კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პაციენტი შეიყვანეს
ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პაციენტი შეიყვანეს

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი­დევ ხუთი პა­ცი­ენ­ტი შე­იყ­ვა­ნეს.

მი­სი­ვე თქმით, ამ დრომ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის პა­სუ­ხე­ბის თა­ნახ­მად კო­რო­ნა­ვირუ­სი არ­ცერთ პა­ცი­ენტს უფიქ­სირ­დე­ბა.

"ახლა, ამ წუთ­ში, შე­მო­ვი­და 5 პა­ცი­ენ­ტი. რა­ო­დე­ნო­ბის თქმა ასე ზუს­ტად ცოტა რთუ­ლია იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვი­დე და უკვე და­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. დი­ნა­მი­უ­რი პრო­ცე­სია, მუდ­მი­ვი ცვლა არის, შე­მო­დი­ან, მი­დი­ან. უბ­რა­ლოდ, სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვია ის, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით, რაც ჩა­ტარ­და გა­მოკ­ვლე­ვა, გარ­და იმ სამი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­სა, და­დე­ბი­თი არც ერთს არ ჰქო­ნია და ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

ამ­ჟა­მად არის 28 პა­ცი­ენ­ტი, თუმ­ცა ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ინ­ფორ­მა­ცია. 11 ადა­მი­ა­ნის ანა­ლი­ზე­ბია გა­დაგ­ზავ­ნი­ლი გა­მოკ­ვლე­ვა­ზე, ღამე იქ­ნე­ბა პა­სუ­ხე­ბი, უწყვეტ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს, რო­გორც ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია, ასე­ვე ჩვენ",- გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია ასე­ვე იმ 3 პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­თაც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ.

"იმა­თი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, იცით რომ მსუ­ბუ­ქი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა აქვს ამ და­ა­ვა­დე­ბას. რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ღვე­ვე­ბი არ აქვთ, არც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად, არც კლი­ნი­კუ­რად", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძემ.

შე­გახ­სნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვის­რუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 2020 წლის 26 თე­ბერ­ვალს და­ფიქ­სირ­და. ვირუ­სი და­უდ­გინ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც შე­მო­ვი­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით ირა­ნი­დან. კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე შემ­თხვე­ვა ქვე­ყა­ნა­ში 28 თე­ბერ­ვალს და­ფიქ­სირ­და. ვირუ­სი იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სულ მო­ქა­ლა­ქეს და­უდ­გინ­და. კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­სა­მე შემ­თხვე­ვა კი 29 თე­ბერ­ვალს და­ფიქ­სირ­და, ვირუ­სი და­უდ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ირან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­მი­ვე პა­ცი­ენ­ტი ამ დრომ­დე თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პაციენტი შეიყვანეს

ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 პაციენტი შეიყვანეს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ საავადმყოფოში კიდევ ხუთი პაციენტი შეიყვანეს.

მისივე თქმით, ამ დრომდე ჩატარებული კვლევების პასუხების თანახმად კორონავირუსი არცერთ პაციენტს უფიქსირდება.

"ახლა, ამ წუთში, შემოვიდა 5 პაციენტი. რაოდენობის თქმა ასე ზუსტად ცოტა რთულია იმიტომ, რომ შეიძლება შეხვიდე და უკვე დამატებული იყოს. დინამიური პროცესია, მუდმივი ცვლა არის, შემოდიან, მიდიან. უბრალოდ, სასიამოვნო ამბავია ის, რომ ჯერჯერობით, რაც ჩატარდა გამოკვლევა, გარდა იმ სამი დაფიქსირებულისა, დადებითი არც ერთს არ ჰქონია და ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამჟამად არის 28 პაციენტი, თუმცა ნახევარ საათში შეიძლება შეიცვალოს ინფორმაცია. 11 ადამიანის ანალიზებია გადაგზავნილი გამოკვლევაზე, ღამე იქნება პასუხები, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორია, ასევე ჩვენ",- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, დამაკმაყოფილებელია ასევე იმ 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

"იმათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იცით რომ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს ამ დაავადებას. რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ აქვთ, არც ლაბორატორიულად, არც კლინიკურად", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

სამივე პაციენტი ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"