მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

ის იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და­უ­დას­ტურ­და, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, ვირუ­სის მე­ო­რე შემ­თხვე­ვა გუ­შინ გვი­ან ღა­მით და­ად­გი­ნეს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა:

"როცა პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ვა­დას­ტუ­რე, მა­შინ ვთქვი, რომ ვართ გლო­ბა­ლუ­რი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი და არ უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს, თუ ახა­ლი შემ­თხვე­ვის რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში გა­იზ­რდე­ბა.

მინ­და ვთქვა, რომ გუ­შინ გვი­ან ღა­მით და­დას­ტურ­და კი­დევ ერთი ახა­ლი შემ­თხვე­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის. გვი­ან არ გა­ვა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბა, რად­გან დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ ორ გენ­ზე გა­ვა­კე­თეთ რე­აქ­ცია და ერთი სა­ა­თის წინ და­მი­დას­ტუ­რეს, რომ გვაქვს და­დე­ბი­თი შემ­თხვე­ვა.

წყა­როს წარ­მო­ად­გენს იტა­ლია, არის მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია იტა­ლი­ა­ში, გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, მისი ჯანრმთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნი­ტო­რინ­გი", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 26 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

ინ­ფექ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, 50 წლის მა­მა­კაცს და­უ­დას­ტურ­და, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით შე­მო­ვი­და. ის ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
simartle
0

რა უვიცი ხალხია ტოოოოოოოოოოოო!შემოზიდეს ვირუსი რა!საერთოდ აღარ უნდა შემოვიდენ საქართველოში

100%
0

თქვენ რა გინდათ მთელი ერი გაანადგუროთ, ამ ერთი-ორი "თავისუკანალის ქეიფზე" მოსიარულე უპასუხისმგებლო ადამიანის გამო?! 

მოიცა იმის უფლებებია-სადაც უნდა იხეტიალოს, და ჩემი უფლება ვიცოცხლო-უფლება არ არის, ეგ სად წერია, რომელ მორალში?!

რაო, სამშობლოსათვის ომში დაჭრილია,ტყის ხანძარს აქრობდა თუ მტკვარში გადახტა ადამიანის გადასარჩენად?!

თავისას ისწორებდა, და ჩვენ რა შუაში ვართ?

დაკეტეთ საზვარი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ის იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც მოგზაურობიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა საქართველოში.

ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის მეორე შემთხვევა გუშინ გვიან ღამით დაადგინეს სპეციალისტებმა:

"როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება.

მინდა ვთქვა, რომ გუშინ გვიან ღამით დადასტურდა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. გვიან არ გავაკეთეთ განცხადება, რადგან დღეს კორონავირუსის კიდევ ორ გენზე გავაკეთეთ რეაქცია და ერთი საათის წინ დამიდასტურეს, რომ გვაქვს დადებითი შემთხვევა.

წყაროს წარმოადგენს იტალია, არის მოგზაურობის ისტორია იტალიაში, გახლავთ საქართველოს მოქალაქე, მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიმდინარეობს მონიტორინგი", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"