მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში ჩემს პროფესიას სამსახური ვერ შევუთავსე და უკან დავბრუნდი" - როგორ გახდა ყაზბეგის 13 აღსაზრდელიანი ბაგა-ბაღი ინტერნეტში პოპულარული
"თბილისში ჩემს პროფესიას სამსახური ვერ შევუთავსე და უკან დავბრუნდი" - როგორ გახდა ყაზბეგის 13 აღსაზრდელიანი ბაგა-ბაღი ინტერნეტში პოპულარული

სო­ფე­ლი ყა­ნო­ბი ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ერთ-ერთი ის­ტო­რი­უ­ლი სო­ფე­ლია, რო­მე­ლიც წყა­რო­ებ­ში ჯერ კი­დევ XIV სა­უ­კუ­ნი­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა... მთა­ზე ლა­მა­ზად შე­ფე­ნი­ლი სო­ფე­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სულს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ რჩე­ბა...ზამ­თარს იქ 30 კომ­ლამ­დე ატა­რებს, ზა­ფხულ­ში, ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ტებს.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სა­ხე­ლო­ბა ამ­ბობს, მათ­თან შო­ბა­დო­ბამ იმა­ტა და სო­ფელ­ში ხუთშ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი­ცაა. პა­ტა­რე­ბის სიმ­რავ­ლემ კი იქ ბა­ღის გახ­სნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გა­ა­ჩი­ნა და 2019 წლის 11 თე­ბე­რალს გა­იხ­სნა კი­დეც.

ამ ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათი ამა თუ იმ აქ­ტი­ვო­ბით არა­ერ­თხელ მოხ­ვედ­რი­ლან და ყო­ველ­თვის უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ. მე­დი­ი­თაც უკვე კარ­გად იც­ნო­ბენ მათ. პე­და­გო­გე­ბი სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის 13 აღ­საზ­რდელ­თან სა­ო­ცარ აქ­ტი­ვო­ბებს ატა­რე­ბენ. მათი კრე­ა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ვი­დე­ო­ე­ბი კი ელ­ვი­სე­ბუ­რად ვრცელ­დე­ბა. ცოტა ხნის წინ ასე გა­და­ა­ზი­ა­რეს გვერ­დებ­ზე პა­ტა­რე­ბის მიერ არა­ჟ­ნის კო­ლო­ფებ­სა და მუ­ყა­ოს საკ­რა­ვებ­ზე დაკ­რუ­ლი ჯან­სუღ კა­ხი­ძის "მარ­ში".

ბა­ღის დი­რექ­ტო­რი ლალი ფი­ცხე­ლა­უ­რი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარს ასე იწყებს:

- ეს ბაღი პირ­ვე­ლად შარ­შან გა­იხ­სნა, ყა­ნობ­ში ბაღი არას­დროს ყო­ფი­ლა... მოკ­ლედ, აქ სამ­სა­ხუ­რი შე­მომ­თა­ვა­ზეს და ვარ ამ ბა­ღის დი­რექ­ტო­რი. მყავს 13 აღ­საზ­რდე­ლი. შო­ბა­დო­ბა მა­ღა­ლია სო­ფელ­ში და ამან სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მო­ი­თხო­ვა. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს მო­სახ­ლე­ო­ბამ თხოვ­ნით მი­მარ­თა და მო­თხოვ­ნა დაკ­მა­ყო­ფილ­და. გახ­სნის დღი­დან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გვერ­დში გვიდ­გას.

- 13 აღ­საზ­რდე­ლი­დან ყვე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვია?

- კი და ახ­ლა­ხანს გვერ­დით სოფ­ლი­დან, ხურ­თი­სი­დან ერთი მოს­წავ­ლე შე­მოგ­ვე­მა­ტა. ის ჩვე­ნი აღ­მზრდელ-პე­და­გო­გის თა­მარ ხუ­ციშ­ვი­ლის შვი­ლია. მა­ნამ­დე კი თა­მარ­მა სამ­სა­ხუ­რის მო­თხოვ­ნა­ზე გა­ნა­ცხა­დი შე­მო­ი­ტა­ნა. ფი­ლო­ლო­გია და მუ­შა­ო­ბა შე­რე­ულ ჯგუფ­ში და­ი­წყო. ბაღ­ში ბავ­შვებს 2 წლი­დან ვი­ღებთ.

- თქვე­ნი მას­წავ­ლებ­ლის მიერ ბავ­შვებ­თან მომ­ზა­დე­ბულ­მა მუ­სი­კა­ლურ­მა ნო­მერ­მა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე მო­იც­ვა...

- კი და არა მარ­ტო ამ მუ­სი­კა­ლურ­მა ნო­მერ­მა. ენერ­გი­ას, შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მარ­თლა არ ვზო­გავთ. სულ იმის მცდე­ლო­ბა­ში ვართ, რომ ჩვენს გუნდს მუდ­მი­ვად რა­ი­მე ახა­ლი აქ­ტი­ვო­ბა გვქონ­დეს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მი­სალ­მე­ბაც გვქონ­და - სექ­ტემ­ბე­რი სწო­რედ ამით და­ვი­წყეთ. გვქონ­და ასე­ვე აქ­ტი­ვო­ბა, როცა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი მო­ვიყ­ვა­ნეთ - თხა, ლეკ­ვი, ბატ­კა­ნი, ფისო და პა­ტა­რებ­მა ეს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი სა­ერ­თოდ პირ­ვე­ლად ნა­ხეს. ამა­ნაც დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია.

სო­ფე­ლი ყა­ნო­ბი - ლაშა გა­ბე­ლი­ას ფოტო

- რაც შე­ხე­ბა მუ­სი­კა­ლურ ნო­მერს, ამის იდეა რო­გორ გაჩ­ნდა?

- კრე­ა­ტი­ულ აქ­ტი­ვო­ბებს ხში­რად ვა­კე­თებთ. პე­და­გოგს, ნანა ნო­ზა­ძეს, მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბელს ვთხო­ვე, იქ­ნებ რა­ი­მე მო­რი­გი აქ­ტი­ვო­ბა გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი და მა­ნაც შე­მომ­თა­ვა­ზა. ნანა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­და­ნაა, ხევ­შია გა­მო­თხო­ვი­ლი, აქა­უ­რი რძა­ლია, თა­ვის საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, თავს არ ზო­გავს და მისი იდეა იყო, ბავ­შვებს ჯან­სუღ კა­ხი­ძის "მარ­ში" შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ. მივ­ხვდი, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი და არა­სა­ხუ­მა­რო იდეა იყო - ბავ­შვებს არა­ჟ­ნის კო­ლო­ფებ­ზე და მუ­ყა­ოს­გან დამ­ზა­დე­ბულ საკ­რა­ვებ­ზე უნდა და­ეკ­რათ. მოკ­ლედ, მათი შეს­რუ­ლე­ბა მე გა­და­ვი­ღე, რე­პე­ტი­ცი­ა­ზეც არ დავ­სწრე­ბი­ვარ. გა­და­ღე­ბი­სას სა­ო­ცა­რი ემო­ცია მქონ­და - მინ­დო­და, მეთ­ქვა, ბრა­ვო! ყო­ჩაღ! მაგ­რამ რომ ვი­ღებ­დი, თა­ვის შე­კა­ვე­ბა მო­მიხ­და.

პა­ტა­რე­ბი უკ­რავ­დნენ არა­ჟ­ნის ქი­ლებ­ზე, მისი სა­ხუ­რა­ვე­ბით, ხის ჯო­ხე­ბით, ბოთ­ლებ­ში ჩაყ­რი­ლი ლო­ბი­ო­თი და ბრინ­ჯით, მუ­ყა­ოს­გან გა­მოჭ­რილ ვი­ო­ლი­ნო­ზე, ბურთზე, პარ­ლე­ლუ­რად კი ფო­ნოგ­რა­მა ჟღერ­და. პა­ტა­რებ­მაც ისი­ა­მოვ­ნეს, ჩვენც და შე­სა­ბა­მი­სად, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­მაც. ეს ორ­კესტრი შედ­გე­ბა 2 წლი­დან 5 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­გან, რად­გა­ნაც მას­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია ორი ჯგუ­ფი - ბაგა და ბა­ღის ასა­კის პა­ტა­რე­ბი.

ასე­ვე კარ­გი შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გვაქვს და­გეგ­მი­ლი. მინ­და, მა­გა­ლი­თად, თა­მაშ-თა­მა­შით ვის­წავ­ლოთ ან­ბა­ნი, ციფ­რე­ბი მა­თე­მა­ტი­კა­ში, შეკ­რე­ბა-გა­მოკ­ლე­ბა თუნ­დაც 5-ის ფარ­გლებ­ში. გვინ­და, ამ საქ­მე­ში გარ­კვე­უ­ლი ფორ­მით მშობ­ლე­ბიც ჩავ­რთოთ...

შარ­შან შე­მოდ­გო­მის ზე­ი­მი ღია ცის ქვეშ მო­ვა­წყეთ - თი­ვის აღე­ბის დრო იყო და ამ ვი­დე­ო­მაც უამ­რა­ვი ნახ­ვა მო­აგ­რო­ვა. მიგ­ვიწ­ვი­ეს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რშიც, იმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­შიც ბავ­შვებ­თან ერ­თად, ნანა მას­წავ­ლე­ბე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობს, რა­ჭულს ერ­თად ცეკ­ვა­ვენ. თოვ­ლის ბა­ბუ­აც ის იყო, შე­სა­ბა­მი­სად გახ­ლდათ შე­მო­სი­ლი, რო­მე­ლიც მო­ვი­ტა­ცეთ და ბავ­შვებ­მა იხ­სნეს ლექ­სით, სიმ­ღე­რით და ცეკ­ვით.

- სტე­ფან­წმინ­დე­ლი ხართ?

- სტე­ფან­წმინ­და­ში ვცხოვ­რობ­დი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე, შემ­დეგ სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე. რო­დე­საც და­ვამ­თავ­რე, ყა­ნობ­ში დავ­ბრუნ­დი, ყაზ­ბეგ­ში 2 წელი წმინ­და ილია მარ­თლის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზი­ა­ში, საქ­მე­თა მმარ­თვე­ლად ვი­მუ­შა­ვე და შემ­დეგ და­ვო­ჯახ­დი, სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით, 10 წელი ვცხოვ­რობ­დით. 2 შვი­ლი მყავს, მაგ­რამ რად­გან თბი­ლის­ში ჩემს ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბას ვე­რა­ნა­ი­რი სამ­სა­ხუ­რი ვერ შე­ვუ­თავ­სე, ისევ ყაზ­ბეგ­ში დავ­ბრუნ­დით. დაბ­რუ­ნე­ბა იმა­ნაც გა­მო­იწ­ვია, რომ ჩემი მე­უღ­ლე სა­სა­ზღვრო­ში, და­რი­ალ­ში მუ­შა­ობს.

- ანუ ყაზ­ბეგ­ში უფრო კომ­ფორ­ტუ­ლია თქვენ­თვის ცხოვ­რე­ბა?

- დიახ, სამ­სა­ხუ­რის გარ­და ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩემი შვი­ლე­ბის ჯან­საღ გა­რე­მო­ში გაზ­რდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"თბილისში ჩემს პროფესიას სამსახური ვერ შევუთავსე და უკან დავბრუნდი" - როგორ გახდა ყაზბეგის 13 აღსაზრდელიანი ბაგა-ბაღი ინტერნეტში პოპულარული

"თბილისში ჩემს პროფესიას სამსახური ვერ შევუთავსე და უკან დავბრუნდი" - როგორ გახდა ყაზბეგის 13 აღსაზრდელიანი ბაგა-ბაღი ინტერნეტში პოპულარული

სოფელი ყანობი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ისტორიული სოფელია, რომელიც წყაროებში ჯერ კიდევ XIV საუკუნიდან მოიხსენიება... მთაზე ლამაზად შეფენილი სოფელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესულს შეუმჩნეველი არ რჩება...ზამთარს იქ 30 კომლამდე ატარებს, ზაფხულში, ადამიანთა რაოდენობა იმატებს.

როგორც ადგილობრივი მოსახელობა ამბობს, მათთან შობადობამ იმატა და სოფელში ხუთშვილიანი ოჯახებიცაა. პატარების სიმრავლემ კი იქ ბაღის გახსნის აუცილებლობა გააჩინა და 2019 წლის 11 თებერალს გაიხსნა კიდეც.

ამ ბაღის აღსაზრდელები სოციალურ ქსელში მათი ამა თუ იმ აქტივობით არაერთხელ მოხვედრილან და ყოველთვის უამრავი ადამიანის მოწონებას იმსახურებენ. მედიითაც უკვე კარგად იცნობენ მათ. პედაგოგები სკოლამდელი ასაკის 13 აღსაზრდელთან საოცარ აქტივობებს ატარებენ. მათი კრეატიული ღონისძიებების ვიდეოები კი ელვისებურად ვრცელდება. ცოტა ხნის წინ ასე გადააზიარეს გვერდებზე პატარების მიერ არაჟნის კოლოფებსა და მუყაოს საკრავებზე დაკრული ჯანსუღ კახიძის "მარში".

ბაღის დირექტორი ლალი ფიცხელაური AMBEBI.GE-სთან საუბარს ასე იწყებს:

- ეს ბაღი პირველად შარშან გაიხსნა, ყანობში ბაღი არასდროს ყოფილა... მოკლედ, აქ სამსახური შემომთავაზეს და ვარ ამ ბაღის დირექტორი. მყავს 13 აღსაზრდელი. შობადობა მაღალია სოფელში და ამან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აუცილებლობა მოითხოვა. მუნიციპალიტეტს მოსახლეობამ თხოვნით მიმართა და მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გახსნის დღიდან მუნიციპალიტეტი და ბაღების გაერთიანება გვერდში გვიდგას.

- 13 აღსაზრდელიდან ყველა ადგილობრივია?

- კი და ახლახანს გვერდით სოფლიდან, ხურთისიდან ერთი მოსწავლე შემოგვემატა. ის ჩვენი აღმზრდელ-პედაგოგის თამარ ხუციშვილის შვილია. მანამდე კი თამარმა სამსახურის მოთხოვნაზე განაცხადი შემოიტანა. ფილოლოგია და მუშაობა შერეულ ჯგუფში დაიწყო. ბაღში ბავშვებს 2 წლიდან ვიღებთ.

- თქვენი მასწავლებლის მიერ ბავშვებთან მომზადებულმა მუსიკალურმა ნომერმა ინტერნეტსივრცე მოიცვა...

- კი და არა მარტო ამ მუსიკალურმა ნომერმა. ენერგიას, შესაძლებლობებს მართლა არ ვზოგავთ. სულ იმის მცდელობაში ვართ, რომ ჩვენს გუნდს მუდმივად რაიმე ახალი აქტივობა გვქონდეს. არაჩვეულებრივი მისალმებაც გვქონდა - სექტემბერი სწორედ ამით დავიწყეთ. გვქონდა ასევე აქტივობა, როცა შინაური ცხოველები მოვიყვანეთ - თხა, ლეკვი, ბატკანი, ფისო და პატარებმა ეს შინაური ცხოველები საერთოდ პირველად ნახეს. ამანაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

სოფელი ყანობი - ლაშა გაბელიას ფოტო

- რაც შეხება მუსიკალურ ნომერს, ამის იდეა როგორ გაჩნდა?

