სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც თინა მინისტრად დაინიშნა, 2 თვეში ცუდი რამ დაუდგინეს, ეს ამბავი არავინ იცოდა" - დავით უსუფაშვილი ოჯახსა და ფინანსებზე
"როდესაც თინა მინისტრად დაინიშნა, 2 თვეში ცუდი რამ დაუდგინეს, ეს ამბავი არავინ იცოდა" - დავით უსუფაშვილი ოჯახსა და ფინანსებზე

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი­სა და თინა ხი­და­შე­ლის ერ­თობ­ლი­ვი შე­მო­სა­ვა­ლი წლე­ბის წინ, 2016 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სო­ლი­დუ­რი ყო­ფი­ლა. ამ­ჟა­მად ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი შე­მომ­ტა­ნი ქალ­ბა­ტო­ნია, თუმ­ცა ამას წყვი­ლის ჰარმ­ონი­უ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა არ და­ურ­ღვე­ვია. ჯერ კი­დევ ახალ­შე­უღ­ლე­ბუ­ლებ­მა და­დეს კონ­ტრაქ­ტი, რომ­ლის პი­რო­ბებ­საც დღემ­დე ერ­თგუ­ლად ას­რუ­ლე­ბენ და ყვე­ლას­გან ფა­რუ­ლად გა­და­აქვთ არა­ერ­თი პრობ­ლე­მაც...

მი­ნი­დო­სიე

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი 1968 წლის 5 მარტს, სიღ­ნაღ­ში, სო­ფელ მა­ღა­რო­ში, ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მშობ­ლებს­ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­დათ (მამა მშე­ნე­ბელ-ინ­ჟი­ნე­რი, დედა მრეწ­ვე­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ყო­ფი­ლა), პაპა და ბე­ბია კი კოლ­მე­ურ­ნე­ე­ბი. ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არა, მაგ­რამ უზ­რუნ­ვე­ლად გაზ­რდი­ლა მო­მა­ვა­ლი იუ­რის­ტი. მე­უღ­ლის, თინა ხი­და­შე­ლის გარ­და, მის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მოხ­ვდნენ ვა­ჟე­ბი - 19 წლის ალექ­სან­დრე და 14 წლის გრი­გო­ლი, ასე­ვე, ბა­ტო­ნი და­ვი­თის სი­დედ­რი, ზი­ზი­ლა ურ­გე­ბა­ძე.

- მარ­თლაც უზ­რუნ­ვე­ლად გა­ვი­ზარ­დე - ბე­ბია და პაპა მი­წის ნაკ­ვე­თებს ამუ­შა­ვებ­დნენ,­ შრო­მა უყ­ვარ­დათ და ჩვენც, ბავ­შვებ­საც, გვაჩ­ვევ­დნენ. ბევ­რჯერ გაჰ­კვირ­ვე­ბი­ათ, რო­დე­საც ჩა­მო­მით­ვლია, რისი კე­თე­ბა შე­მიძ­ლია: ვიცი ბოს­ტან­ში მუ­შა­ო­ბა, ვე­ნა­ხის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა, გას­ხვლით და­წყე­ბუ­ლი, ყუ­რძნის და­წურ­ვით და ღვი­ნის და­ბი­ნა­ვე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ძრო­ხის მოწ­ვე­ლა და ყვე­ლის გა­კე­თე­ბაც კი. ცხვრის ყვე­ლიც ამო­მიყ­ვა­ნია, რად­გან პაპა მე­ცხვა­რე­ო­ბა­საც მის­დევ­და. გუ­დის ყვე­ლი ბევ­რს უყ­ვარს, მაგ­რამ რა შრო­მა გი­წევს, ეს ცო­ტამ თუ იცის. სახ­ლშიც ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა მე­ხერ­ხე­ბა, ხელ­სა­წყო­ე­ბი მაქვს და იშ­ვი­ა­თად, რომ ხე­ლო­სა­ნი გა­მო­ვი­ძა­ხო.

მამა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­შე­ნებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო და სხვა­თა შო­რის, იმ­დრო­ინ­დე­ლი სის­ტე­მის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბაც სწო­რედ მა­შინ და­ვი­ნა­ხე. მა­გა­ლი­თად, რო­გორ ჩა­მოჰ­ქონ­დათ რუ­სე­თი­დან სამ­ჯერ მეტი მა­სა­ლა, ვიდ­რე სა­ჭი­რო იყო, და რო­გორ ხმარ­დე­ბო­და რა­ი­ო­ნის ბო­ბო­ლე­ბის ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. ყვე­ლა ვი­თომ 120 მა­ნეთ­ზე ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ იყო. ამის გამო ჯერ კი­დევ ბავ­შვს პრო­ტეს­ტი გა­მიჩ­ნდა და პრო­ფე­სი­ად იუ­რის­ტო­ბაც ამ მი­ზე­ზით ავირ­ჩიე.

- პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი რო­დის აი­ღეთ ან რაში და­ხარ­ჯეთ, თუ გახ­სოვთ?

- 21 წლის ვი­ყა­ვი, მუ­შა­ო­ბა რომ და­ვი­წყე. 1989 წელს შე­იქ­მნა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია, რო­მე­ლიც გან­თავ­სდა რუს­თა­ველ­ზე, პროფ­კავ­ში­რე­ბის ყო­ფილ შე­ნო­ბა­ში. სა­ხალ­ხო ფრონ­ტი­დან ერთ-ერთ კან­დი­და­ტად ვი­ყა­ვი და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, თან ჩემს მე­გო­ბარ­თან, ზაზა ნა­მო­რა­ძეს­თან ერ­თად დამ­ხმა­რე სპე­ცი­ა­ლის­ტად ვმუ­შა­ობ­დი.­ ერთ დღეს გვი­თხრეს, ბუ­ღალ­ტე­რი­ა­ში ხელ­ფა­სის ასა­ღე­ბად შე­ი­ა­რე­თო. მარ­თლაც ავი­ღეთ, ოღონდ რამ­დე­ნი,­ აღარ მახ­სოვს. იმა­ვე შე­ნო­ბა­ში სა­სა­დი­ლო თუ რეს­ტო­რა­ნი იყო, "გემო" ერ­ქვა, მეგ­რულ კერ­ძებს ამ­ზა­დებ­დნენ, ნა­ხე­ვა­რი ხელ­ფა­სი მე და ზა­ზამ იქ დავ­ტო­ვეთ.

- რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გაქვთ აღ­ნიშ­ნუ­ლი, სი­დედ­რი ზი­ზი­ლა ურ­გე­ბა­ძე­ თქვენ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

- უფრო ადრე დავ­ქორ­წინ­დით, თუმ­ცა­ მე და თი­ნამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, 2000 წელს და­ვი­წყეთ ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა და მა­შინ დღის წეს­რიგ­ში დად­გა სა­კი­თხი, სად გვე­ცხოვ­რა და რო­გორ. მე მქონ­და ბინა რუს­თავ­ში, მა­მა­ჩე­მის ნა­ყი­დი, თი­ნას - მშობ­ლე­ბის სახ­ლი ორ­თა­ჭა­ლა­ში, ჩვე­ნი ქო­ნე­ბა შე­ვა­ერ­თეთ და ქალ­ბა­ტო­ნი ზი­ზიც, ჩემი ერ­თა­დერ­თი სი­დედ­რი, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი გახ­და. თი­ნას გარ­და, მას სხვა შვი­ლი არა ჰყავს, მე­უღ­ლე კი გარ­და­ეც­ვა­ლა და, ბუ­ნებ­რი­ვია, მარ­ტო ვერ იცხოვ­რებს.

- რაც მთა­ვა­რია, ხომ კარ­გად ეწყო­ბით ერ­თმა­ნეთს?

- შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვუ­გებთ ერ­თმა­ნეთს, სა­დღაც 2 თვე­ში გა­დავ­ლა­ხეთ სი­ძე­სი­დედ­რო­ბის ამ­ბა­ვი. ხში­რად თინა ორი­ვეს გვსაყ­ვე­დუ­რობს, თქვენ უფრო ხართ "კა­მან­და" ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, უკეთ უგებთ ერ­თმა­ნეთ­სო.უსუ­ფაშ­ვი­ლე­ბის მთელ უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბას შე­ად­გენს თინა ხი­და­შე­ლის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი 176 კვმ ბინა ფა­ნას­კერ­ტელ­ზე, ზი­ზი­ლა ურ­გე­ბა­ძის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლი 120 კვმ სახ­ლი სა­გა­რე­ჯო­ში, სო­ფელ ან­თოკ­ში 1000 კვმ მი­წის ნაკ­ვეთ­თან ერ­თად. ავ­ტო­მან­ქა­ნით მხო­ლოდ ოჯა­ხის უფ­რო­სი სარ­გებ­ლობს და დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, ისე­ვე რო­გორც ბი­ნის,­ ავ­ტო­მან­ქა­ნის ფა­სიც არა აქვს მინ­იშ­ნე­ბუ­ლი. "ლექ­სუ­სი" საკ­მა­ოდ ძვე­ლი, 13-14 წლის ავ­ტო­მო­ბი­ლია, თა­ვად დეკ­ლა­რან­ტი­ კი ამ ბრენ­დის ფა­ნია. ბევ­რს წვავს, მაგ­რამ გემ­რი­ე­ლი მო­სახ­მა­რია და ქა­ლაქ­ში სა­სი­ა­რუ­ლო­დაც მო­ხერ­ხე­ბუ­ლი­აო, ამ­ბობს.

- ან­თო­კი ჩემი სი­დედ­რის მშობ­ლე­ბის სო­ფე­ლია და ორი­ვეს, მა­საც და თი­ნა­საც, ძა­ლი­ან უყ­ვარს იქა­უ­რო­ბა. ამ მხრივ გა­მი­მარ­თლა - სი­დედ­რის და მე­უღ­ლის ბავ­შვო­ბაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ერთ სოფე­ლთან და რო­დე­საც ბავ­შვე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, სა­კითხს, სად წაგ­ვეყ­ვა­ნა ბავ­შვე­ბი, მარ­ტი­ვად ვწყვეტ­დით. წლე­ბის წინ ეზო­ში ხე­ხი­ლი დავრგეთ. ჩემი ბი­ჭე­ბი უკვე იმ­ხე­ლე­ბი არი­ან, რომ ბე­ბი­ას ეხ­მა­რე­ბი­ან და პატ­რო­ნო­ბენ იქა­უ­რო­ბას.

- ბინა ფა­ნას­კერ­ტელ­ზე ერ­თად ყოფ­ნის­ პე­რი­ოდ­ში შე­ი­ძი­ნეთ? დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ გი­წე­რი­ათ.

- არ ვიცი, რა­ტომ არ მი­წე­რია ფასი, შემ­დე­გი დეკ­ლა­რა­ცი­ის­თვის გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ, თუმ­ცა ვინც და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, ად­ვი­ლად გა­ი­გებს და გა­მო­ი­ან­გა­რი­შებს ჩემი უძ­რა­ვი­ ქო­ნე­ბის სა­ბაზ­რო ფასს. ბინა, სა­დაც ამ­ჟა­მად ვცხოვ­რობთ, ჩემი ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში შე­არ­ჩია და შე­ი­ძი­ნა თი­ნამ, 1999 წელს, რო­დე­საც, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ჩვე­ნი ბი­ნე­ბი გავ­ყი­დეთ. რომ ჩა­მო­ვე­დი და ვნა­ხე, მა­შინ მივ­ხვდი, რას ნიშ­ნავს ინ­ფარ­ქტის ნიშ­ნე­ბი. ცა­რი­ე­ლი კედ­ლე­ბი დამ­ხვდა, ია­ტა­კი სულ აყ­რი­ლი იყო. თავ­ში ხე­ლე­ბი წა­ვი­ში­ნე, ამას ჭკუ­ა­ზე რა მო­იყ­ვანს-მეთ­ქი? 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნელ-ნელა გა­ვა­კე­თეთ.მერე გვერ­დით ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა იყი­დე­ბო­და და პირ­ვე­ლად ჩვენ შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, არ შე­ი­ძენ­თო? მა­შინ ერთ-ერთ ამე­რი­კულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი და მა­შინ­დე­ლი­ ხელ­ფა­სი მაძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, კრე­დი­ტი ამე­ღო. ბან­კის ვალი 5-6 წე­ლი­წად­ში გა­ვის­ტუმ­რე, ეს 2 ბინა კი გა­ვა­ერ­თი­ა­ნეთ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაკო
10

საარჩევნოდ "შეკოწიწებული" ოჯახი.

