სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მართლმადიდებლები არ უშინდებოდნენ საერთო კოვზით ზიარებას" - საპატრიარქო ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
"მართლმადიდებლები არ უშინდებოდნენ საერთო კოვზით ზიარებას" - საპატრიარქო ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ზი­ა­რე­ბის­თვის ერთი კოვ­ზის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბულ ეპი­დე­მი­ას­თან, – კო­რო­ნა ვირუს­თან (COVID-19) და­კავ­ში­რე­ბით გან­ვმარ­ტავთ შემ­დეგს: ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში და­ი­დო ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს რუ­მი­ნე­თის ეკ­ლე­სი­ამ, ვირუ­სი­სა­გან თავ­დაც­ვის მიზ­ნით, ზი­ა­რე­ბი­სათ­ვის ერთჯე­რა­დი კოვ­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა გას­ცა, რაც გა­და­მოწ­მდა და, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სი­მარ­თლე არ აღ­მოჩ­ნდა.

ზი­ა­რე­ბის­თვის ერთი კოვ­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა ათას­წლო­ვან ის­ტო­რი­ას ით­ვლის. ამ ხნის მან­ძილ­ზე არა­ერ­თხელ ქონ­და ად­გი­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას. ასეთ პე­რი­ო­დებ­ში მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მორ­წმუ­ნე­ნი არა­თუ უშინ­დე­ბოდ­ნენ სა­ერ­თო ბარ­ძი­მი­დან სა­ერ­თო კოვ­ზით ზი­ა­რე­ბას, პი­რი­ქით, კი­დევ უფრო ხში­რად მი­ე­ახ­ლე­ბოდ­ნენ ამ სიწ­მინ­დეს, რად­გან, რო­გორც ყვე­ლამ ვი­ცით, წმინ­და ზი­ა­რე­ბი­სას ადა­მი­ა­ნი იღებს ქრის­ტეს წმინ­და სის­ხლსა და ხორცს, – განმწმენ­დელ­სა და მა­კურ­ნე­ბელს სუ­ლი­სა და ხორ­ცი­სა. ამას­თან, სა­ერ­თო თაყ­ვა­ნის­ცე­მის­თვის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა გა­მო­აბ­რძა­ნებ­და ხოლ­მე სა­ეკ­ლე­სიო სიწ­მინ­დე­ებს: სა­ხა­რე­ბას, ჯვრებს, ხა­ტებს, წმინ­და ნა­წი­ლებს და აწყობ­დნენ ლი­ტა­ნი­ო­ბებს.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II-ის კურ­თხე­ვით სა­სურ­ვე­ლია, კვი­რას, 1 მარტს, შენ­დო­ბის ლოც­ვის წა­კი­თხვის შემ­დეგ, ყვე­ლა ეკ­ლე­სი­ა­ში შედ­გეს ტაძ­რის გარ­შე­მო ლი­ტა­ნი­ო­ბა, ნა­კურ­თხი წყლის სხუ­რე­ბა და ხალ­ხის და­ლოც­ვა.

თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში შენ­დო­ბის ლოც­ვის მსა­ხუ­რე­ბა და­ი­წყე­ბა სა­ღა­მოს, 18:00 სა­ათ­ზე; მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი კმე­ვით, სა­ხა­რე­ბის, ჯვრე­ბის, ხა­ტე­ბის შე­მო­ტა­რე­ბით აღეს­რუ­ლე­ბა ლი­ტა­ნი­ო­ბა და ნა­კურ­თხი წყლით ხალ­ხის და­ლოც­ვა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
14

ღვთისგან არის შექმნილი ყოველი; ხილული და უხილავი, მიკრო და მაკრო სამყარო, მიკრობებით დაწყებული პლანეტებით-გალქტიკებით დამთავრებული. უფალი ამ ყოველივეს ღვთაებრივი სიბრძნით განაგებს. ადამიანს, მის გარეშე ერთი ღერი თმაც კი არ ჩამოგვარდება არამცთუ სნეულება და აღსასრული. და ყოველივე განსაცდელი რაც ხდება ჩვენს თავს ხდება, დაშვებულია ჩვენი ცოდვების გამო. კაცთა მოდგმის მრავალი უსჯულოების და სიბილწის შესაჩერებლად.

მერაბი
18

აბა რააა, ახლა ვირუსის გამო შემოსავალს დაკარგავენ, აი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მართლმადიდებლები არ უშინდებოდნენ საერთო კოვზით ზიარებას" - საპატრიარქო ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

"მართლმადიდებლები არ უშინდებოდნენ საერთო კოვზით ზიარებას" - საპატრიარქო ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქო ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენებასთან დაკავშირებით ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან, – კორონა ვირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა.

ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით სასურველია, კვირას, 1 მარტს, შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში შედგეს ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა.

თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის მსახურება დაიწყება საღამოს, 18:00 საათზე; მისი დასრულების შემდეგ კი კმევით, სახარების, ჯვრების, ხატების შემოტარებით აღესრულება ლიტანიობა და ნაკურთხი წყლით ხალხის დალოცვა" - ნათქვამია განცხადებაში.

რემონტი სახლიდან გაუსვლელად

სემეკმა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა

ვინ არის 44 გამოჯანმრთელებული და რას ამბობენ ექიმები ახალი ინფიცირებულების წყაროს შესახებ