უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადეს. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ვირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც უკრაინაში რუმინეთის გავლით იტალიიდან ჩავიდა.
მამაკაცი ჩერნივისტში, კარანტინშია მოთავსებული.
კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უხანიდან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. მათ შორის, ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორაში, იტალიასა და ირანშია. ბოლო ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით , 80 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 45 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.