პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიმალავთ რამეს? ვიყავით იმის ღირსი რაც გაჟღერდა?" - ვის უსაყვედურა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე
"გიმალავთ რამეს? ვიყავით იმის ღირსი რაც გაჟღერდა?" - ვის უსაყვედურა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა კი­დევ ერთხელ გა­და­უ­ხა­და მად­ლო­ბა ექი­მებ­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში. მან ისა­უბ­რა იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზეც, რო­მე­ლიც ზო­გი­ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას აქვს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი­სა და ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მი­მართ და საყ­ვე­დუ­რით მი­მარ­თა მათ:

"ვსარ­გებ­ლობ შემ­თხვე­ვით, ყვე­ლა ჩვენს თა­ნამ­შრო­მელს, მთლი­ა­ნად ლუ­გა­რის ცენ­ტრს მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო იმ თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მის­თვის, რა­საც ეწე­ვი­ან. ისი­ნი არ არი­ან ღირ­სი იმი­სა, რაც ზო­გი­ერ­თმა არ­ხმა გა­ავ­რცე­ლა, იმ შე­უ­რა­ცხყო­ფის, რაც მო­მა­ყე­ნეს პი­რა­დად მე, პა­ა­ტა იმ­ნა­ძეს, მთლი­ა­ნად და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს, რომ თით­ქოს არ ვი­ყა­ვით მზად, თით­ქოს ხალ­ხთან სა­უ­ბარს გა­ვურ­ბით.

და­მი­დას­ტუ­რეთ, გე­სა­უბ­რე­ბით ყო­ველ­დღე? გი­მა­ლავთ რა­მეს? პირ­და­პირ მი­თხა­რით! ვი­ყა­ვით იმის ღირ­სი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, რაც ჟღერ­დე­ბა?

VIDEO: "მე უკვე შეჩ­ვე­უ­ლი ვარ ტა­ლა­ხის სრო­ლას, მაგ­რამ..." - ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ემო­ცი­უ­რი პა­სუ­ხი ნიკა გვა­რა­მი­ას

მოკ­ლედ გე­ტყვით, არ მინ­დო­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი... ის რაც გუ­შინ ბა­ტონ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ იკად­რა ჩემს მი­მართ... მე მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, დიდი გზა მაქვს გავ­ლი­ლი და ტა­ლა­ხიც უს­ვრი­ათ, ვუ­ქი­ვარ კი­დეც... ძა­ლი­ან ტო­ლე­რან­ტუ­ლი ვარ, ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნას და ამ დროს შე­იძ­ლე­ბა ტა­ლა­ხიც გეს­რო­ლონ, მაგ­რამ ცუ­დია, როცა ამას და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად გი­კე­თე­ბენ.

ბევ­რი ტა­ლა­ხი ის­რო­ლა პი­რა­დად მან (გვა­რა­მი­ამ) და მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა იმ ექი­მებს, რომ­ლე­ბიც გა­და­ცე­მა­ში ის­ხდნენ და არც ერთი არ აყვა, რად­გან ყვე­ლა­ნი მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. მას სურ­და მე ჩა­ვეთ­რიე პო­ლი­ტი­კურ აჟი­ო­ტაჟ­ში... როცა მას ვე­სა­უბ­რე რამ­დე­ნი­მე დღის წინ, დავ­თან­ხმდი გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, პი­რო­ბით - რომ ამ შოუს არ ექ­ნე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი. ძა­ლით უნ­დო­და ჩემს პო­ლი­ტი­კურ გარ­ჩე­ვებ­ში ჩარ­თვა და დად­გეს პო­ლი­ტი­კუ­რი შოუც. მაგ­რამ ეს ზე­პარ­ტი­უ­ლი სა­კი­თხია, არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რის ნიშ­ნით გა­ა­კე­თო" - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე.

რაც შე­ე­ხე­ბა ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას, გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუს­ზე ამ­ჟა­მად 14 ახა­ლი ნი­მუ­შია, რო­მელ­თა პა­სუ­ხე­ბი დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ვან­დე­ლი დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, არის 171 შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქნა კლი­ნი­კუ­რად და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად, სა­ი­და­ნაც სა­მია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს მსუ­ბუ­ქი კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თით. სა­მი­ვე მათ­გა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და იქ მიმ­დი­ნა­რე­ობს მათ­ზე მო­ნი­ტო­რინ­გი და მკურ­ნა­ლო­ბა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, დღეს კა­რან­ტი­ნულ იზო­ლა­ცი­ა­ში 97 ადა­მი­ა­ნია მო­თავ­სე­ბუ­ლი და ზო­გა­დად, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში წევს 40 შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა. დღეს დი­ლას ლუ­გარ­ში კი­დევ შე­მო­ვი­და 14 ნი­მუ­ში, ორი ქუ­თა­ი­სი­დან, ერთი გო­რი­დან და და­ნარ­ჩე­ნი ინ­ფექ­ცი­უ­რი­დან, რო­მელ­თა პა­სუ­ხე­ბი იქ­ნე­ბა დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:((
38

ამ უმძიმეს პერიოდში მაინც დაანებოს ამ გვარამიამ გიურზობას თავი, მარაზმია უკვე ანთხევს, ანთხევს და ვეღარ ამოანთხია.... დიდი მადლობა ყველა ექიმს, ვინც მართლაც მუხლჩაუხრელია, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს, უკვე გაწეული შრომისთვის და იმისთვისაც რასაც იშრომებენ მომავალში. ბატონო ამირან, გვეიმედებით.....