- კრეატიულ აქტივობებს ხშირად ვაკეთებთ. პედაგოგს, ნანა ნოზაძეს, მუსიკის მასწავლებელს ვთხოვე, იქნებ რაიმე მორიგი აქტივობა გავაკეთოთ-მეთქი და მანაც შემომთავაზა. ნანა სამცხე-ჯავახეთიდანაა, ხევშია გამოთხოვილი, აქაური რძალია, თავის საქმის პროფესიონალია, თავს არ ზოგავს და მისი იდეა იყო, ბავშვებს ჯანსუღ კახიძის "მარში" შეესრულებინათ. მივხვდი, რომ სერიოზული და არასახუმარო იდეა იყო - ბავშვებს არაჟნის კოლოფებზე და მუყაოსგან დამზადებულ საკრავებზე უნდა დაეკრათ. მოკლედ, მათი შესრულება მე გადავიღე, რეპეტიციაზეც არ დავსწრებივარ. გადაღებისას საოცარი ემოცია მქონდა - მინდოდა, მეთქვა, ბრავო! ყოჩაღ! მაგრამ რომ ვიღებდი, თავის შეკავება მომიხდა.

პატარები უკრავდნენ არაჟნის ქილებზე, მისი სახურავებით, ხის ჯოხებით, ბოთლებში ჩაყრილი ლობიოთი და ბრინჯით, მუყაოსგან გამოჭრილ ვიოლინოზე, ბურთზე, პარლელურად კი ფონოგრამა ჟღერდა. პატარებმაც ისიამოვნეს, ჩვენც და შესაბამისად, სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც. ეს ორკესტრი შედგება 2 წლიდან 5 წლამდე ბავშვებისგან, რადგანაც მასში გაერთიანებულია ორი ჯგუფი - ბაგა და ბაღის ასაკის პატარები.

ასევე კარგი შემეცნებითი აქტივობები გვაქვს დაგეგმილი. მინდა, მაგალითად, თამაშ-თამაშით ვისწავლოთ ანბანი, ციფრები მათემატიკაში, შეკრება-გამოკლება თუნდაც 5-ის ფარგლებში. გვინდა, ამ საქმეში გარკვეული ფორმით მშობლებიც ჩავრთოთ...

შარშან შემოდგომის ზეიმი ღია ცის ქვეშ მოვაწყეთ - თივის აღების დრო იყო და ამ ვიდეომაც უამრავი ნახვა მოაგროვა. მიგვიწვიეს რუსთაველის თეატრშიც, იმ ღონისძიებაშიც ბავშვებთან ერთად, ნანა მასწავლებელიც მონაწილეობს, რაჭულს ერთად ცეკვავენ. თოვლის ბაბუაც ის იყო, შესაბამისად გახლდათ შემოსილი, რომელიც მოვიტაცეთ და ბავშვებმა იხსნეს ლექსით, სიმღერით და ცეკვით.

- სტეფანწმინდელი ხართ?

- სტეფანწმინდაში ვცხოვრობდი სკოლის დამთავრებამდე, შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. როდესაც დავამთავრე, ყანობში დავბრუნდი, ყაზბეგში 2 წელი წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში, საქმეთა მმართველად ვიმუშავე და შემდეგ დავოჯახდი, საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით, 10 წელი ვცხოვრობდით. 2 შვილი მყავს, მაგრამ რადგან თბილისში ჩემს ოჯახურ მდგომარეობას ვერანაირი სამსახური ვერ შევუთავსე, ისევ ყაზბეგში დავბრუნდით. დაბრუნება იმანაც გამოიწვია, რომ ჩემი მეუღლე სასაზღვროში, დარიალში მუშაობს.

- ანუ ყაზბეგში უფრო კომფორტულია თქვენთვის ცხოვრება?

- დიახ, სამსახურის გარდა ასევე მნიშვნელოვანია, ჩემი შვილების ჯანსაღ გარემოში გაზრდა.

პაატა იმნაძე - ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და ახლა, მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები?

შვიდი წლის ბავშვს, რომელიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

"ვფიქრობდი, ელენეს მიმართ გრძნობებზე სანი მამუკას გამოუტყდება, ის კიდევ სცემს-მეთქი, მაგრამ..." - გიორგი ტაბიძე სერიალსა და პირადზე