პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - მარინა ეზუგბაია
დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - მარინა ეზუგბაია

და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 31 წლის ქა­ლის შვილს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და. 31 წლის ქა­ლის შვილს კო­რო­ნა­ვირუს­ზე გა­მოკ­ვლე­ვა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ექ­სპერ­ტებ­მა გუ­შინ ჩა­უ­ტა­რეს.

"მას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია აქვს და მკურ­ნა­ლო­ბას და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­ნაგ­რძობს“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბათ, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ პა­ცი­ენ­ტის, ეზუგ­ბა­ი­ას თქმით, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. რო­გორც ის გან­მარ­ტავს, დღეს დი­ლით კვლე­ვა კი­დევ 20 პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტა­რეს.

„ამ­ჟა­მად 31 პა­ცი­ენ­ტი გვი­წევს, ამ 31 პა­ცი­ენ­ტი­დან დღეს დი­ლას 20 პა­ცი­ენტზე აღე­ბუ­ლი იქნა კვლე­ვა. გუ­შინ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ტარ­და 24 პა­ცი­ენტზე კვლე­ვა და 24-ვეში პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო. ეს პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­და­იყ­ვა­ნეს სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში. ორი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია“, - აცხა­დებს ეზუგ­ბა­ია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის ორი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და­უდ­გინ­და, რო­მე­ლიც 50 წლამ­დე მა­მა­კა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან შე­მო­ვი­და, მე­ო­რე კი გა­მო­უვ­ლინ­და 31 წლის ქალს, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში იტა­ლი­ი­დან ჩა­მოფ­რინ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ის "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" თა­ნამ­შრო­მე­ლია.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, 31 წლის ქალს, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტე­ბი არ ჰქო­ნია.

"მისი ოჯა­ხის წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მას ტეს­ტის პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი აქვს. ის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მო­ვი­და თვით­დი­ნე­ბით ჩვენ­თან. მას­თან ერ­თად ვინც იმ­გზავ­რა, ის პი­რე­ბი ჯერ ჩვენ­თან არ არი­ან. ახლა მოჰ­ყავთ, რო­გორც კი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ად­გი­ლე­ბი შე­მო­ვიყ­ვანთ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის მიერ შე­მოწ­მე­ბუ­ლია და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ის­ტო­რი­ის მხრივ გან­ხი­ლუ­ლია მას­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბის ის­ტო­რია, ხდე­ბა მათი და­მუ­შა­ვე­ბა. რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს თა­ვი­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბას და კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბას, ყვე­ლა მოყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა და კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მარი
1

ღმერთო, ნუ მიმიყვან ამათთან ,,თვითდინებით''...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - მარინა ეზუგბაია

დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - მარინა ეზუგბაია

დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა. 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსზე გამოკვლევა იაშვილის კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტებმა გუშინ ჩაუტარეს.

"მას ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსული ინფექცია აქვს და მკურნალობას და მეთვალყურეობას იაშვილის კლინიკაში განაგრძობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხებათ, კორონავირუსით დაინფიცირებული ორ პაციენტის, ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ის განმარტავს, დღეს დილით კვლევა კიდევ 20 პაციენტს ჩაუტარეს.

„ამჟამად 31 პაციენტი გვიწევს, ამ 31 პაციენტიდან დღეს დილას 20 პაციენტზე აღებული იქნა კვლევა. გუშინ დღის განმავლობაში ჩატარდა 24 პაციენტზე კვლევა და 24-ვეში პასუხი უარყოფითი იყო. ეს პაციენტები გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. ორი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“, - აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. როგორც ცნობილი გახდა, ის "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია.

"მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მას ტესტის პასუხი უარყოფითი აქვს. ის მეუღლესთან ერთად მოვიდა თვითდინებით ჩვენთან. მასთან ერთად ვინც იმგზავრა, ის პირები ჯერ ჩვენთან არ არიან. ახლა მოჰყავთ, როგორც კი გათავისუფლდება ადგილები შემოვიყვანთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ შემოწმებულია და ეპიდემიოლოგიური ისტორიის მხრივ განხილულია მასთან კონტაქტში მყოფი პირების ისტორია, ხდება მათი დამუშავება. რომელიც მოითხოვს თავისი კრიტერიუმებით სტაციონარში მოთავსებას და კვლევის ჩატარებას, ყველა მოყვანილი იქნება და კვლევა ჩაუტარდება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"