კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დახურული მუზეუმები და გაუქმებული კონცერტები - კორონავირუსის გამო, ტურისტები ღირსშესანიშნაობებს ვეღარ ათვალიერებენ
დახურული მუზეუმები და გაუქმებული კონცერტები - კორონავირუსის გამო, ტურისტები ღირსშესანიშნაობებს ვეღარ ათვალიერებენ

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­უქ­მეს. გა­და­ი­დო სპორ­ტუ­ლი მატ­ჩე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი, გა­უქ­მდა ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, და­ი­ხუ­რა მუ­ზე­უ­მე­ბი.

პირ­ველ მარტს პა­რიზ­ში ლუვ­რი და­ხუ­რეს და ის ამ დრომ­დე და­კე­ტი­ლია. საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, თუ რამ­დენ ხანს იქ­ნე­ბა მუ­ზე­უ­მი და­ხუ­რუ­ლი, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს ყო­ვე­ლი­ვე რამ­დე­ნი­მე კვი­რას გას­ტანს.

სა­ნა­ხა­ო­ბა

სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ნა­ხა­ო­ბა, რო­მელ­საც ყო­ველ­დღე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობ­და, გი­ე­ონგბო­კ­გუნ­გის სა­სახ­ლე და­ი­კე­ტა და ახლა სტუმ­რებს ვე­ღარ იღე­ბენ.

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან შე­ზღუ­დუ­ლია მოგ­ზა­უ­რო­ბა მი­ლან­ში, ხოლო უკვე ქა­ლაქ­ში ჩა­სულ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს დუ­ო­მოს ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ აქვს. ოპე­რის პო­პუ­ლა­რუ­ლი სახ­ლი, ლა სკა­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო, გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით და­ი­ხუ­რა.

პირ­ველ მარტს და­კე­ტეს ტო­კი­ოს ცა­თამბჯე­ნი, რო­მე­ლიც აქამ­დე ია­პო­ნი­ა­ში ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო. აპი­რე­ბენ, რომ ის 15 მარტს გახ­სნან, თუმ­ცა ამ თა­რიღ­მა, შე­საძ­ლოა, გა­და­ი­წი­ოს.

პარ­კე­ბი, გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლე­ბი

24 იან­ვარს შა­ნ­ჰა­ი­ში დის­ნე­ი­ლენ­დი და­ი­ხუ­რა და ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, თუ რო­დის გა­იხ­სნე­ბა. ჩი­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ზე დი­დია, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ დის­ნე­ი­ლენ­დის გახ­სნას არ ჩქა­რო­ბენ.

და­კე­ტი­ლია ჰონგ კონ­გის დის­ნე­ი­ლენ­დიც და მისი გახ­სნის თა­რი­ღიც უც­ნო­ბია. დის­ნე­ი­ლენ­დი და­ხუ­რუ­ლია ტო­კი­ო­შიც, თუმ­ცა ცნო­ბი­ლია, რომ მას 15 მარტს გახ­სნი­ან.

ფოტო შა­ნ­ჰა­ის დის­ნე­ი­ლენ­დი­დან

მუ­ზე­უ­მე­ბი

და­კე­ტი­ლია მუ­ზე­უ­მე­ბის დიდი ნა­წი­ლი მი­ლან­ში, ვე­ნე­ცი­ა­ში და იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე სხვა ქა­ლა­ქებ­ში. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მუ­ზე­უ­მე­ბი გა­იხ­სნე­ბა მა­შინ, როცა ეცო­დი­ნე­ბათ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხე აღარ იქ­ნე­ბა.

