ავტორი:

"პირველი პაციენტის მიღებიდან დღემდე, არც ერთ ექიმს, ფეხმძიმეებსაც კი, შვებულება არ აუღიათ" - რას უყვება "კვირის პალიტრას" ექიმი ჩინეთიდან

"პირველი პაციენტის მიღებიდან დღემდე, არც ერთ ექიმს, ფეხმძიმეებსაც კი, შვებულება არ აუღიათ" - რას უყვება "კვირის პალიტრას" ექიმი ჩინეთიდან

როგორ ებრძვიან ჩინეთში კორონავირუსს, სახელად COVID-19-ს, რა რეჟიმში მუშაობენ ადგილობრივი ექიმები და რა ვითარებაა იმ ქვეყანაშიც, სადაც ვირუსი პირველად გამოვლინდა, გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ჩინეთის ქალაქ იუშის (ჯეძიანის პროვინცია) საავადმყოფოს იემენელ ექიმ ამარ ალბადანისთან ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდებს:

- 20 წელზე მეტია ჩინეთში ვცხოვრობ და ვმუშაობ. პირველად აქ 1996 წელს ჩამოვედი და ეს ქვეყანა ჩემთვის უკვე მეორე სამშობლოსავით არის. აქ მივიღე მედიცინის დოქტორის ხარისხი. რამდენიმე პროვინციაში იმუნოდეფიციტურ ვირუსებზე მომიწია მუშაობამ.

2003 წელს აქ სარსი SARS მძვინვარებდა, მოგვიანებით ებოლა და H1N1-ც იყო, მაგრამ გავუძელით, თან ოქროს გამოცდილება მივიღეთ... ამ პროვინციაში 100-ზე მეტი ქვეყნიდან 15 ათასზე მეტი უცხოელი ცხოვრობს და მუშაობს.

- თქვენ ქალაქ უხანშიც იყავით. რა ხდება ახლა იმ ქალაქსა და პროვინციაში?

- იქ მხოლოდ რამდენიმე დღე ვიყავი, როდესაც ვირუსი ახალი აფეთქებული იყო. მოხალისეებთან ერთად ჩავედი, რადგან ჩვენი კოლეგები პირბადისა და სხვა დამცავი აღჭურვილობის მოუხსნელად რამდენიმე საათს შეუსვენებლად მუშაობდნენ და ფეხზე ძლივს იდგნენ... ვითარება ნამდვილად მძიმე იყო.

თუკი ამით საზოგადოების დამშვიდებას შევძლებთ, არც ერთი პაციენტი მოზარდი არ ყოფილა

ვითარება ახლაც მძიმეა, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება. პაციენტები, რომელთაც ვირუსის მძიმე ფორმა ჰქონდათ, ჰოსპიტალში მკურნალობენ, გამომჯობინების შემდგომ კი შინ, ექიმის მეთვალყურეობით აგრძელებენ მკურნალობას. არიან ისეთებიც, ვინც წავიდნენ, ჩვენ კი დავრჩით. პანიკას აყოლილი ჩინელებიც გაერიდნენ აქაურობას, რაც სხვებზე ფსიქოლოგიურად ცუდად აისახა.

ყველა თავისებურად იღებს ამა თუ იმ მოვლენას, ვადევნებ ევროპას თვალს, ზოგან პანიკაა, ზოგან არა. ჩინელ ერს სწრაფი ადაპტაციის უნარი აქვს. ქალაქებში ვერ ნახავთ პირბადის გარეშე ადამიანს. ნებისმიერ დაწესებულებასთან უზარმაზარი ცოცხალი რიგია და თან, მოწესრიგებულია.

- როგორია თქვენი მუშაობის გრაფიკი?

- დღე-ღამის განმავლობაში, შეუსვენებელი მუშაობის კვალდაკვალ, ათეულობით სატელეფონო ზარს ვპასუხობთ. ყველა ვალდებულია, ზარებს უპასუხოს, რადგან საუბარი ხალხს ფსიქოლოგიურად ამშვიდებს.

ჩვენი ქალაქის საავადმყოფოში ერთდროულად 150 პაციენტის მიღება შეგვიძლია. გვაქვს იზოლირებული პალატებიც მძიმე პაციენტებისთვის. იანვრის დასაწყისიდან, ანუ პირველი პაციენტის გამოვლენიდან დღემდე, არც ერთ ექიმს, მათ შორის ფეხმძიმეებსაც კი, შვებულება არ აუღია... წაიკითხეთ ვრცლად

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"