ლევანი
39

ბატონო ამირან ვირის წიხლი არაა საწყენი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გიმალავთ რამეს? ვიყავით იმის ღირსი რაც გაჟღერდა?" - ვის უსაყვედურა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე

"გიმალავთ რამეს? ვიყავით იმის ღირსი რაც გაჟღერდა?" - ვის უსაყვედურა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ექიმებსა და პროფესიონალებს, რომლებიც ჩართულები არიან კორონავირუსთან ბრძოლაში. მან ისაუბრა იმ დამოკიდებულებაზეც, რომელიც ზოგიერთ მედიასაშუალებას აქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიმართ და საყვედურით მიმართა მათ:

"ვსარგებლობ შემთხვევით, ყველა ჩვენს თანამშრომელს, მთლიანად ლუგარის ცენტრს მადლობა მინდა გადავუხადო იმ თავდადებული შრომისთვის, რასაც ეწევიან. ისინი არ არიან ღირსი იმისა, რაც ზოგიერთმა არხმა გაავრცელა, იმ შეურაცხყოფის, რაც მომაყენეს პირადად მე, პაატა იმნაძეს, მთლიანად დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომ თითქოს არ ვიყავით მზად, თითქოს ხალხთან საუბარს გავურბით.

დამიდასტურეთ, გესაუბრებით ყოველდღე? გიმალავთ რამეს? პირდაპირ მითხარით! ვიყავით იმის ღირსი დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ინფექციური საავადმყოფო, რაც ჟღერდება?

VIDEO: "მე უკვე შეჩვეული ვარ ტალახის სროლას, მაგრამ..." - ამირან გამყრელიძის ემოციური პასუხი ნიკა გვარამიას

მოკლედ გეტყვით, არ მინდოდა ამაზე საუბარი... ის რაც გუშინ ბატონმა ნიკა გვარამიამ იკადრა ჩემს მიმართ... მე მიჩვეული ვარ, დიდი გზა მაქვს გავლილი და ტალახიც უსვრიათ, ვუქივარ კიდეც... ძალიან ტოლერანტული ვარ, ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ამ დროს შეიძლება ტალახიც გესროლონ, მაგრამ ცუდია, როცა ამას დაუმსახურებლად გიკეთებენ.

ბევრი ტალახი ისროლა პირადად მან (გვარამიამ) და მადლობა მინდა ვუთხრა იმ ექიმებს, რომლებიც გადაცემაში ისხდნენ და არც ერთი არ აყვა, რადგან ყველანი მაღალპროფესიონალები არიან. მას სურდა მე ჩავეთრიე პოლიტიკურ აჟიოტაჟში... როცა მას ვესაუბრე რამდენიმე დღის წინ, დავთანხმდი გადაცემაში მონაწილეობაზე, პირობით - რომ ამ შოუს არ ექნებოდა პოლიტიკური სარჩული. ძალით უნდოდა ჩემს პოლიტიკურ გარჩევებში ჩართვა და დადგეს პოლიტიკური შოუც. მაგრამ ეს ზეპარტიული საკითხია, არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკური კონიუნქტურის ნიშნით გააკეთო" - განაცხადა გამყრელიძემ ბრიფინგზე.

რაც შეეხება ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არსებულ სიტუაციას, გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ამჟამად 14 ახალი ნიმუშია, რომელთა პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

"საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, არის 171 შესაძლო შემთხვევა, რომელიც გამოკვლეული იქნა კლინიკურად და ლაბორატორიულად, საიდანაც სამია დადასტურებული, რომელიც მიმდინარეობს მსუბუქი კლინიკური სურათით. სამივე მათგანი მოთავსებულია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში და იქ მიმდინარეობს მათზე მონიტორინგი და მკურნალობა.

პარალელურად, დღეს კარანტინულ იზოლაციაში 97 ადამიანია მოთავსებული და ზოგადად, სამედიცინო დაწესებულებებში წევს 40 შესაძლო შემთხვევა. დღეს დილას ლუგარში კიდევ შემოვიდა 14 ნიმუში, ორი ქუთაისიდან, ერთი გორიდან და დანარჩენი ინფექციურიდან, რომელთა პასუხები იქნება დღის მეორე ნახევარში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა

მთავრობა განმარტავს, ვისთვის იქნება დასაშვები 27 და 28 აპრილს თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა-გასვლა

"არ ვთვლით საჭიროდ, რეაგირება მოვახდინოთ პოლიტიკური სახის განცხადებებზე" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება