პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს პაციენტი, რომელიც ინფექციურის ბოქსირებულ პალატაშია: "ჩემს თვალწინ გახსნეს ახალი თეთრეული, გაანიავეს ოთახი..."
რას წერს პაციენტი, რომელიც ინფექციურის ბოქსირებულ პალატაშია: "ჩემს თვალწინ გახსნეს ახალი თეთრეული, გაანიავეს ოთახი..."

იტა­ლი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია, იქ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ყვე­ლა­ფერს დავ­წერ ობიქ­ტუ­რად, არც ერთ სი­ტყვას არ გა­და­ვა­მე­ტებ. 17:00 სა­ათ­ზე მო­ვე­დი ჩემი ფე­ხით, ჩა­ი­წე­რეს მო­ნა­ცე­მე­ბი, გა­მი­ზო­მეს სი­ცხე და მთხრეს, რომ უნდა დავ­ლო­დე­ბო­დი, 18:00 სა­ა­თამ­დე ვი­ჯე­ქი ჭკვი­ა­ნად, ვპოს­ტავ­დი აქ.

19:00 სა­ათ­ზე გად­მო­მიყ­ვა­ნეს ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და უი, შენ ორ­სუ­ლი გოგო არ ხარო? არა-მეთ­ქი, ეს არა ვერ გა­ი­გეს, ეტყო­ბა, და წამო-წამო ისევ მიმ­ღებ­შიო.

წა­მიყ­ვა­ნეს, იქ დამ­ხვდა ორ­სუ­ლი გოგო, ვი­შიც ავე­რიე (მსუ­ქა­ნა რომ ვარ ამი­ტომ), ჰოდა ამ გო­გოს ხარ­ჯზე მგო­ნი კაი "მოშნ" რიგს გა­და­ვახ­ტი შემ­თხვე­ვით და ამი­ღეს ნა­ცხი, ლუ­გა­რის გოგო იყო უმ­შვი­დე­სი და ძაან კარ­გი გოგო.

ასევე დაგაინტერესებთ
10:30 / 05-03-2020

Facebook-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

და­მაბ­რუ­ნეს ბოქსში, დამ­სვევს დე­რე­ფან­ში და ვე­ლო­დე­ბო­დი პა­ლა­ტას.

შე­მიყ­ვა­ნეს პა­ლა­ტა­ში, ჩემს თვალ­წინ გახ­სნეს სულ ახა­ლი თეთ­რე­უ­ლი, გა­და­აკ­რეს, გა­ა­ნი­ა­ვეს ოთა­ხი, და­გა­ვეს გაწ­მინ­დეს... ამი­ღეს სის­ხლი ვე­ნი­დან, შე­მო­მი­ტა­ნეს თერ­მო­მეტ­რი, რომ ვა­კონ­ტრო­ლო სი­ცხე. ყავთ უამ­რა­ვი პა­ცი­ენ­ტი, არ ჩერ­დე­ბა ცხე­ლი ხაზი, ყვე­ლას აც­ვია უნი­ფორ­მა, უკე­თია პირ­ბა­დე, მეც მომ­ცეს ახა­ლი.

არი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ექი­მე­ბი და ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლე­ბი. ეხლა შე­მო­ვიდ­ნენ და დიდი მე­ნიუ ჩა­მო­მით­ვა­ლეს, რა გა­ჭა­მოთ ამო­ირ­ჩი­ეო. ძაან საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან მარ­თლა, ნუ ლან­ძღავთ სულ", - წერს მაია მეს­ტუმ­რე.

გო­გო­ნა იტა­ლი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაბ­რუნ­და. რო­გორ ამ­ბობს, დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი თვი­თი­ზო­ლი­ა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მას შემ­დეგ, რაც ტემ­პე­რა­ტუ­რამ აუ­წია, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­მარ­თა.

"მოკ­ლედ ეგე­თი ამ­ბა­ვია - რაც იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან არ გავ­სულ­ვარ და ვი­ყა­ვი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. ცოტა მახ­ვე­ლებს, ცოტა სურ­დო მაქვს და ცო­ტაც სი­ცხემ მომ­ცა, მო­ვე­დი ეგ­რე­ვე ინ­ფექ­ცი­ურ­ში სი­ცხე გა­მი­ზო­მეს და ვზი­ვარ მიმ­ღებ­ში.

6-ზე ხალ­ხს გა­იყ­ვა­ნე­ნო და შენ შე­გიყ­ვან­თო, ჰოდა არც ანა­ლი­ზის, არც ინ­ფექ­ცი­ურ­ში და არც კა­რან­ტინ­ში წო­ლის მე­ში­ნია და მგო­ნია, რომ სწო­რად მო­ვი­ქე­ცი, აქ რომ მო­ვე­დი, ყე­ლა­ზე მე­ტად რა­საც ვნა­ნობ, ის არის, რომ მე­ო­რე დღეს­ვე არ მო­ვე­დი.. იმი­ტიმ რომ უკვე კა­რან­ტინ­ში ვიქ­ნე­ბო­დი წა­მო­გო­რე­ბუ­ლი...

ჰოდა ხალ­ხო, რა­ვი­ცი მე, ეს მგო­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, თორე მეც მჯე­რა და რა­ღაც პონ­ტში ზუს­ტა­დაც ვიცი, რომ უბ­რა­ლოდ გავ­ცივ­დი. ვინც თან­ხის ან რა­ი­მე სხვა მი­ზე­ზით არ მო­დი­ხართ, რა­ვი­ცი ყვე­ლა­ფე­რი არის უფა­სო და სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნვლყოფს. და­მა­ტე­ბით აბებს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­გაწ­ვდით ხოლ­მე, არც კო­რო­ნას გა­მო­გა­პა­რებთ", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის სამი შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და­უდ­გინ­და, რო­მე­ლიც 50 წლამ­დე მა­მა­კა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან შე­მო­ვი­და. მე­ო­რე 31 წლის ქა­ლია, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში იტა­ლი­ი­დან ჩა­მოფ­რინ­და. მე­სა­მე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ციც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, რო­მე­ლიც ირან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
anuki
60

მე და ჩემი მეგობარიც მივედით ჩამოსვლისთანავე ჩვენი ფეხით, ავუხსენით ორივეს გვტკიოდა ყელი უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში. თუმცა არავინ დაინტერესებულა არც სიცხის გაზომვით და საერთოდ არაფრით. მხოლოდ საკონტაქტო ნომერი დაიტოვეს, ადგილები არ გვაქვსო და მიგვაბრძანეს

მაკო
5

ჩვენ რა ვქნათ, ვის დავუჯეროთ? ზოგიერთს სულ ცუდის დანახვა უნდა და...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

რას წერს პაციენტი, რომელიც ინფექციურის ბოქსირებულ პალატაშია: "ჩემს თვალწინ გახსნეს ახალი თეთრეული, გაანიავეს ოთახი..."

რას წერს პაციენტი, რომელიც ინფექციურის ბოქსირებულ პალატაშია: "ჩემს თვალწინ გახსნეს ახალი თეთრეული, გაანიავეს ოთახი..."

იტალიიდან დაბრუნებული ქართველი გოგონა, რომელიც ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია, იქ არსებული მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"ყველაფერს დავწერ ობიქტურად, არც ერთ სიტყვას არ გადავამეტებ. 17:00 საათზე მოვედი ჩემი ფეხით, ჩაიწერეს მონაცემები, გამიზომეს სიცხე და მთხრეს, რომ უნდა დავლოდებოდი, 18:00 საათამდე ვიჯექი ჭკვიანად, ვპოსტავდი აქ.

19:00 საათზე გადმომიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში და უი, შენ ორსული გოგო არ ხარო? არა-მეთქი, ეს არა ვერ გაიგეს, ეტყობა, და წამო-წამო ისევ მიმღებშიო.

წამიყვანეს, იქ დამხვდა ორსული გოგო, ვიშიც ავერიე (მსუქანა რომ ვარ ამიტომ), ჰოდა ამ გოგოს ხარჯზე მგონი კაი "მოშნ" რიგს გადავახტი შემთხვევით და ამიღეს ნაცხი, ლუგარის გოგო იყო უმშვიდესი და ძაან კარგი გოგო.

დამაბრუნეს ბოქსში, დამსვევს დერეფანში და ველოდებოდი პალატას.

შემიყვანეს პალატაში, ჩემს თვალწინ გახსნეს სულ ახალი თეთრეული, გადააკრეს, გაანიავეს ოთახი, დაგავეს გაწმინდეს... ამიღეს სისხლი ვენიდან, შემომიტანეს თერმომეტრი, რომ ვაკონტროლო სიცხე. ყავთ უამრავი პაციენტი, არ ჩერდება ცხელი ხაზი, ყველას აცვია უნიფორმა, უკეთია პირბადე, მეც მომცეს ახალი.

არიან ყურადღებიანი ექიმები და ძალიან გადაღლილები. ეხლა შემოვიდნენ და დიდი მენიუ ჩამომითვალეს, რა გაჭამოთ ამოირჩიეო. ძაან საყვარლები არიან მართლა, ნუ ლანძღავთ სულ", - წერს მაია მესტუმრე.

გოგონა იტალიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. როგორ ამბობს, დაბრუნების შემდეგ გარკვეული პერიოდი თვითიზოლიაციაში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ტემპერატურამ აუწია, ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა.

"მოკლედ ეგეთი ამბავია - რაც იტალიიდან ჩამოვედი სახლიდან არ გავსულვარ და ვიყავი თვითიზოლაციაში. ცოტა მახველებს, ცოტა სურდო მაქვს და ცოტაც სიცხემ მომცა, მოვედი ეგრევე ინფექციურში სიცხე გამიზომეს და ვზივარ მიმღებში.

6-ზე ხალხს გაიყვანენო და შენ შეგიყვანთო, ჰოდა არც ანალიზის, არც ინფექციურში და არც კარანტინში წოლის მეშინია და მგონია, რომ სწორად მოვიქეცი, აქ რომ მოვედი, ყელაზე მეტად რასაც ვნანობ, ის არის, რომ მეორე დღესვე არ მოვედი.. იმიტიმ რომ უკვე კარანტინში ვიქნებოდი წამოგორებული...

ჰოდა ხალხო, რავიცი მე, ეს მგონია სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თორე მეც მჯერა და რაღაც პონტში ზუსტადაც ვიცი, რომ უბრალოდ გავცივდი. ვინც თანხის ან რაიმე სხვა მიზეზით არ მოდიხართ, რავიცი ყველაფერი არის უფასო და სახელმწიფო უზრუნვლყოფს. დამატებით აბებს შეძლებისდაგვარად მოგაწვდით ხოლმე, არც კორონას გამოგაპარებთ", - წერს ინტერნეტმომხმარებელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

თოვლიანი გაზაფხული დედაქალაქში - თბილისის ულამაზესი ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე

"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე