საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ ცერცვაძე - ვერ ჩავერევი რელიგიის კომპეტენციაში, მაგრამ რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ერთჯერად კოვზს გავუწევდი
თენგიზ ცერცვაძე - ვერ ჩავერევი რელიგიის კომპეტენციაში, მაგრამ რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ერთჯერად კოვზს გავუწევდი

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის რე­კო­მენ­და­ცი­ას ზი­ა­რე­ბის დროს ერთჯე­რად კოვ­ზებს გა­უ­წევ­და.

„მე ვერ ჩა­ვე­რე­ვი რე­ლი­გი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში, მაგ­რამ მე რა თქმა უნდა, რე­კო­მენ­და­ცი­ას ერთჯე­რად კოვ­ზს გა­ვუ­წევ­დი“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ „ღვი­ნო არის ან­ტი­სეპ­ტი­კი და მას­ში გაწ­მენ­დი­ლი კოვ­ზი ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლია, რაც შე­ე­ხე­ბა ერთჯე­რა­დი კოვ­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ეს პრინ­ცი­პუ­ლად არას­წო­რია“.

გუ­შინ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ.

„სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბულ ეპი­დე­მი­ას­თან, - კო­რო­ნა­ვირუს­თან (COVID-19) და­კავ­ში­რე­ბით გან­ვმარ­ტავთ შემ­დეგს: ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში და­ი­დო ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს რუ­მი­ნე­თის ეკ­ლე­სი­ამ, ვირუ­სი­სა­გან თავ­დაც­ვის მიზ­ნით, ზი­ა­რე­ბი­სათ­ვის ერთჯე­რა­დი კოვ­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა გას­ცა, რაც გა­და­მოწ­მდა და, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სი­მარ­თლე არ აღ­მოჩ­ნდა.

ზი­ა­რე­ბის­თვის ერთი კოვ­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ათას­წლო­ვან ის­ტო­რი­ას ით­ვლის. ამ ხნის მან­ძილ­ზე არა­ერ­თხელ ქონ­და ად­გი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას. ასეთ პე­რი­ო­დებ­ში მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მორ­წმუ­ნე­ნი არა­თუ უშინ­დე­ბოდ­ნენ სა­ერ­თო ბარ­ძი­მი­დან სა­ერ­თო კოვ­ზით ზი­ა­რე­ბას, პი­რი­ქით, კი­დევ უფრო ხში­რად მი­ე­ახ­ლე­ბოდ­ნენ ამ სიწ­მინ­დეს, რად­გან, რო­გორც ყვე­ლამ ვი­ცით, წმინ­და ზი­ა­რე­ბი­სას ადა­მი­ა­ნი იღებს ქრის­ტეს წმინ­და სის­ხლსა და ხორცს, – განმწმენ­დელ­სა და მა­კურ­ნე­ბელს სუ­ლი­სა და ხორ­ცი­სა. ამას­თან, სა­ერ­თო თაყ­ვა­ნის­ცე­მის­თვის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა გა­მო­აბ­რძა­ნებ­და ხოლ­მე სა­ეკ­ლე­სიო სიწ­მინ­დე­ებს: სა­ხა­რე­ბას, ჯვრებს, ხა­ტებს, წმინ­და ნა­წი­ლებს და აწყობ­დნენ ლი­ტა­ნი­ო­ბებს.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II-ის კურ­თხე­ვით სა­სურ­ვე­ლია, კვი­რას, 1 მარტს, შენ­დო­ბის ლოც­ვის წა­კი­თხვის შემ­დეგ, ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ა­ში შედ­გეს ტაძ­რის გარ­შე­მო ლი­ტა­ნი­ო­ბა, ნა­კურ­თხი წყლის სხუ­რე­ბა და ხალ­ხის და­ლოც­ვა.

თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში შენ­დო­ბის ლოც­ვის მსა­ხუ­რე­ბა და­ი­წყე­ბა სა­ღა­მოს, 18:00 სა­ათ­ზე; მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი კმე­ვით, სა­ხა­რე­ბის, ჯვრე­ბის, ხა­ტე­ბის შე­მო­ტა­რე­ბით აღეს­რუ­ლე­ბა ლი­ტა­ნი­ო­ბა და ნა­კურ­თხი წყლით ხალ­ხის და­ლოც­ვა",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თენგიზ ცერცვაძე - ვერ ჩავერევი რელიგიის კომპეტენციაში, მაგრამ რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ერთჯერად კოვზს გავუწევდი

თენგიზ ცერცვაძე - ვერ ჩავერევი რელიგიის კომპეტენციაში, მაგრამ რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ერთჯერად კოვზს გავუწევდი

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის რეკომენდაციას ზიარების დროს ერთჯერად კოვზებს გაუწევდა.

„მე ვერ ჩავერევი რელიგიის კომპეტენციაში, მაგრამ მე რა თქმა უნდა, რეკომენდაციას ერთჯერად კოვზს გავუწევდი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია, რაც შეეხება ერთჯერადი კოვზების გამოყენებას, ეს პრინციპულად არასწორია“.

გუშინ აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან, - კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა.

ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით სასურველია, კვირას, 1 მარტს, შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში შედგეს ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა.

თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის მსახურება დაიწყება საღამოს, 18:00 საათზე; მისი დასრულების შემდეგ კი კმევით, სახარების, ჯვრების, ხატების შემოტარებით აღესრულება ლიტანიობა და ნაკურთხი წყლით ხალხის დალოცვა",- ნათქვამია განცხადებაში.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"