ავტორი:

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა - უახლესი ცნობები ინფექციური საავადმყოფოდან

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა - უახლესი ცნობები ინფექციური საავადმყოფოდან

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში 35 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 16 ახალი. ცერცვაძის განმარტებით, ყველა მათგანს ანალიზები აუღეს და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამასთან, მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ისინი ექიმების მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან, რათა მდგომარეობა არ გართულდეს.

"დღეისთვის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 35 პაციენტი წევს, მათგან 16 ახალი პაციენტია. მათზე აღებულია ცხვირ-ხახიდან ნაცხი და გაგზავნილია გამოსაკვლევად. პასუხები დღის ბოლოს იქნება. ასევე იყო 20 გუშინდელი პაციენტი, რომელთა მასალაც გუშინ გამოსაკვლევად იყო გაგზავნილი. ყველა მათგანი უარყოფითია. ამ 20 უარყოფითი შედეგიდან, 10-მა პაციენტმა ჩვენი კლინიკა უკვე დატოვა და საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილი. 10 ჩვენთან რჩება, მაგრამ ისინიც საკარანტინო სივრცეშიც იქნებიან გადაყვანილი.

კვლავინდებურად 3 ინფიცირებული გვყავს. ერთი მათგანის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც უსიმპტომო, ვინაიდან აბსოლუტურად არავითარი სიმპტომი არ აქვს. ხოლო ორი პაციენტის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც მსუბუქი, ვინაიდან მათ აქვთ ტემპერატურის მატება 37-37.1 და მცირე ხველა. ამ ეტაპზე ისინი არ საჭიროებენ რაიმე ინტენსიურ სამკურნალო ღონისძიებებს, მხოლოდ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ეს აუცილებელია იმიტომ, რომ უკვე მსოფლიოში არსებული პრაქტიკით, ასეთი მსუბუქი დასაწყისის შემთხვევაში, უახლოესი ერთი კვირის, ან 10 დღის მანძილზე შესაძლებელია მოხდეს დამძიმება, მათ შორის, სერიოზულ, კრიტიკულ მდგომარეობამდე. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, პაციენტები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"