და­კე­ტი­ლია მუ­ზე­უ­მე­ბი მთელს ჩი­ნეთ­ში. ჩი­ნე­თის ზო­გი­ერ­თი მუ­ზე­უ­მი, მათ შო­რის, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი ციფ­რულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე გა­და­ვი­და და მსურ­ველს შე­უძ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი ონ­ლა­ინ და­ათ­ვა­ლი­ე­როს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო და­ი­კე­ტა ზო­გი­ერ­თი მუ­ზე­უ­მი ია­პო­ნი­ა­შიც, თუმ­ცა აქ რჩე­ბა ისე­თი მუ­ზე­უ­მე­ბიც, რომ­ლებ­საც მუ­შა­ო­ბა არ შე­უ­ჩე­რე­ბი­ათ. სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში და­ი­კე­ტა კო­რე­ის ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი, თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი, კი­ო­ტოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი და სხვე­ბი.

ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი

გა­სულ კვი­რას ტო­კი­ო­ში მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე დიდი მა­რა­თო­ნი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო. ეს წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო, გა­უქ­მდა. ასე­ვე, პა­რიზ­ში გა­უქ­მდა ზამ­თრის ყო­ველ­წლი­უ­რი მა­რა­თო­ნი.

ია­პო­ნი­ა­ში გა­უქ­მდა კა­ლათ­ბურ­თის მატ­ჩე­ბი და მთლი­ა­ნად გა­უქ­მდა სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნი. კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხემ სუ­მო­ზეც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. გა­სულ კვი­რას სუ­მოს ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ სუ­მოს სა­გა­ზა­ფხუ­ლო ტურ­ნი­რი 8 მარტს და­ი­წყე­ბა, თუმ­ცა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა გა­ი­მარ­თე­ბა და გულ­შე­მატ­კი­ვარს დას­წრე­ბის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა. მსგავ­სი რამ სუ­მოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ხდე­ბა.

ტო­კი­ო­ში გა­უქ­მდა ალუბ­ლის ყვა­ვი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ველ­წლი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლი.

არც კონ­ცერ­ტე­ბის კუ­თხით არის სხვაგ­ვა­რი ვი­თა­რე­ბა. სხვა­დას­ხვა მუ­სი­კო­სებ­მა, მომ­ღერ­ლებ­მა ტურ­ნე­ე­ბი გა­ა­უქ­მეს. მათ შო­რის, პო­პუ­ლა­რულ­მა ჯგუ­ფებ­მა BTS-მა და Green Day-მ. ამ უკა­ნას­კნელს გა­ზა­ფხულ­ზე მოს­კოვ­ში ჰქონ­და კონ­ცერ­ტი და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო, კონ­ცერ­ტი გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით გა­და­ი­დო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
1

განა რათანხ გადიხადეს ბილეთში ომ ასეთ დროს ,,გულაობენ,,რაომ იკლავენ თვს დ რათ ირთულებენ ცხოვრებას

!!!!!
0

გადასარევია პირდაპირ რა, სხვა როგორ უნდა აუხსნან ამ ხალხს რომ განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე ამ ეტაპზე თავი უნდა შეიკავონ მოგზაურობისგან, ეგ ღირსშესანიშნაობები გაიქცევა სადმე, საკუთარ და სხვის ჯანმრთელობასაც რომ რისკავენ?! P.S. არ არის დრო ვისაც ეს ეხებე ირანში და იტალიაში დაავადების და გარდაცვალების სტატისტიკას გადახედოს და იტალიასთანაც შეიზღუდოს ფრენები, რას ელოდებით საინტერესოა?

ავტორი:

დახურული მუზეუმები და გაუქმებული კონცერტები - კორონავირუსის გამო, ტურისტები ღირსშესანიშნაობებს ვეღარ ათვალიერებენ

დახურული მუზეუმები და გაუქმებული კონცერტები - კორონავირუსის გამო, ტურისტები ღირსშესანიშნაობებს ვეღარ ათვალიერებენ

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გააუქმეს. გადაიდო სპორტული მატჩები, კონცერტები, გაუქმდა ფესტივალები, დაიხურა მუზეუმები.

პირველ მარტს პარიზში ლუვრი დახურეს და ის ამ დრომდე დაკეტილია. საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ აკონკრეტებენ, თუ რამდენ ხანს იქნება მუზეუმი დახურული, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ყოველივე რამდენიმე კვირას გასტანს.

