ­ველ რიგ­ში ვარ­ჯი­შის ინ­ტენ­სი­ვო­ბა­ზე და მის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე. წყლის სა­ჭი­რო­ე­ბა ასე­ვე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის, ტე­ნი­ა­ნო­ბის, სი­მაღ­ლის და პი­რა­დად თქვე­ნი ფი­ზი­ო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით. თუმ­ცა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 ლიტ­რამ­დე წყა­ლი უნდა მი­ვი­ღოთ და­ახ­ლო­ე­ბით.

კარ­გი ჰიდ­რა­ტა­ცია გუ­ლის­ხმობს ვარ­ჯი­შის და­წყე­ბამ­დე, ვარ­ჯი­შის დროს და შემ­დეგ წყლის სწო­რად მი­ღე­ბას. წყა­ლი არე­გუ­ლი­რებს თქვე­ნი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას, ხელს უწყობს საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას ენერ­გი­ა­ში და გა­ჯან­სა­ღე­ბა­ში, ვარ­ჯი­შის დროს წყლის მი­ღე­ბა კი აფერ­ხებს ორ­გა­ნიზ­მის გა­და­ხუ­რე­ბის პრო­ცესს.

- რა არ შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ წო­ნის დაკ­ლე­ბის­თვის?

- მად­ლო­ბა ამ კი­თხვის­თვის. ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ და­საკ­ლე­ბი და გა­სახ­დო­მი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ცხიმწვე­ლე­ბის და ე.წ. მარ­კე­ტინ­გუ­ლი აფი­ო­რის მსგავ­სი რა­ღა­ცე­ე­ბის. გან­სა­კუთ­რე­ბით ვბრაზ­დე­ბი, როცა ამას ტრე­ნე­რე­ბი უწე­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ხდე­ბა როცა დარ­ბაზ­ში პირ­ვე­ლად მო­სულ ადა­მი­ანს ამას სთა­ვა­ზო­ბენ, ან თუნ­დაც სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ურ­ჩე­ვენ და­ლე­ვას. ორ­გა­ნიზ­მი კარ­გავს ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას და ხდე­ბა რა­ღა­ცა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რაც არა­ჯან­სა­ღია, იწ­ვევს სწრაფ კლე­ბას.

და­ვაკ­ვირ­დეთ იმ ადა­მი­ანს გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, რომ ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მებს შე­ე­ჭი­დე­ბი­ან, რად­გან სწრა­ფი შე­დე­გი არ არის კარ­გი, შე­დე­გი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ბუ­ნებ­რი­ვი. რაც უფრო მეტი ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­დე­ბა კლე­ბა, მით უფრო კარ­გი შე­დე­გი იქ­ნე­ბა. ჯო­ბია იყი­დონ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი და ასე იზ­რუ­ნონ წო­ნის კლე­ბა­ზე.

ჰგო­ნი­ათ, თუ ტრე­ნე­რი ურ­ჩევს, ე.ი. კარ­გია და ჯან­სა­ღია, თუმ­ცა იმას ვერ ხვდე­ბი­ან, რომ ეს ტრე­ნე­რი პრე­პა­რა­ტის სა­კო­მი­სი­ოს იღებს, სამ­წუ­ხა­როდ. ირ­ლან­დი­ა­ში ასე არ ხდე­ბა. ჩვენ­თან ბუ­ნებ­რი­ვი გზით წო­ნის კლე­ბას ვუ­წევთ რე­კო­მენ­და­ცი­ას.

- "ფე­ის­ბუქ­ზე" გვერ­დი გაქვს შექ­მნი­ლი, სა­დაც ვარ­ჯი­შის ვი­დე­ო­ებს და რჩე­ვებს უზი­ა­რებ ადა­მი­ა­ნებს. რა შე­დე­გე­ბი აქვთ ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ?

- სი­ტყვე­ბით ვერ აღ­გი­წერთ, რა გრძნო­ბაა როცა ადა­მი­ა­ნი გწერს, რომ შენ მისი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლე და მად­ლო­ბას გიხ­დის ამის­თვის. ძა­ლი­ან ბევ­რი ჩემს პი­რად "ინ­სტაგ­რამ­ზე" და "ფე­ის­ბუქ­ზე" მიხ­დის მად­ლო­ბას, ამ გვერ­დის შექ­მნის­თვის. მიხ­დი­ან მად­ლო­ბას, რომ ჩემი ვი­დეო-რჩე­ვე­ბის შე­დე­გად ძა­ლი­ან მა­გა­რი შე­დე­გე­ბი აქვთ. ეს არის ჩვე­ნი გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბა. შე­დე­გი აქვთ არა მარ­ტო სპორ­ტში, არა­მედ ცხოვ­რე­ბა­ში. ჩემს ერთ სტუ­დენტზე ისე ვი­მოქ­მე­დე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, რომ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი და­ი­წყო სამი შვი­ლის დე­დამ (იხი­ლეთ ნა­თი­ას ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი)

იმა­საც მწე­რენ ხოლ­მე, რომ არ მოს­წონთ ჩემი ფი­გუ­რა. ყვე­ლას­თვის კარ­გი ვე­რას­დროს ვერ იქ­ნე­ბი... მე მიყ­ვარს ისე­თი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა, სა­დაც კარ­გად მი­ჩანს ნა­ვარ­ჯი­შე­ვი სხე­უ­ლი, რომ­ლის­თვი­საც ამ­დე­ნი წელი ვიბ­რძო­დი, უამ­რა­ვი დრო დავ­ხარ­ჯე, დიდი მოთ­მი­ნე­ბა, ტკი­ვი­ლი, ტრავ­მა გა­მო­ვი­ა­რე და მე ის ახლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვი. სულ მა­გას გა­ი­ძა­ხოდ­ნენ - "რა გაქვს ლა­მა­ზი თვა­ლე­ბის გარ­და?" - ახლა პი­რი­ქი­თაა. ამი­ტო­მაა, რომ ვებ­რძვი ნე­გა­ტივს. ნე­გა­ტი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა შორს ვერ წაგ­ვიყ­ვანს!

ავ­ტო­რი: რუს­კა კი­ლა­სო­ნია

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
2

 ძალიან საყვარელი გოგო ხარ ნათია.ლამაზი და ჭკვიანი. თანაც კარგი ადამიანი. მადლობა

ani
2

yochag! magari gogo xar

ავტორი:

რას გირჩევთ გოგონა, რომელმაც ვარჯიშით 30 კგ დაიკლო - "მიყვარს ჩემი ნავარჯიშევი სხეულის ფოტოების გადაღება, რისთვისაც ამდენი წელი ვიბრძოდი"

რას გირჩევთ გოგონა, რომელმაც ვარჯიშით 30 კგ დაიკლო - "მიყვარს ჩემი ნავარჯიშევი სხეულის ფოტოების გადაღება, რისთვისაც ამდენი წელი ვიბრძოდი"

წონაში სულ მცირე მატებაც კი, ჭარბწონიანობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ხშირად ხდება ადამიანებისთვის შფოთვის მიზეზი და იწყება იმაზე ფიქრი, როგორ და რა გზით შეიძლება მივიღოთ სასურველი სხეულის ფორმები.

AMBEBI.GE წარმოგიდგენთ 24 წლის გოგონას - ნათია ჯავახაძე-ფედოტოვიენეს, რომელიც წონასთან და სხეულის ლამაზი ფორმებისთვის ბრძოლამ პროფესიონალ ფიტნეს-ტრენერად აქცია და ახლა ის სხვებს ეხმარება პრობლემის დაძლევაში.

- ნათია, მოგვიყევი შენ შესახებ... როდის და რატომ გადაწყვიტე ვარჯიშის დაწყება?

- 24 წლის ვარ. 4 წლიდან 14 წლამდე ვცეკვავდი ჰიპ-ჰოპს, თუმცა ყოველთვის მქონდა წონის პრობლემა. ცეკვის და ინტენსიური მოძრაობის მიუხედავად, წონაში კლების კუთხით არ მქონდა არანაირი შედეგი. 2017 წლიდან დავიწყე ვარჯიში. უნივერსიტეტში კურსები გავიარე სპორტის ფაკულტეტზე და მაშინ გახდა ფიტნესი ჩემი ფავორიტი, თუმცა არ ვიყავი საკმარისად მოტივირებული, შემეცვალა საკუთარი გარეგნობა.

ნაკლებლად მადარდებდა როგორ გამოვიყურებოდი და ახლა ვხვდები, რომ სწორედ აქ ვუშვებდი შეცდომას

ირლანდიაში ვცხოვრობ. 4 წლის წინ შევქმენი ოჯახი და ჩემმა მეუღლემ ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ დამეწყო ვარჯიში. ის მუდმივად ვარჯიშობდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, გრძელი სამუშაო დღე ჰქონდა თუ არა, ყოველთვის ასრულებდა დღის განრიგს. ძალიან ბევრ წიგნს კითხულობდა წარმატების მიღწევაზე და მისი რეკომენდაციით გადავწყვიტე მსგავსი წიგნების წაკითხვა.

ამის შემდეგ, შეიცვალა ჩემი ცხოვრება და მივხვდი, რა იყო ჩემი დანიშნულება, რა უნდა გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ადვილი. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ განწყობას - 80% არის აზროვნება, 20% კი კვება და ვარჯიში. ყველაფერი მოდის აზროვნებიდან - თუ ჩვენ ჩვენს თავზე გავიმარჯვებთ და დავიწყებთ ამაზე მუშაობას, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას არა მხოლოდ სპორტში, არამედ ნებისმიერ საქმიანობაში.

როგორ უკვე აღვნიშნე, ჩემმა მეუღლემ დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ის ლიეტუვიდანაა, სანამ ვილნიუსის უნივერსიტეტი დავამთავრე, ლიეტუვაში ვცხოვრობდით, შემდეგ გადავწყვიტეთ ირლანდიაში გადასვლა და შემდეგ ორჯერ მეტად დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა.

ნათია ჯავახაძე მეუღლესთან ერთად

მივხვდი, რომ თუ მე მექნებოდა უკეთესი შედეგი, მაშინ შევძლებდი ათასობით ადამიანის დახმარებას და ცხოვრების შეცვლას. დავიწყე პროფესიონალურ დონეზე კვალიფიკაციის ამაღლება და გავხდი პროფესიონალი ფიტნეს-ტრენერი.

შემდეგ გადავწყვიტე საკუთარი კომპანიის PWR-POWER შექმნა. რასაკვირველია, თავიდან ძალიან ძნელი იყო დაწყება, როცა არავინ გიცნობს და არავინ არ გენდობა, მაგრამ სოციალურმა მედიამ მოახდინა სასწაულები, მისი საშუალებით ათიათასამდე ადამიანს მივწვდი და შევუცვალე ცხოვრება.

თავიდან დავიწყე ფეისბუქ გვერდით, შემდეგ გავაკეთე ჯგუფი, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ თავის გამოცდილებას, ვწერდით რეკომენდაციებს და ა.შ. მინდოდა შემექნა ადგილი, სადაც არ იქნებოდა ბულინგი, დაცინვა, გაქილიკება, იქნებოდა მოტივაცია, ერთმანეთის მხარდაჭერა, მიზნების დასახვა და წარმატება, რადგან "შენი წარმატება - სხვისი წარმატების საფუძველია".

- რამდენი კილოგრამი იყავი და ახლა რამდენს იწონი?

- ბოლო წონა რაც მახსოვს, ვიყავი 78 კგ. ნახავთ ჩემს ფოტოებსაც... ახლა კი ვარ 48 კგ. ჯამში დავიკელი 30 კილო.

- ყველაზე მეტად სხეულის რომელი ნაწილის კორექციაა რთული?

- ყველაზე რთულია, ფორმაში მოიყვანო მუცლის ქვედა ნაწილი, რადგან ის ყველაზე ბოლოს ქრება.

- რა უნდა იცოდეს ადამიანმა, როცა ვარჯიშს იწყებს გახდომის მიზნით?

- პირველ რიგში საჭიროა ჯამრთელობის გამოკვლევა, თუ არის ადამიანი ჭარბწონიანი შესაძლოა, ჯამრთელობის პრობლემებთან გვქონდეს საქმე, რაც შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანდეს. გასათვალისწინებელია ყველა დეტალი: როგორ წნევას ატარებს, მაღალს თუ დაბალს; გადატანილი აქვს თუ არა დაავადებები, ტრავმები; როგორია ციკლის გრაფიკი - ჰორმონები და სახსრები; ეს არის ძირითადი ჩამონათვალი, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება.

თუ პერსონალური ტრენერი ავარჯიშებს, მაშინ ეს ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს ახსნილი და გამოკითხული. თუ ტრენერს რაიმეში ეჭვი შეეპარა, აუცილებელია, გადაამოწმოს პირადმა ექიმმა, რადგან ასე შეიძლება თავიდან აიცილონ გართულებები. ადამიანებს არ უყვართ გამოკვლევებზე სიარული, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ ეს აუცილებელია, რადგან თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ყველაფერი მწყობრში გაქვთ, მაშინ ძალიან ცუდ შედეგებამდე მიხვალთ, რადგან ფიზიკური აქტიურობა უშუალოდ დაკავშირებულია ჯამრთელობასთან.

არ დაგენანოთ გაიმეტოთ სახსრები, რომ კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, შეგიძლიათ თუ არა ვარჯიში და გაძლევთ თუ არა ექიმი ამის ნებას.

- რა როლი აქვს კვებას ვარჯიშთან ერთად?

- მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანებს სწრაფად უნდათ შედეგი. არ არსებობს სწრაფი და ხარისხიანი შედეგი და რაც მთავარია, არ არსებობს მოკლევადიანი შედეგი. შედეგი აუცილებლად უნდა იყოს გრძელვადიანი და არა ე.წ. დიეტა. ძალიან ბევრს სხვანაირად ესმის დიეტის განმარტება. ინგლისურად Diet სწორ კვებას ნიშნავს. ე.წ ქართული განმარტების დიეტისა ძალიან წინააღმდეგი ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ მას შეუძლია მიგვიყვანოს ჯამრთელობის სერიოზულ პრობლემამდე, რადგან ადამიანის ორგანიზმს აუცილებლად ესაჭიროება, როგორც ცხიმი, ასევე ნახშირწყალი და ცილა.

ყველამ ვიცით, შეგვიძლია არჩევანის გაკეთება სწრაფ კვებასა თუ იმავე სახსრებით ჯანსაღ საკვებს შორის. აი, მაგალითისთვის მოგიყვანთ ასეთ რამეს: გოგონამ, რომელმაც დალია "სტარბაქსის" ყავა ნამცხვართან ერთად და დროებითი შიმშილის გრძნობა დაიკმაყოფილა, მიიღო 620 კალორია. ამით მან გამოიყენა ერთ კვებაზე თითქმის ნახევარი დღის რაციონის კალორიულობა.

მოდი განვიხილოთ მეორე მაგალითი - გოგონა, რომელმაც ჯანსაღი გზა აირჩია: წყალი - 0 კალორია, პლიუს ქათმის და ბოსტნეულის სალათი - 233 კალორია, რომელიც რამდენიმე საათი ეყოფა.

კვების რეჟიმი ფიტნესში 80%-ია და პლიუს 20% ვარჯიში. აუცილებელია, ამ ბალანსის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივალთ იმ შედეგამდე რაზეც ვოცნებობთ, ან თუ მივალთ, ძალიან გაგვიჭირდება და მოკლევადიანი იქნება. პირველ რიგში უნდა ავკრძალოთ სწრაფი კვების საჭმელი, ე.წ "ჯანქ ფუდი". იდეალური იქნება თუ საკვები გადანაწილებული იქნება 4-5 ჯერ პატარ-პატარა ულუფებად.

სწრაფი კლება არ არის ჯანსაღი, პირიქით, ესთეტიკურადაც არ იქნება ლამაზი მხოლოდ ე.წ დიეტით თუ დავიკლებთ და ცოტა ვარჯიშსაც არ შევაშველებთ. ხშირად მესმის ასეთი რამ : ერთი თვეა ვვარჯიშობ და 1 კილოგრამიც არ მაქვს დაკლებული. ასეთი ადამიანები სასწორზე არიან დამოკიდებულები. ეს არასწორია, ამისთვისაა ის, რომ გადავიღოთ სურათი დაწყების დროს და ფორმებზე ვიყოთ ორიენტირებული, გამოვიყენოთ სარკე და არამხოლოდ სასწორის კილოგრამებზე ვიყოთ დამოკიდებული.

ასევე მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის მოწესრიგება. ძილი თქვენს სხეულს უნაზღაურებს დღის განმავლობაში დახარჯულ ენერგიას. ძილის დარეგულირება უნდა იყოს თქვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი.

- დღის განმავლობაში რამდენი საათი უნდა დავუთმოთ ვარჯიშს?

- თუ ადამიანი დამწყებია და სპორტთან ან ფიზიკურ აქტივობასთან არ ჰქონია შეხება, ჩემი რეკომენდაცია იქნება 2-3 კვირის განმავლობაში, დაიწყოს ძუნძული ან სწრაფი სიარული, იმისთვის რომ ჩამოიყალიბოს ფუნდამენტი და მზად იყოს ვარჯიშისთვის, ორგანიზმი შეაჩვიოს.

დამწყებს შეუძლია ვარჯიში დაიწყოს 15-20 წუთით, რადგან თავიდან არ არის რეკომენდირებული დიდი ინტენსივობით ვარჯიში. უნდა გაზარდოს ნელ-ნელა და არაუმეტეს 60 წუთამდე უნდა იყოს ვარჯიში თავისი გაწელვებ-გახურებიანად.

ხშირად ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, როცა ჰგონიათ რომ რაც უფრო მეტს ივარჯიშებენ და დიდხანს, უფრო სწრაფი შედეგი ექნებათ, ეს ასე არაა. ორგანიზმს ზოგჯერ დასვენება და აღდგენა უფრო ესაჭიროება, ვიდრე ვარჯიში.

- რა დოზით უნდა მივიღოთ წყალი და როდის? ვარჯიშის დაწყებამდე რამდენი ხნით ადრე უნდა დავლიოთ წყალი და ვარჯიშის შემდეგ რამდენ ხანში უნდა მივიღოთ სითხე?

- ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის წყალი გესაჭიროებათ ვარჯიშამდე, ვარჯიშის პერიოდში და მისი დასრულების დროს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

პირველ რიგში ვარჯიშის ინტენსივობაზე და მის ხანგრძლივობაზე. წყლის საჭიროება ასევე განისაზღვრება ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის, სიმაღლის და პირადად თქვენი ფიზიოლოგიის მიხედვით. თუმცა, დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალი უნდა მივიღოთ დაახლოებით.

კარგი ჰიდრატაცია გულისხმობს ვარჯიშის დაწყებამდე, ვარჯიშის დროს და შემდეგ წყლის სწორად მიღებას. წყალი არეგულირებს თქვენი სხეულის ტემპერატურას, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას ენერგიაში და გაჯანსაღებაში, ვარჯიშის დროს წყლის მიღება კი აფერხებს ორგანიზმის გადახურების პროცესს.

- რა არ შეიძლება გავაკეთოთ წონის დაკლებისთვის?

- მადლობა ამ კითხვისთვის. ძალიან წინააღმდეგი ვარ დასაკლები და გასახდომი საშუალებების, განსაკუთრებით ცხიმწველების და ე.წ. მარკეტინგული აფიორის მსგავსი რაღაცეების. განსაკუთრებით ვბრაზდები, როცა ამას ტრენერები უწევენ რეკომენდაციას.

წარმოიდგინეთ, რა ხდება როცა დარბაზში პირველად მოსულ ადამიანს ამას სთავაზობენ, ან თუნდაც სახლის პირობებში ურჩევენ დალევას. ორგანიზმი კარგავს ბრძოლისუნარიანობას და ხდება რაღაცაზე დამოკიდებული, რაც არაჯანსაღია, იწვევს სწრაფ კლებას.

დავაკვირდეთ იმ ადამიანს გარკვეული დროის განმავლობაში. გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან დიდ პრობლემებს შეეჭიდებიან, რადგან სწრაფი შედეგი არ არის კარგი, შედეგი აუცილებლად უნდა იყოს ბუნებრივი. რაც უფრო მეტი ბუნებრივად მოხდება კლება, მით უფრო კარგი შედეგი იქნება. ჯობია იყიდონ ჯანსაღი საკვები და ასე იზრუნონ წონის კლებაზე.

ჰგონიათ, თუ ტრენერი ურჩევს, ე.ი. კარგია და ჯანსაღია, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს ტრენერი პრეპარატის საკომისიოს იღებს, სამწუხაროდ. ირლანდიაში ასე არ ხდება. ჩვენთან ბუნებრივი გზით წონის კლებას ვუწევთ რეკომენდაციას.

- "ფეისბუქზე" გვერდი გაქვს შექმნილი, სადაც ვარჯიშის ვიდეოებს და რჩევებს უზიარებ ადამიანებს. რა შედეგები აქვთ ვიდეოგაკვეთილების შემდეგ?

- სიტყვებით ვერ აღგიწერთ, რა გრძნობაა როცა ადამიანი გწერს, რომ შენ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალე და მადლობას გიხდის ამისთვის. ძალიან ბევრი ჩემს პირად "ინსტაგრამზე" და "ფეისბუქზე" მიხდის მადლობას, ამ გვერდის შექმნისთვის. მიხდიან მადლობას, რომ ჩემი ვიდეო-რჩევების შედეგად ძალიან მაგარი შედეგები აქვთ. ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება. შედეგი აქვთ არა მარტო სპორტში, არამედ ცხოვრებაში. ჩემს ერთ სტუდენტზე ისე ვიმოქმედე ფსიქოლოგიურად, რომ საკუთარი ბიზნესი დაიწყო სამი შვილის დედამ (იხილეთ ნათიას ვიდეოგაკვეთილები)

იმასაც მწერენ ხოლმე, რომ არ მოსწონთ ჩემი ფიგურა. ყველასთვის კარგი ვერასდროს ვერ იქნები... მე მიყვარს ისეთი ფოტოების გადაღება, სადაც კარგად მიჩანს ნავარჯიშევი სხეული, რომლისთვისაც ამდენი წელი ვიბრძოდი, უამრავი დრო დავხარჯე, დიდი მოთმინება, ტკივილი, ტრავმა გამოვიარე და მე ის ახლა ძალიან მიყვარს. ბულინგის მსხვერპლი ყოველთვის ვიყავი. სულ მაგას გაიძახოდნენ - "რა გაქვს ლამაზი თვალების გარდა?" - ახლა პირიქითაა. ამიტომაა, რომ ვებრძვი ნეგატივს. ნეგატიური აზროვნება შორს ვერ წაგვიყვანს!

ავტორი: რუსკა კილასონია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

„აქსის თაუერსმა“ მერიას 1000 ოჯახისთვის დამზადებული სასურსათე კალათა გადასცა

რატომ არ ჩატარდა თემქაზე სადარბაზოს დეზინფექცია, კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ - მერის პასუხი