კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველდღე მხვდება უცხო ადამიანების დატოვებული საჩუქრები..." - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა
"ყოველდღე მხვდება უცხო ადამიანების დატოვებული საჩუქრები..." - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცია, რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ქარ­თვე­ლოში და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და, ინ­დო­ე­თის კლი­ნი­კა­ში 2-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, 31 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვი სამ­შობ­ლო­ში 2 თე­ბერ­ვალს ჩა­მო­ას­ვე­ნეს.

ანი­ტას მშობ­ლე­ბი მა­რი­კო სად­რა­ძე და გი­ორ­გი ფა­ცა­ცია ცოტა ხნის წინ "ნა­ნუ­კას შოუს" სტუმ­რობ­დნენ. მათ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, მთავ­რო­ბას და ეკ­ლე­სი­ას, ემიგ­რან­ტებს, ოჯა­ხის მე­გობ­რებს და ათა­სო­ბით სრუ­ლი­ად უც­ნობ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც დროს, მთელ ძა­ლა­სა და ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს იყე­ნებ­დნენ, რომ ბავ­შვი გა­და­ერ­ჩი­ნათ...

ანი­ტა ფა­ცა­ცია უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს არ და­ვი­წყე­ბი­ათ. რო­გორც ბავ­შვის დედა მა­რი­კო სად­რა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, შვი­ლის საფ­ლავ­ზე მი­სულს, ყო­ველ­დღე ხვდე­ბა ანი­ტას სა­ხელ­ზე და­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი:

"ანი­ტას­თან ასულს თით­ქმის ყო­ველ­დღე მხვდე­ბა უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი. ხში­რად ვერც კი ვი­გებ ვინ ტო­ვებს... მა­გა­ლი­თად, ეს პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი დღეს დამ­ხვდა წე­რილ­თან ერ­თად, წმინ­და გი­ორ­გის ხატი ცოტა უფრო ადრე.

ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ სი­ლა­მა­ზე­ე­ბი­სა, რა­საც თქვენ მი­ტო­ვებთ. დიდი მად­ლო­ბა, რომ გიყ­ვართ და გახ­სოვთ ანი­ტა! ეს მე ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა" - წერს ახალ­გაზ­რდა დედა.

ანი­ტა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, მას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა - დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­უდ­გი­ნეს და ესა­ჭი­რო­ე­ბოდა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია, გუ­ლის გა­და­ნერგვა.

ფა­ცა­ცი­ე­ბის ოჯახს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ უარი უთხრა ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა­ზე. ბო­ლოს გო­გო­ნა ინ­დო­ე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბოდა. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ანი­ტას მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო. ფა­ცა­ცი­ე­ბის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ ანი­ტას ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა ჰქონ­და, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო იმით, რომ ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ ეგუ­ე­ბოდა გუ­ლის მუ­შა­ო­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ ეკ­მოს აპა­რატს. 2 წლის გო­გო­ნას სეფ­სი­სიც გა­ნუ­ვი­თარ­და და სა­ბო­ლო­ოდ, მისი ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ მო­ე­რია და­ა­ვა­დე­ბას...

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
2

და რომ იცოდეთ რამდენი ადამიანი ლოცულობს თქვენთვის. თუმცა ალბათ ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება ანიტას ლოცვითი შეწევნა.

ლუის
8

ძალიან საცოდავი ხარ!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ყოველდღე მხვდება უცხო ადამიანების დატოვებული საჩუქრები..." - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა

"ყოველდღე მხვდება უცხო ადამიანების დატოვებული საჩუქრები..." - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა

2 წლის ანიტა ფაცაცია, რომლის გადასარჩენად საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ ათასობით ადამიანი გაერთიანდა, ინდოეთის კლინიკაში 2-თვიანი მკურნალობის შემდეგ, 31 იანვარს გარდაიცვალა. ბავშვი სამშობლოში 2 თებერვალს ჩამოასვენეს.

ანიტას მშობლები მარიკო სადრაძე და გიორგი ფაცაცია ცოტა ხნის წინ "ნანუკას შოუს" სტუმრობდნენ. მათ მადლობა გადაუხადეს მთელ საქართველოს, მთავრობას და ეკლესიას, ემიგრანტებს, ოჯახის მეგობრებს და ათასობით სრულიად უცნობ ადამიანს, რომლებიც დროს, მთელ ძალასა და ადამიანურ რესურსს იყენებდნენ, რომ ბავშვი გადაერჩინათ...

ანიტა ფაცაცია უცნობ ადამიანებს არ დავიწყებიათ. როგორც ბავშვის დედა მარიკო სადრაძე "ფეისბუქზე" წერს, შვილის საფლავზე მისულს, ყოველდღე ხვდება ანიტას სახელზე დატოვებული საჩუქრები:

"ანიტასთან ასულს თითქმის ყოველდღე მხვდება უცხო ადამიანების მიერ დატოვებული საჩუქრები. ხშირად ვერც კი ვიგებ ვინ ტოვებს... მაგალითად, ეს პატარა ანგელოზი დღეს დამხვდა წერილთან ერთად, წმინდა გიორგის ხატი ცოტა უფრო ადრე.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ სილამაზეებისა, რასაც თქვენ მიტოვებთ. დიდი მადლობა, რომ გიყვართ და გახსოვთ ანიტა! ეს მე ძალიან მეხმარება" - წერს ახალგაზრდა დედა.

ანიტა თვეების განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, მას უმძიმესი დაავადება - დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინეს და ესაჭიროებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია, გულის გადანერგვა.

ფაცაციების ოჯახს რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა ოპერაციის გაკეთებაზე. ბოლოს გოგონა ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ანიტას მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ფაცაციების ოჯახის ახლობლები წერდნენ, რომ ანიტას შინაგანი სისხლდენა ჰქონდა, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო იმით, რომ ბავშვის ორგანიზმი ვეღარ ეგუებოდა გულის მუშაობის მასტიმულირებელ ეკმოს აპარატს. 2 წლის გოგონას სეფსისიც განუვითარდა და საბოლოოდ, მისი ორგანიზმი ვეღარ მოერია დაავადებას...

ია ფარულავას კაბა მოპარეს? - "გვიან აღმოვაჩინე, რომ შეკვრას აკლია ქვედა ბოლო...მოიპარეს დაცვის ბუტიკიდან"

"ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული, ამის დაწერა უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა" - კობა დავითაშვილი სახელმწიფოს დახმარების თხოვნით მიმართავს

"სხვა შეგრძნებაა როცა იგებ, რომ უცხო ადამიანები ზრუნავენ შენზე" - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა შსს-ში დასაქმების შემდეგ