კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის საშიში კორონავირუსი მარიხუანას მომხმარებლებისთვის - პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი რისკ-ჯგუფებზე საუბრობს
რატომ არის საშიში კორონავირუსი მარიხუანას მომხმარებლებისთვის - პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი რისკ-ჯგუფებზე საუბრობს

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ორი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ამ­შვი­დე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებს და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვირუ­სის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბის რის­კი და ეპი­დე­მი­ის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მა­ინც ღე­ლავს.

პულ­მო­ნო­ლო­გი და­ვით ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ რე­ა­ლუ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სი მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა სა­ში­ში. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ასე­ვე სა­ში­შია მათ­თვის, ვინც მა­რი­ხუ­ა­ნას ხში­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია.

ექი­მის პროგ­ნო­ზი და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია: მისი თქმით, თუ მზი­ა­ნი ამინ­დე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა, ვირუ­სი ნაკ­ლე­ბად სა­ში­ში გახ­დე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა ეპი­დე­მი­ას გა­და­ურ­ჩეს.

- ბა­ტო­ნო და­ვით, რა­ტომ არის მა­რი­ხუ­ა­ნას მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ში­ში?

- ნე­ბის­მი­ე­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, ჰორ­მო­ნი, ეს არის ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ ჩვე­ნი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის შე­სუს­ტე­ბას. მათ იმუ­ნო­დეპ­რე­სან­ტე­ბი ჰქვია და იმუ­ნურ სის­ტე­მას აქ­ვე­ი­თე­ბენ. რო­დე­საც ვირუ­სის შეს­ვლის გზა არის ფილ­ტვე­ბი, ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უჯრე­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი ლო­კა­ლუ­რად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და ის ად­გი­ლი და­სუს­ტე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც ვირუ­სის შეჭ­რა ხდე­ბა.

სი­გა­რე­ტის ბო­ლიც მოქ­მე­დებს ფილ­ტვებ­ზე, მაგ­რამ სი­გა­რე­ტის ბოლი არ არის ისე­თი იმუ­ნო­დეპ­რე­სან­ტი, რო­გორც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. ნარ­კო­ტი­კი რა გზი­თაც არ უნდა მოხ­ვდეს ორ­გა­ნიზ­მში, იმუ­ნო­დეპ­რე­სი­ას იწ­ვევს, მაგ­რამ მა­რი­ხუ­ა­ნას მო­წე­ვა, პირ­და­პირ ფილ­ტვებ­ზე მოქ­მე­დებს.

- ასე­ვე ამ­ბობთ, რომ სა­ში­შია მათ­თვი­საც, ვი­საც გლან­დე­ბი აქვს ამოჭ­რი­ლი...

- ღმერ­თმა მოგ­ვცა ორი ორ­გა­ნო, რომ­ლე­ბიც ბა­რი­ერს წარ­მო­ად­გე­ნენ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სად­მი. ნე­ბის­მი­ერ ვირუსს, რო­მე­ლიც იჭ­რე­ბა სა­სუნ­თქი გზე­ბი­დან, პირ­ვე­ლი ბა­რი­ე­რი ხვდე­ბა გლან­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და ებ­რძვის შე­მოჭ­რილ ვირუ­სებს. მე­ო­რე ორ­გა­ნო არის ჭი­ა­ნაწ­ლა­ვი ანუ აპენ­დიქ­სი, რო­მე­ლიც საჭ­მლით შე­ყო­ლილ ვირუ­სებს ბლო­კავს. ამ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი გლან­დებ­საც ვიჭ­რით და აპენ­დიქ­საც. თუ მო­საჭ­რე­ლია უნდა ამოვ­ჭრათ, მაგ­რამ ეს არ უნდა იყოს მო­დას აყო­ლა, რომ ბა­რემ მო­ვი­შო­რო და მო­ვიჭ­რა. ეს არ ნიშ­ნავს, რომ თუ აღარ გვაქვს, ვირუსს ვე­ღარ გა­ვუმკლავ­დე­ბით, მაგ­რამ ამ დროს შე­სუს­ტე­ბუ­ლია ორ­გა­ნიზ­მის დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა.

- ამ­ბო­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­ში­შია დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც.

- მხო­ლოდ დი­ა­ბე­ტის არა, ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბის დროს, რო­მე­ლიც იწ­ვევს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მოშ­ლას. კო­რო­ნა­ვირუ­სი, რე­ა­ლუ­რად, ვირუ­სუ­ლი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბაა. ნე­ბის­მი­ე­რი ან­თე­ბის დროს, პირ­ვე­ლი რაც უნდა გა­კეთ­დეს, ეს არის სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის მო­წეს­რი­გე­ბა. ვირუ­სე­ბი და ბაქ­ტე­რი­ე­ბი ვერ მრავ­ლდე­ბა იქ, სა­დაც ჟანგბა­დის მა­ღა­ლი კონ­ცეტ­რა­ცი­აა.

ამი­ტომ ზუს­ტად იქ ახერ­ხებს ვირუ­სი გამ­რავ­ლე­ბას, სა­დაც ჟანგბა­დის დონე ნაკ­ლე­ბია და კომ­ფორ­ტს იქ­მნის, არ­ღვევს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას. და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა დრო­საც სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა მოშ­ლი­ლია (ასე­თე­ბია დი­ა­ბე­ტი, ათე­როსკლე­რო­ზი, სის­ხლის გა­ს­ქე­ლე­ბა), უფრო მე­ტად მოქ­მე­დებს. სწო­რედ ამი­ტომ ვურ­ჩევთ ადა­მი­ა­ნებს ახლა ბევ­რი სი­თხის და­ლე­ვას.

ახ­ლაც უფრო მეტი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის და­ლე­ვა სჯობს, ვიდ­რე სხვა დროს, გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რო­დე­საც ადა­მი­ანს აქვს თირკმე­ლე­ბის პა­თო­ლო­გია. თუ ადა­მი­ანს არ აწუ­ხებს თირკმე­ლე­ბი, ზამ­თარ­ში უნდა და­ლი­ოს 2 ლიტ­რი დღე-ღა­მე­ში, ზა­ფხულ­ში ნა­ხე­ვა­რი ლიტ­რით მეტი.

- სე­ზო­ნუ­რი გრი­პი უფრო სა­ში­შია თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი?

- გა­აჩ­ნია, რას­თან შე­და­რე­ბით. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კო­რო­ნა­ვირუსს უფრო ნაკ­ლე­ბი აქვს, ვიდ­რე სე­ზო­ნურ ვირუსს, მაგ­რამ იმის გამო, რომ ჩი­ნურ­მა ფაქ­ტორ­მა იმუ­შა­ვა და დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, და­ღუ­პუ­ლიც მეტი გა­მო­ვი­და.

თუ და­ე­მარ­თე­ბა 100 კაცს, 2-3-ზე მეტი არ უნდა და­ი­ღუ­პოს, მაგ­რამ 1000 კაცს რომ ემარ­თე­ბა, მა­შინ და­ი­ღუ­პე­ბა 20-25. შე­ფარ­დე­ბით დას­ნე­ბოვ­ნე­ბულ­სა და გარ­დაც­ვლილს შო­რის პა­ტა­რაა პრო­ცენ­ტი და არაა დიდი ხი­ფა­თი, გა­აჩ­ნია რამ­დენს გა­და­ე­დე­ბა.

- გა­ზა­ფხულ­ზე უნდა ვე­ლო­დოთ ვირუ­სის შე­სუს­ტე­ბას?

- დიახ, ყვე­ლა მაჩ­ვე­ნებ­ლით უნდა და­ი­წი­ოს, გა­აჩ­ნია რო­გო­რი ამინ­დე­ბი იქ­ნე­ბა. თუ უფრო მეტი მზი­ა­ნი ამინ­დი იქ­ნე­ბა და არა მოღ­რუბ­ლუ­ლი და ცივი, უფრო სწრა­ფად მოხ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. დღეს მზი­ა­ნი ამინ­დია თბი­ლის­ში, თუ ასე გაგ­რძელ­და, ნაკ­ლე­ბია საფრ­თხე, რად­გან მზის სხი­ვი წუ­თებ­ში კლავს ვირუსს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
pante
8

გრიგოლიას ყავდა ეს კაცი წუხელ! მაგარი პოზიტივიაქ!! კარგი ტიპიხარ ბრატ! 

ტოტო
8

ტონზილები (გლანდები),აპენდიქსი არის იმუნური სისტემის ნაწილე და თუ აუცილებელი არ არის არ უნდა ამოვკვეთოთ.

რას ნიშნავს აპენდიქსი ებრძვის საკვებთან ერთად შეყოლილ ვირუსებს!!!

რა უბედურებაა,რა კომენტარს აკეთებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რატომ არის საშიში კორონავირუსი მარიხუანას მომხმარებლებისთვის - პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი რისკ-ჯგუფებზე საუბრობს

რატომ არის საშიში კორონავირუსი მარიხუანას მომხმარებლებისთვის - პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი რისკ-ჯგუფებზე საუბრობს

საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ამშვიდებენ მოქალაქეებს და ამტკიცებენ, რომ საქართველოში ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკი და ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, მოსახლეობის ნაწილი მაინც ღელავს.

პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რეალურად კორონავირუსი მხოლოდ კონკრეტული დაავადებების მატარებელი ადამიანებისთვისაა საშიში. როგორც აღმოჩნდა, ასევე საშიშია მათთვის, ვინც მარიხუანას ხშირი მომხმარებელია.

ექიმის პროგნოზი დამაიმედებელია: მისი თქმით, თუ მზიანი ამინდები გაგრძელდება, ვირუსი ნაკლებად საშიში გახდება და შესაძლებელია ქვეყანა ეპიდემიას გადაურჩეს.

- ბატონო დავით, რატომ არის მარიხუანას მომხმარებლებისთვის კორონავირუსი განსაკუთრებულად საშიში?

- ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება, ჰორმონი, ეს არის ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ჩვენი იმუნური სისტემის შესუსტებას. მათ იმუნოდეპრესანტები ჰქვია და იმუნურ სისტემას აქვეითებენ. როდესაც ვირუსის შესვლის გზა არის ფილტვები, ნარკოტიკების საშუალებით უჯრედული იმუნიტეტი ლოკალურად დაზიანებულია და ის ადგილი დასუსტებული, საიდანაც ვირუსის შეჭრა ხდება.

სიგარეტის ბოლიც მოქმედებს ფილტვებზე, მაგრამ სიგარეტის ბოლი არ არის ისეთი იმუნოდეპრესანტი, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკი რა გზითაც არ უნდა მოხვდეს ორგანიზმში, იმუნოდეპრესიას იწვევს, მაგრამ მარიხუანას მოწევა, პირდაპირ ფილტვებზე მოქმედებს.

- ასევე ამბობთ, რომ საშიშია მათთვისაც, ვისაც გლანდები აქვს ამოჭრილი...

- ღმერთმა მოგვცა ორი ორგანო, რომლებიც ბარიერს წარმოადგენენ ვირუსული ინფექციებისადმი. ნებისმიერ ვირუსს, რომელიც იჭრება სასუნთქი გზებიდან, პირველი ბარიერი ხვდება გლანდების საშუალებით და ებრძვის შემოჭრილ ვირუსებს. მეორე ორგანო არის ჭიანაწლავი ანუ აპენდიქსი, რომელიც საჭმლით შეყოლილ ვირუსებს ბლოკავს. ამ დროს ადამიანები გლანდებსაც ვიჭრით და აპენდიქსაც. თუ მოსაჭრელია უნდა ამოვჭრათ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოდას აყოლა, რომ ბარემ მოვიშორო და მოვიჭრა. ეს არ ნიშნავს, რომ თუ აღარ გვაქვს, ვირუსს ვეღარ გავუმკლავდებით, მაგრამ ამ დროს შესუსტებულია ორგანიზმის დაცვისუნარიანობა.

- ამბობენ, რომ კორონავირუსი საშიშია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაც.

- მხოლოდ დიაბეტის არა, ნებისმიერი დაავადების დროს, რომელიც იწვევს სისხლის მიმოქცევის მოშლას. კორონავირუსი, რეალურად, ვირუსული ფილტვების ანთებაა. ნებისმიერი ანთების დროს, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის სისხლის მიმოქცევის მოწესრიგება. ვირუსები და ბაქტერიები ვერ მრავლდება იქ, სადაც ჟანგბადის მაღალი კონცეტრაციაა.

ამიტომ ზუსტად იქ ახერხებს ვირუსი გამრავლებას, სადაც ჟანგბადის დონე ნაკლებია და კომფორტს იქმნის, არღვევს სისხლის მიმოქცევას. დაავადებები, რომელთა დროსაც სისხლის მიმოქცევა მოშლილია (ასეთებია დიაბეტი, ათეროსკლეროზი, სისხლის გასქელება), უფრო მეტად მოქმედებს. სწორედ ამიტომ ვურჩევთ ადამიანებს ახლა ბევრი სითხის დალევას.

ახლაც უფრო მეტი რაოდენობით სითხის დალევა სჯობს, ვიდრე სხვა დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანს აქვს თირკმელების პათოლოგია. თუ ადამიანს არ აწუხებს თირკმელები, ზამთარში უნდა დალიოს 2 ლიტრი დღე-ღამეში, ზაფხულში ნახევარი ლიტრით მეტი.

- სეზონური გრიპი უფრო საშიშია თუ კორონავირუსი?

- გააჩნია, რასთან შედარებით. სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი კორონავირუსს უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე სეზონურ ვირუსს, მაგრამ იმის გამო, რომ ჩინურმა ფაქტორმა იმუშავა და დასნებოვნებული ადამიანების რიცხვი ძალიან მაღალია, დაღუპულიც მეტი გამოვიდა.

თუ დაემართება 100 კაცს, 2-3-ზე მეტი არ უნდა დაიღუპოს, მაგრამ 1000 კაცს რომ ემართება, მაშინ დაიღუპება 20-25. შეფარდებით დასნებოვნებულსა და გარდაცვლილს შორის პატარაა პროცენტი და არაა დიდი ხიფათი, გააჩნია რამდენს გადაედება.

- გაზაფხულზე უნდა ველოდოთ ვირუსის შესუსტებას?

- დიახ, ყველა მაჩვენებლით უნდა დაიწიოს, გააჩნია როგორი ამინდები იქნება. თუ უფრო მეტი მზიანი ამინდი იქნება და არა მოღრუბლული და ცივი, უფრო სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი. დღეს მზიანი ამინდია თბილისში, თუ ასე გაგრძელდა, ნაკლებია საფრთხე, რადგან მზის სხივი წუთებში კლავს ვირუსს.

გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა - "ამ ეტაპზე ბინაზე იმყოფება"

საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 14 პაციენტი გარდაიცვალა

როგორ მიმდინარეობს პროექტი წალკის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის - "ჯამურად, 1 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს საგრანტო კომპონენტზე"