ლანა
3

კარგად აღზრდილი შვილები მშობლების დამსახურებაა. პატივს ვცემ ასეთ ოჯახებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"როდესაც თინა მინისტრად დაინიშნა, 2 თვეში ცუდი რამ დაუდგინეს, ეს ამბავი არავინ იცოდა" - დავით უსუფაშვილი ოჯახსა და ფინანსებზე

"როდესაც თინა მინისტრად დაინიშნა, 2 თვეში ცუდი რამ დაუდგინეს, ეს ამბავი არავინ იცოდა" - დავით უსუფაშვილი ოჯახსა და ფინანსებზე

დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის ერთობლივი შემოსავალი წლების წინ, 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური ყოფილა. ამჟამად ოჯახში ერთადერთი შემომტანი ქალბატონია, თუმცა ამას წყვილის ჰარმონიული თანაცხოვრება არ დაურღვევია. ჯერ კიდევ ახალშეუღლებულებმა დადეს კონტრაქტი, რომლის პირობებსაც დღემდე ერთგულად ასრულებენ და ყველასგან ფარულად გადააქვთ არაერთი პრობლემაც...

მინიდოსიე

დავით უსუფაშვილი 1968 წლის 5 მარტს, სიღნაღში, სოფელ მაღაროში, ტრადიციულ ოჯახში დაიბადა. მშობლებს უმაღლესი განათლება ჰქონდათ (მამა მშენებელ-ინჟინერი, დედა მრეწველობის სპეციალისტი ყოფილა), პაპა და ბებია კი კოლმეურნეები. ფუფუნებაში არა, მაგრამ უზრუნველად გაზრდილა მომავალი იურისტი. მეუღლის, თინა ხიდაშელის გარდა, მის დეკლარაციაში მოხვდნენ ვაჟები - 19 წლის ალექსანდრე და 14 წლის გრიგოლი, ასევე, ბატონი დავითის სიდედრი, ზიზილა ურგებაძე.

- მართლაც უზრუნველად გავიზარდე - ბებია და პაპა მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ, შრომა უყვარდათ და ჩვენც, ბავშვებსაც, გვაჩვევდნენ. ბევრჯერ გაჰკვირვებიათ, როდესაც ჩამომითვლია, რისი კეთება შემიძლია: ვიცი ბოსტანში მუშაობა, ვენახის მოვლა-პატრონობა, გასხვლით დაწყებული, ყურძნის დაწურვით და ღვინის დაბინავებით დამთავრებული, ძროხის მოწველა და ყველის გაკეთებაც კი. ცხვრის ყველიც ამომიყვანია, რადგან პაპა მეცხვარეობასაც მისდევდა. გუდის ყველი ბევრს უყვარს, მაგრამ რა შრომა გიწევს, ეს ცოტამ თუ იცის. სახლშიც ბევრი რამის გაკეთება მეხერხება, ხელსაწყოები მაქვს და იშვიათად, რომ ხელოსანი გამოვიძახო.

მამა წლების განმავლობაში სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო და სხვათა შორის, იმდროინდელი სისტემის ნაკლოვანებაც სწორედ მაშინ დავინახე. მაგალითად, როგორ ჩამოჰქონდათ რუსეთიდან სამჯერ მეტი მასალა, ვიდრე საჭირო იყო, და როგორ ხმარდებოდა რაიონის ბობოლების ბინების მშენებლობას. ყველა ვითომ 120 მანეთზე ცხოვრობდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. ამის გამო ჯერ კიდევ ბავშვს პროტესტი გამიჩნდა და პროფესიად იურისტობაც ამ მიზეზით ავირჩიე.

- პირველი ხელფასი როდის აიღეთ ან რაში დახარჯეთ, თუ გახსოვთ?

- 21 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. 1989 წელს შეიქმნა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც განთავსდა რუსთაველზე, პროფკავშირების ყოფილ შენობაში. სახალხო ფრონტიდან ერთ-ერთ კანდიდატად ვიყავი დასახელებული, თან ჩემს მეგობართან, ზაზა ნამორაძესთან ერთად დამხმარე სპეციალისტად ვმუშაობდი. ერთ დღეს გვითხრეს, ბუღალტერიაში ხელფასის ასაღებად შეიარეთო. მართლაც ავიღეთ, ოღონდ რამდენი, აღარ მახსოვს. იმავე შენობაში სასადილო თუ რესტორანი იყო, "გემო" ერქვა, მეგრულ კერძებს ამზადებდნენ, ნახევარი ხელფასი მე და ზაზამ იქ დავტოვეთ.

- როგორც დეკლარაციაში გაქვთ აღნიშნული, სიდედრი ზიზილა ურგებაძე თქვენთან ერთად ცხოვრობს.

- უფრო ადრე დავქორწინდით, თუმცა მე და თინამ, ფაქტობრივად, 2000 წელს დავიწყეთ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება და მაშინ დღის წესრიგში დადგა საკითხი, სად გვეცხოვრა და როგორ. მე მქონდა ბინა რუსთავში, მამაჩემის ნაყიდი, თინას - მშობლების სახლი ორთაჭალაში, ჩვენი ქონება შევაერთეთ და ქალბატონი ზიზიც, ჩემი ერთადერთი სიდედრი, ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. თინას გარდა, მას სხვა შვილი არა ჰყავს, მეუღლე კი გარდაეცვალა და, ბუნებრივია, მარტო ვერ იცხოვრებს.

- რაც მთავარია, ხომ კარგად ეწყობით ერთმანეთს?

- შესანიშნავად ვუგებთ ერთმანეთს, სადღაც 2 თვეში გადავლახეთ სიძესიდედრობის ამბავი. ხშირად თინა ორივეს გვსაყვედურობს, თქვენ უფრო ხართ "კამანდა" ჩემს წინააღმდეგ, უკეთ უგებთ ერთმანეთსო.უსუფაშვილების მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას შეადგენს თინა ხიდაშელის სახელზე გაფორმებული 176 კვმ ბინა ფანასკერტელზე, ზიზილა ურგებაძის სახელზე გაფორმებული 120 კვმ სახლი საგარეჯოში, სოფელ ანთოკში 1000 კვმ მიწის ნაკვეთთან ერთად. ავტომანქანით მხოლოდ ოჯახის უფროსი სარგებლობს და დეკლარაციაში, ისევე როგორც ბინის, ავტომანქანის ფასიც არა აქვს მინიშნებული. "ლექსუსი" საკმაოდ ძველი, 13-14 წლის ავტომობილია, თავად დეკლარანტი კი ამ ბრენდის ფანია. ბევრს წვავს, მაგრამ გემრიელი მოსახმარია და ქალაქში სასიარულოდაც მოხერხებულიაო, ამბობს.

- ანთოკი ჩემი სიდედრის მშობლების სოფელია და ორივეს, მასაც და თინასაც, ძალიან უყვარს იქაურობა. ამ მხრივ გამიმართლა - სიდედრის და მეუღლის ბავშვობაც დაკავშირებულია ერთ სოფელთან და როდესაც ბავშვები პატარები იყვნენ, საკითხს, სად წაგვეყვანა ბავშვები, მარტივად ვწყვეტდით. წლების წინ ეზოში ხეხილი დავრგეთ. ჩემი ბიჭები უკვე იმხელები არიან, რომ ბებიას ეხმარებიან და პატრონობენ იქაურობას.

- ბინა ფანასკერტელზე ერთად ყოფნის პერიოდში შეიძინეთ? დეკლარაციაში ქონების ღირებულება არ გიწერიათ.

- არ ვიცი, რატომ არ მიწერია ფასი, შემდეგი დეკლარაციისთვის გავითვალისწინებ, თუმცა ვინც დაინტერესდება, ადვილად გაიგებს და გამოიანგარიშებს ჩემი უძრავი ქონების საბაზრო ფასს. ბინა, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ, ჩემი ამერიკაში ყოფნის პერიოდში შეარჩია და შეიძინა თინამ, 1999 წელს, როდესაც, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი ბინები გავყიდეთ. რომ ჩამოვედი და ვნახე, მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს ინფარქტის ნიშნები. ცარიელი კედლები დამხვდა, იატაკი სულ აყრილი იყო. თავში ხელები წავიშინე, ამას ჭკუაზე რა მოიყვანს-მეთქი? 2-3 წლის განმავლობაში ნელ-ნელა გავაკეთეთ.მერე გვერდით ერთოთახიანი ბინა იყიდებოდა და პირველად ჩვენ შემოგვთავაზეს, არ შეიძენთო? მაშინ ერთ-ერთ ამერიკულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი და მაშინდელი ხელფასი მაძლევდა საშუალებას, კრედიტი ამეღო. ბანკის ვალი 5-6 წელიწადში გავისტუმრე, ეს 2 ბინა კი გავაერთიანეთ...წაიკითხეთ სრულად

"მე მქვია სოფო და ჩემი დიაგნოზია ძვლის კიბო" - 25 წლის გოგონას, რომელიც სხვებს ეხმარებოდა, ახლა დახმარება თავად სჭირდება

"მითხრეს, მილიონზე მეტია ზარალიო... ხანძარი დენიდან გაჩნდაო" - რას ჰყვება ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე

ზურაბ ჯაფარიძე დღეს საღამოს დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარს გახსნის - "გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა"