დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ისინი ზიარების წესის შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ იღებენ, რადგან ეს საპატრიარქოს პრეროგატივაა.
როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ საპატრიარქოსთან ხშირი კავშირი აქვთ და კორონავირუსთან დაკავშირებითაც შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.
„საპატრიარქოსთან ხშირი კონტაქტი გვაქვს. ორი კვირის წინ, როდესაც ჩინეთს გარეთ უკვე შემთხვევების რაოდენობამ იმატა, საპატრიარქოს სამედიცინო სამსახურის მოთხოვნით შეხვედრა გვქოდნა. ჩვენს მთავარ ეპიდემიოლოგს, ყველაზე კომპეტენტურს, ბევრად კომპეტენტურს, ვიდრე მე ვარ ამ შემთხვევაში, ხათუნა ზახაშვილს ვთხოვე და მან ჩაატარა დაახლოებით 2 საათიანი შეხვედრა თბილისში, საპატრიარქოში, როგორც მამაოებთან, ისე დედაოებთან. გაიგზავნა შესაბამისი რეკომენდაციები და გზავნილები. ერთ-ერთი მეუფის თხოვნით, მსგავსი შეხვედრა ეპარქიაშიც გაიმართა.
არ ვარ სასულიერო პირი და არ მაქვს უფლება რეკომენდაციაში ჩავდო ის სპეციფიკა და ნიუანსები, რაც რელიგიურ რიტუალებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ. ხოლო რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს, მოგეხსენებათ, საპატიარქო მაღალრეიტინგული და მოსახლეობისადმი საპატივცემულო ინსტიტუციაა საქართველოში და ამ საკითხებს თვითონ წყვეტს, ჩვენ ზოგად რეკომენდაციებს ვიძლევით“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ყველაფერი საოცარი ამ ქვეყანაში როგორ ხდება... ჯანდაცვის მინისტრი ხარ თუ თოჯინების თეატრის დირექტორი, რას ქვია, უფლება არ გაქვს, მრევლს ორი სიტყვა რომ უთხრა და ილუზიებიდან გამოიყვანო, არ შეგიძლია? რისთვის იღებთ ამ ზომებს, თუ ერთმა დაინფიცირებულმა ადამიანმა მთელ მრევლს შეუძლია გადადოს ვირუსი და შემდეგ კი გეომეტრიული პროგრესიით? აღიარეთ მაშინ, რომ გვაქვს თეოკრატიული სახელმწიფო და შეცვალეთ კონსტიტუცია!
ერს რომელსაც ერთი უბრალო ვირუსი აშინებს ის ერი ერი არაა, აბა ჩვენ რისი ომის მომგები ვართ, მაგიტომაცაა ყველა ომში რო ვმარცხდებით ბოლო 30 წელია.ეხლა აღარ მიკვირს 2008 ში 1 ტანკი რო წამოვიდა ვითომ თბილისისკენ და კახეთის გზატკეცილზე რა ხდებოდა... სამწუხაროა და გული მტკივა, მაგრამ ასეთ ერს მომავალი არა აქვს....ამას მარაზმიც აღარ ქვია, სანამ ვირუსი გადაეყრება ამ ხალხს მანამ კვდევიან უმეტესობა...