მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოქალაქეების შემოსვლა ირანიდან და ჩინეთიდან შეწყდა, ყველაზე მეტი პირი იტალიიდან შემოდის" - ამირან გამყრელიძე უახლესი მონაცემებით
"მოქალაქეების შემოსვლა ირანიდან და ჩინეთიდან შეწყდა, ყველაზე მეტი პირი იტალიიდან შემოდის" - ამირან გამყრელიძე უახლესი მონაცემებით

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირა­ნი­დან და ჩი­ნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­კა­დის შე­მოს­ვლა თით­ქმის შე­წყდა, იტა­ლი­ი­დან კი ყვე­ლა­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქის შე­მოს­ვლა ფიქ­სირ­დე­ბა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა სა­კა­რან­ტი­ნო და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟი­მე­ბი. კა­რან­ტინ­ში კი 119 ადა­მი­ა­ნია.

„დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მა­ღალ და­სე­ნი­ა­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­სულ ადა­მი­ან­თა მო­ნი­ტო­რინგს. თით­ქმის შე­წყდა ირა­ნი­დან და ჩი­ნე­თი­დან შე­მოს­ვლა ადა­მი­ა­ნე­ბის, ყვე­ლა­ზე დიდი შე­მოს­ვლა ფიქ­სირ­დე­ბა, რა თქმა უნდა, იტა­ლი­ი­დან. ძი­რი­თა­დად შე­მო­დი­ან ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი. მუ­შა­ობს სხვა­დას­ხვა სა­კა­რან­ტი­ნო და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟი­მე­ბი. კა­რან­ტინ­ში გახ­ლავთ 119 ადა­მი­ა­ნი. აქე­დან 31 სა­ჩხე­რე­ში, აბას­თუ­მან­ში - 26, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ცენ­ტრის ბავ­შვთა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში - 14, "ვივა მე­დის" სას­ტუმ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში - 35. დღეს და­ე­მა­ტა ცენ­ტრა­ლუ­რი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო. გუ­შინ მოხ­და მისი დაც­ლა და იქ წევს 13 ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც კო­რო­ნა­ვირუს­ზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის მქო­ნე­ე­ბი, გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი იქ­ნენ ძი­რი­თა­დად ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან. ბოქ­სი­რე­ბულ­ში რჩე­ბა 25 ადა­მი­ა­ნი, აქე­დან, რო­გორც გი­თხა­რით, 3 არის და­დე­ბი­თი. და­ნარ­ჩე­ნე­ბი კვლე­ვის ფა­ზა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის სამი შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და­უდ­გინ­და, რო­მე­ლიც 50 წლამ­დე მა­მა­კა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან შე­მო­ვი­და. მე­ო­რე 31 წლის ქა­ლია, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში იტა­ლი­ი­დან ჩა­მოფ­რინ­და. მე­სა­მე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ციც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, რო­მე­ლიც ირან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 130 შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვაა გა­მოკ­ვლე­უ­ლი, 24 ადა­მი­ა­ნის ანა­ლი­ზის პა­სუ­ხი კი დღეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ვე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ვან­დე­ლი დღით გვაქვს 130 შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა გა­მოკ­ვლე­უ­ლი და 3 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. გუ­შინ და­მა­ტე­ბით იქნა გა­მოკ­ვლე­უ­ლი 37 შემ­თხვე­ვა ყვე­ლა გახ­ლდათ უარ­ყო­ფი­თი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გუ­შინ დი­ლით და­ვა­დას­ტუ­რეთ ერთი, მე­სა­მე და­დე­ბი­თი შემ­თხვე­ვა. ერ­თი­ა­ნად, რაც და­ი­წყო ეპი­და­ფეთ­ქე­ბა ჩი­ნეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში გვქონ­და 130 შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 3 შემ­თხვე­ვა. სა­მი­ვე გა­დის დაკ­ვირ­ვე­ბა­სა და მკურ­ნა­ლო­ბას ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მათი კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. დღეს კი­დევ ლუ­გა­რის ცენ­ტრში გა­დაგ­ზავ­ნი­ლია თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და ასე­ვე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან 24 ნი­მუ­ში, რო­მელ­თა პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა გლო­ბა­ლურ სტა­ტის­ტი­კას, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ ბევ­რად მო­ი­მა­ტა სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, იტა­ლი­ა­ში კი მათი რი­ცხვი 1000-ს გა­დას­ცდა.

„გლო­ბა­ლუ­რად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 87 ათა­სი შემ­თხვე­ვა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ერ­თად აღე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე მეტი გახ­ლავთ ჩი­ნეთ­ში, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად მო­მა­ტე­ბუ­ლია რა­ო­დე­ნო­ბა სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, იტა­ლი­ა­ში გა­დას­ცდა 1000-ს. კარ­გია, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მი­აღ­წია 43 ათასს, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა არის და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათას 900“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
21

გუშინ 24 დღეს 24 ორი დღის წინ 24 რას ოტყუებით თქვით სიმართლე

gela
12

კორონას შავი შოკოლადი ყოფილა კორონა ვირუსის უებარი წამალი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მოქალაქეების შემოსვლა ირანიდან და ჩინეთიდან შეწყდა, ყველაზე მეტი პირი იტალიიდან შემოდის" - ამირან გამყრელიძე უახლესი მონაცემებით

"მოქალაქეების შემოსვლა ირანიდან და ჩინეთიდან შეწყდა, ყველაზე მეტი პირი იტალიიდან შემოდის" - ამირან გამყრელიძე უახლესი მონაცემებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ირანიდან და ჩინეთიდან საქართველოში ნაკადის შემოსვლა თითქმის შეწყდა, იტალიიდან კი ყველაზე მეტი მოქალაქის შემოსვლა ფიქსირდება.

მისივე ინფორმაციით, მუშაობს სხვადასხვა საკარანტინო და თვითიზოლაციის რეჟიმები. კარანტინში კი 119 ადამიანია.

„დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანთა მონიტორინგს. თითქმის შეწყდა ირანიდან და ჩინეთიდან შემოსვლა ადამიანების, ყველაზე დიდი შემოსვლა ფიქსირდება, რა თქმა უნდა, იტალიიდან. ძირითადად შემოდიან ჩვენი თანამემამულეები. მუშაობს სხვადასხვა საკარანტინო და თვითიზოლაციის რეჟიმები. კარანტინში გახლავთ 119 ადამიანი. აქედან 31 საჩხერეში, აბასთუმანში - 26, ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში - 14, "ვივა მედის" სასტუმრო განყოფილებაში - 35. დღეს დაემატა ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო. გუშინ მოხდა მისი დაცლა და იქ წევს 13 ადამიანი, რომლებიც, როგორც კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის მქონეები, გადაყვანილები იქნენ ძირითადად ინფექციური საავადმყოფოდან. ბოქსირებულში რჩება 25 ადამიანი, აქედან, როგორც გითხარით, 3 არის დადებითი. დანარჩენები კვლევის ფაზაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 130 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, 24 ადამიანის ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სამივე ინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„საქართველოში დღევანდელი დღით გვაქვს 130 შესაძლო შემთხვევა გამოკვლეული და 3 დადასტურებული. გუშინ დამატებით იქნა გამოკვლეული 37 შემთხვევა ყველა გახლდათ უარყოფითი. მოგეხსენებათ, გუშინ დილით დავადასტურეთ ერთი, მესამე დადებითი შემთხვევა. ერთიანად, რაც დაიწყო ეპიდაფეთქება ჩინეთში, საქართველოში გვქონდა 130 შესაძლო შემთხვევა და დადასტურებულია 3 შემთხვევა. სამივე გადის დაკვირვებასა და მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კიდევ ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და ასევე დასავლეთ საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან 24 ნიმუში, რომელთა პასუხი იქნება დღის განმავლობაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ ბევრად მოიმატა სამხრეთ კორეაში, იტალიაში კი მათი რიცხვი 1000-ს გადასცდა.

„გლობალურად დაფიქსირებული და დადასტურებულია დაახლოებით 87 ათასი შემთხვევა ყველა ქვეყანაში ერთად აღებული. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი გახლავთ ჩინეთში, მაგრამ სერიოზულად მომატებულია რაოდენობა სამხრეთ კორეაში, იტალიაში გადასცდა 1000-ს. კარგია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მიაღწია 43 ათასს, სიკვდილიანობა არის დაახლოებით 2 ათას 900“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"