ავტორი:

რა ფოტოთი ულოცავს სალომე ზურაბიშვილს შვილი დედის დღეს

რა ფოტოთი ულოცავს სალომე ზურაბიშვილს შვილი დედის დღეს

სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი პრეზიდენტ დედას დედის დღეს ემოციური ოჯახური ფოტოთი ულოცავს.

გორჯესტანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ახალგაზრდა სალომე ზურაბიშვილი და ახალფეხადგმული ქეთევან გორჯესტანი არიან ასახულნი:

"დედიკო, გილოცავ დედის დღეს!" - წერს გორჯესტანი ფოტოს კომენტარში.

საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი წლებია France 24-ის ჟურნალისტია. წლების განმავლობაში ის ფრანგულ ტელეკომპანიაში რეპორტიორად და სპორტულ რედაქტორად მუშაობდა, ასევე უძღვებოდა გადაცემებს. ცოტა ხნის წინ კი გორჯესტანმა ჟურნალისტური მოღვაწეობა ვაშინგტონში განაგრძო და France24-ის ოფიციალური კორესპონდენტი გახდა აშშ-ში.

"ყოველდღე მხვდება უცხო ადამიანების დატოვებული საჩუქრები..." - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა

"საქართველოში კეთილი ადამიანები არიან... არ მინდა ირანში დაბრუნება" - რა ვიდეოს აქვეყნებს მამაკაცი, რომელიც კორონავირუსმა ვარსკვლავად აქცია

რა მდგომარეობაში აქვს მაკო გომურს თვალი ბოლო ოპერაციის შემდეგ - "ქსოვილი მუცლიდან აიღეს"