სანახაობა

სამხრეთ კორეაში ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობა, რომელსაც ყოველდღე უამრავი ადამიანი სტუმრობდა, გიეონგბოკგუნგის სასახლე დაიკეტა და ახლა სტუმრებს ვეღარ იღებენ.

სხვადასხვა ქვეყნებიდან შეზღუდულია მოგზაურობა მილანში, ხოლო უკვე ქალაქში ჩასულ დამთვალიერებელს დუომოს ნახვის შესაძლებლობა აღარ აქვს. ოპერის პოპულარული სახლი, ლა სკალა კორონავირუსის საფრთხის გამო, გაურკვეველი ვადით დაიხურა.

პირველ მარტს დაკეტეს ტოკიოს ცათამბჯენი, რომელიც აქამდე იაპონიაში ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სანახაობა იყო. აპირებენ, რომ ის 15 მარტს გახსნან, თუმცა ამ თარიღმა, შესაძლოა, გადაიწიოს.

პარკები, გასართობი ადგილები

24 იანვარს შანჰაიში დისნეილენდი დაიხურა და ამ დრომდე უცნობია, თუ როდის გაიხსნება. ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დიდია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დისნეილენდის გახსნას არ ჩქარობენ.

დაკეტილია ჰონგ კონგის დისნეილენდიც და მისი გახსნის თარიღიც უცნობია. დისნეილენდი დახურულია ტოკიოშიც, თუმცა ცნობილია, რომ მას 15 მარტს გახსნიან.

ფოტო შანჰაის დისნეილენდიდან

მუზეუმები

დაკეტილია მუზეუმების დიდი ნაწილი მილანში, ვენეციაში და იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სხვა ქალაქებში. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მუზეუმები გაიხსნება მაშინ, როცა ეცოდინებათ, რომ კორონავირუსის საფრთხე აღარ იქნება.

დაკეტილია მუზეუმები მთელს ჩინეთში. ჩინეთის ზოგიერთი მუზეუმი, მათ შორის, ეროვნული მუზეუმი ციფრულ მომსახურებაზე გადავიდა და მსურველს შეუძლია ხელოვნების ნიმუშები ონლაინ დაათვალიეროს.

კორონავირუსის საფრთხის გამო დაიკეტა ზოგიერთი მუზეუმი იაპონიაშიც, თუმცა აქ რჩება ისეთი მუზეუმებიც, რომლებსაც მუშაობა არ შეუჩერებიათ. სამხრეთ კორეაში დაიკეტა კორეის ეროვნული მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, კიოტოს ეროვნული მუზეუმი და სხვები.

ღონისძიებები

გასულ კვირას ტოკიოში მსოფლიოს ყველაზე დიდი მარათონი უნდა გამართულიყო. ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა კორონავირუსის საფრთხის გამო, გაუქმდა. ასევე, პარიზში გაუქმდა ზამთრის ყოველწლიური მარათონი.

იაპონიაში გაუქმდა კალათბურთის მატჩები და მთლიანად გაუქმდა სპორტის ამ სახეობის წლევანდელი სეზონი. კორონავირუსის საფრთხემ სუმოზეც მოახდინა გავლენა. გასულ კვირას სუმოს ასოციაციამ განაცხადა, რომ სუმოს საგაზაფხულო ტურნირი 8 მარტს დაიწყება, თუმცა დახურულ კარს მიღმა გაიმართება და გულშემატკივარს დასწრების უფლება არ ექნება. მსგავსი რამ სუმოს ისტორიაში პირველად ხდება.

ტოკიოში გაუქმდა ალუბლის ყვავილობასთან დაკავშირებული ყოველწლიური ფესტივალი.

არც კონცერტების კუთხით არის სხვაგვარი ვითარება. სხვადასხვა მუსიკოსებმა, მომღერლებმა ტურნეები გააუქმეს. მათ შორის, პოპულარულმა ჯგუფებმა BTS-მა და Green Day-მ. ამ უკანასკნელს გაზაფხულზე მოსკოვში ჰქონდა კონცერტი დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის საფრთხის გამო, კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა