მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­სა­მე შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ვირუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და­უ­ფიქ­სირ­და, რო­მე­ლიც ირან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ჩვენ გვქონ­და შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა 93. ეს ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ კვლე­ვი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ. ყვე­ლა მათ­განს ჩა­უ­ტარ­და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა.

დღეს დი­ლას და­ე­მა­ტა მე­სა­მე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გუ­შინ მო­თავ­სდა. ის არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც აქვს ირან­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია და მას აქვს კონ­ტაქ­ტი პირ­ველ და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან.

გუ­შინ მას ტემ­პე­რა­ტუ­რა და­უ­ფიქ­სირ­და სა­ზღვარ­ზე, სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ინ­ფექ­ცი­ურ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ და ნი­მუ­შის აღე­ბის შემ­დეგ და­დას­ტურ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა. სა­მი­ვეს მდგო­მა­რე­ო­ბა კლი­ნი­კუ­რად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ დრომ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ორი შემ­თხვე­ვა იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და­უდ­გინ­და, რო­მე­ლიც 50 წლამ­დე მა­მა­კა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან შე­მო­ვი­და, მე­ო­რე კი გა­მო­უვ­ლინ­და 31 წლის ქალს, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში იტა­ლი­ი­დან ჩა­მოფ­რინ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ის "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" თა­ნამ­შრო­მე­ლია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

"ჩვენ გვქონდა შესაძლო შემთხვევა 93. ეს ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც იყვნენ კვლევისა და დაკვირვების ქვეშ. ყველა მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

დღეს დილას დაემატა მესამე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსდა. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან.

გუშინ მას ტემპერატურა დაუფიქსირდა საზღვარზე, საგანგებო სამსახურის მიერ ინფექციურში გადავიყვანეთ და ნიმუშის აღების შემდეგ დადასტურდა კორონავირუსის არსებობა. სამივეს მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. როგორც ცნობილი გახდა, ის "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"