მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია" - რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი ზიარებასა და ხატების მთხვევაზე
"ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია" - რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი ზიარებასა და ხატების მთხვევაზე

ხა­ტებს ვინც ემ­თხვე­ვა, იმას რომ ეს აუკ­რძა­ლო, მის­თვის ეს ბევ­რად უფრო მძი­მე ზი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სი, - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ეკ­ლე­სია არა­ვის ავალ­დე­ბუ­ლებს, რომ ხა­ტებს ემ­თხვი­ონ, თუმ­ცა რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ ეს არ გა­ა­კე­თონ, ვერ გას­ცემს.

„ხა­ტებს ვინც ემ­თხვე­ვა, იმას რომ ეს აუკ­რძა­ლო, მის­თვის ეს ბევ­რად უფრო მძი­მე ზი­ა­ნი იქ­ნე­ბა მისი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის­თვის, ვიდ­რე კო­რო­ნა­ვირუ­სი. მე მა­გა­ლი­თად, რომ ვი­ცო­დე, რომ ხატს თუ ვემ­თხვე­ვი, გა­და­მე­დე­ბა, მა­ინც აუ­ცი­ლებ­ლად ვემ­თხვე­ვი, რად­გან ხა­ტია, მად­ლი მო­დის იქი­დან და ამი­ტომ არ გა­და­მე­დე­ბა. არა­ვის ვა­ვალ­დე­ბუ­ლებთ, რომ ხა­ტებს ემ­თხვი­ონ. თუ ადა­მი­ა­ნი იმის ში­შით, რომ გა­და­ე­დე­ბა, არ ემ­თხვე­ვა, თუ შე­უძ­ლია ამის გა­კე­თე­ბა, ნუ გა­ა­კე­თებს, მაგ­რამ ჩვენ ამა­ზე რე­კო­მენ­და­ცი­ას ადა­მი­ა­ნებს ვერ მივ­ცემთ”, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

მე­უ­ფემ ზი­ა­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. მისი თქმით, ღვი­ნო, რომ­ლი­თაც ვე­ზი­ა­რე­ბით, ქრის­ტეს სის­ხლია და “წვავს და გან­წმენ­დს ყვე­ლა­ფერს”.

“ღვი­ნო, რო­მე­ლიც ბარ­ძიმ­ში გარ­და­იქ­მნე­ბა სის­ხლად, რი­თიც ვე­ზი­ა­რე­ბით, არის ან­ტი­სეპ­ტი­კი, რე­ლი­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის გა­რე­შე რომ ვთქვათ. ღვი­ნო­ში გაწ­მენ­დი­ლი კოვ­ზი არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან. რაც შე­ე­ხე­ბა ერთჯე­რად კოვ­ზებს, ეს არის პრინ­ცი­პუ­ლად არას­წო­რი. იმი­ტომ რომ, გარ­და იმი­სა, რომ ღვი­ნო სის­ხლად გარ­და­იქ­ცე­ვა, გვჯე­რა, რომ ეს არის ქრის­ტეს სის­ხლი და ხორ­ცი, რო­მე­ლიც თვი­თონ წვავს ყვე­ლა­ფერს და გან­წმენ­დს ყვე­ლა­ნა­ირ ავად­მყო­ფო­ბას”, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მისი თქმით, ადა­მი­ა­ნის­თვის პა­ნი­კა ბევ­რად უფრო სა­ზი­ა­ნოა, ვიდ­რე თა­ვად ვირუ­სი და მრევლს მო­უ­წო­დებს პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვის მი­ხედ­ვით, სახ­ლს ნა­კურ­თხი წყა­ლი ას­ხუ­რონ.

“რაც შე­ე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუსს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­ვა­ზუს­ტე და გა­ვარ­კვიე, რომ ბავ­შვებ­ში არის სულ ერთი თუ ორი შემ­თხვე­ვა. პა­ტა­რა ბავ­შვებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი არ ვრცელ­დე­ბა. სა­შუ­ა­ლო ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი ვრცელ­დე­ბა, მაგ­რამ ჯან­მრთელ ადა­მი­ანს ძი­რი­თა­დად მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე გა­და­აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ასა­კო­ვან ადა­მი­ანს, მათ­თვის სა­ბე­დის­წე­როა, თუ არ უმ­კურ­ნა­ლე დრო­ზე. ძი­რი­თა­დი შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლი­ო­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, რა თქმა უნდა, სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა შევ­ხე­დოთ ამას, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, პა­ნი­კის ატეხ­ვა არაა სწო­რი. ქარ­თვე­ლებს გვაქვს ასე­თი ან­და­ზა: დე­დის წინ მორ­ბე­ნალ კვიცს ან მგე­ლი შე­ჭამს ან მგლის ფერი ძაღ­ლიო. მგე­ლი არის ეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და მგლის­ფე­რი ძაღ­ლი არის პა­ნი­კა, რო­მე­ლიც უფრო სა­ში­შია, ვიდ­რე თვი­თონ კო­რო­ნა­ვირუ­სი, ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებ მო­სახ­ლე­ო­ბას, ნუ მი­ე­ცე­მით პა­ნი­კას. პატ­რი­არ­ქმა ასე­თი რამ თქვა, ყო­ველ დი­ლას და სა­ღა­მოს ნა­კურ­თხი წყა­ლი ვას­ხუ­როთ სახ­ლში, რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა შე­ას­რუ­ლა ეს ლოც­ვა-კურ­თხე­ვა? გა­ა­კე­თეთ და არ მო­გე­კა­რე­ბათ ეს კო­რო­ნა­ვირუ­სი”, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
93

არ დაიჯეროთ! ჯერ ერთი ესენი წესიერს არაფერს დაგალევინებენ... ჯანმრთელი ახალშობილი ლამის მომიკლეს, საავადმყოფოში მოვხვდით, იმიტომ, რომ იანვარში გაყუნულ წყალში ჩასვეს მონათვლისას. დღემდის მოგვყვება მაშინდელი. ამათ ენდობა მხოლოდ გაუნთლებელი ცხვრების ფარა!

რეზო
17

ვისაც სჯერა, გაატარეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია" - რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი ზიარებასა და ხატების მთხვევაზე

"ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია" - რას ამბობს მეუფე ნიკოლოზი ზიარებასა და ხატების მთხვევაზე

ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება, ვიდრე კორონავირუსი, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკლესია არავის ავალდებულებს, რომ ხატებს ემთხვიონ, თუმცა რეკომენდაციას, რომ ეს არ გააკეთონ, ვერ გასცემს.

„ხატებს ვინც ემთხვევა, იმას რომ ეს აუკრძალო, მისთვის ეს ბევრად უფრო მძიმე ზიანი იქნება მისი სულიერი ცხოვრებისთვის, ვიდრე კორონავირუსი. მე მაგალითად, რომ ვიცოდე, რომ ხატს თუ ვემთხვევი, გადამედება, მაინც აუცილებლად ვემთხვევი, რადგან ხატია, მადლი მოდის იქიდან და ამიტომ არ გადამედება. არავის ვავალდებულებთ, რომ ხატებს ემთხვიონ. თუ ადამიანი იმის შიშით, რომ გადაედება, არ ემთხვევა, თუ შეუძლია ამის გაკეთება, ნუ გააკეთებს, მაგრამ ჩვენ ამაზე რეკომენდაციას ადამიანებს ვერ მივცემთ”, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

მეუფემ ზიარების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ღვინო, რომლითაც ვეზიარებით, ქრისტეს სისხლია და “წვავს და განწმენდს ყველაფერს”.

“ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი არის თავისუფალი ბაქტერიებისგან. რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს, ეს არის პრინციპულად არასწორი. იმიტომ რომ, გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქცევა, გვჯერა, რომ ეს არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელიც თვითონ წვავს ყველაფერს და განწმენდს ყველანაირ ავადმყოფობას”, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, ადამიანისთვის პანიკა ბევრად უფრო საზიანოა, ვიდრე თავად ვირუსი და მრევლს მოუწოდებს პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიხედვით, სახლს ნაკურთხი წყალი ასხურონ.

“რაც შეეხება კორონავირუსს, აბსოლუტურად დავაზუსტე და გავარკვიე, რომ ბავშვებში არის სულ ერთი თუ ორი შემთხვევა. პატარა ბავშვებში კორონავირუსი არ ვრცელდება. საშუალო ასაკის ადამიანებში კორონავირუსი ვრცელდება, მაგრამ ჯანმრთელ ადამიანს ძირითადად მკურნალობის გარეშე გადააქვს. რაც შეეხება ასაკოვან ადამიანს, მათთვის საბედისწეროა, თუ არ უმკურნალე დროზე. ძირითადი შემთხვევები მსოფლიოში სიკვდილიანობის ასაკოვან ადამიანებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა შევხედოთ ამას, მაგრამ მეორე მხრივ, პანიკის ატეხვა არაა სწორი. ქართველებს გვაქვს ასეთი ანდაზა: დედის წინ მორბენალ კვიცს ან მგელი შეჭამს ან მგლის ფერი ძაღლიო. მგელი არის ეს კორონავირუსი და მგლისფერი ძაღლი არის პანიკა, რომელიც უფრო საშიშია, ვიდრე თვითონ კორონავირუსი, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, ნუ მიეცემით პანიკას. პატრიარქმა ასეთი რამ თქვა, ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში, რამდენმა ადამიანმა შეასრულა ეს ლოცვა-კურთხევა? გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი”, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

თბილისში საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია - ფოტორეპორტაჟი დედაქალაქიდან

"მონაცემები არის სწორი... ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე" - რა განმარტებას აკეთებს მარინა ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 496-მდე გაიზარდა