მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდა
დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდა

კო­რო­ნა­ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი 31 წლის ქა­ლის შვილს, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ექ­სპერ­ტებ­მა კო­რო­ნა­ვირუს­ზე გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტა­რეს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ტეს­ტის პა­სუ­ხის შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა არას­რულ­წლო­ვანს ინ­ფექ­ცი­უ­რი კლი­ნი­კის ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნენ თუ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში და­ტო­ვე­ბენ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლოვ­ნის ტეს­ტის პა­სუ­ხი ხვალ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის ორი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და­უდ­გინ­და, რო­მე­ლიც 50 წლამ­დე მა­მა­კა­ცია და ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან შე­მო­ვი­და, მე­ო­რე კი გუ­შინ ღა­მით გა­მო­უვ­ლინ­და 31 წლის ქალს, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში იტა­ლი­ი­დან ჩა­მოფ­რინ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, ის "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" თა­ნამ­შრო­მე­ლია.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, 31 წლის ქალს, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტე­ბი არ ჰქო­ნია.

"ამ ქალს, რო­გორც ვიცი, გან­სა­კუთ­რე­ბით მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტე­ბი არ ჰქონ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მგო­ნია, რომ სა­დაც მუ­შა­ობ­და, იმ პი­რებ­თან რო­მე­ლი­მეს­თან ტეს­ტი და­დე­ბი­თი აღ­მოჩ­ნდეს. თუ რო­მე­ლი­მეს­თან გა­მოვ­ლინ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა, ჩა­ტარ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა.

მისი ოჯა­ხის წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მას ტეს­ტის პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი აქვს. ის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მო­ვი­და თვით­დი­ნე­ბით ჩვენ­თან. მას­თან ერ­თად ვინც იმ­გზავ­რა, ის პი­რე­ბი ჯერ ჩვენ­თან არ არი­ან. ახლა მოჰ­ყავთ, რო­გორც კი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ად­გი­ლე­ბი შე­მო­ვიყ­ვანთ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის მიერ შე­მოწ­მე­ბუ­ლია და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ის­ტო­რი­ის მხრივ გან­ხი­ლუ­ლია მას­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბის ის­ტო­რია, ხდე­ბა მათი და­მუ­შა­ვე­ბა. რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს თა­ვი­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბას და კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბას, ყვე­ლა მოყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა და კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
4

დაწერეთ რომელ ფილიალში მუშაობს რომ ვიცოდეთ,ხომ არ გვქონდა კონტაქტი მასთან.

ანა
5

საკუთარი თავი თუ არ ადარდებს ამ ხალხს,სხვების უსაფრთხოებაზე არ უნდა იფიქრონ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდა

დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარდა

კორონავირუსის მატარებელი 31 წლის ქალის შვილს, იაშვილის კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტებმა კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარეს.

როგორც AMBEBI.GE-ს ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, ტესტის პასუხის შემდეგ გადაწყდება არასრულწლოვანს ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ თუ იაშვილის კლინიკაში დატოვებენ. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნის ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გუშინ ღამით გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. როგორც ცნობილი გახდა, ის "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია.

"ამ ქალს, როგორც ვიცი, განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ სადაც მუშაობდა, იმ პირებთან რომელიმესთან ტესტი დადებითი აღმოჩნდეს. თუ რომელიმესთან გამოვლინდება დაავადება, ჩატარდება მკურნალობა.

მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მას ტესტის პასუხი უარყოფითი აქვს. ის მეუღლესთან ერთად მოვიდა თვითდინებით ჩვენთან. მასთან ერთად ვინც იმგზავრა, ის პირები ჯერ ჩვენთან არ არიან. ახლა მოჰყავთ, როგორც კი გათავისუფლდება ადგილები შემოვიყვანთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ შემოწმებულია და ეპიდემიოლოგიური ისტორიის მხრივ განხილულია მასთან კონტაქტში მყოფი პირების ისტორია, ხდება მათი დამუშავება. რომელიც მოითხოვს თავისი კრიტერიუმებით სტაციონარში მოთავსებას და კვლევის ჩატარებას, ყველა მოყვანილი იქნება და კვლევა ჩაუტარდება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"