პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა შესაძლებელი ალკოჰოლის, აზარტული თამაშებისა და ნარკოტიკისგან თავის დაღწევა?
არის თუ არა შესაძლებელი ალკოჰოლის, აზარტული თამაშებისა და ნარკოტიკისგან თავის დაღწევა?

ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ყო­ველ დღეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან ბრძო­ლა­ში ატა­რებს. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან, რო­მე­ლიც მათ­ზე მუდ­მი­ვად იმარ­ჯვებს, სა­ნამ და­უძ­ლე­ვე­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგა­ნან. მათ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბათ. იქ­ნე­ბა ეს აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის, ალ­კოჰო­ლი­სა თუ ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის პრობ­ლე­მა.

და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა თით­ქოს მარ­თლაც და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია, თუმ­ცა ლე­ვან მა­თი­თაშ­ვი­ლის ის­ტო­რია გვარ­წმუ­ნებს, რომ მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ის ახლა 41 წლი­საა, პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი. რო­გორც თა­ვად გვი­ამ­ბობს, ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა წლი­დან წლამ­დე უფრო მწვავ­დე­ბო­და. 19-20 წლის ასაკ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­წყე­ბულ გარ­თო­ბას თავ­და­პირ­ვე­ლად, იშ­ვი­ა­თი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, თუმ­ცა ნელ-ნელა მოხ­მა­რე­ბი­დან მოხ­მა­რე­ბამ­დე პე­რი­ო­დი შემ­ცირ­და, ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი კი შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და.

„წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ყო­ვე­ლი­ვე პროგ­რესს გა­ნიც­დი­და. გა­ვი­და ცხოვ­რე­ბა და მი­ვე­დი რა­ღაც პე­რი­ო­დამ­დე, რო­დე­საც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბის მარ­თვა. ვცხოვ­რობ­დი ყვე­ლა „ჩვე­უ­ლებ­რი­ვი“ ადა­მი­ა­ნის რიტ­მში, მეც მჯე­რო­და მი­თე­ბის, რომ ადა­მი­ანსრე­ლაქ­სა­ცი­ის­თვის სჭირ­დე­ბა ალ­კოჰო­ლი. შემ­დეგ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ჩემი ემო­ცი­ე­ბი გახ­და უმარ­თა­ვი, დავ­კარ­გე სიმ­შვი­დე. როცა ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბას შევ­წყვეტ­დი, ემო­ცი­ე­ბი გროვ­დე­ბო­და, ვლინ­დე­ბო­და აგ­რე­სია, სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბა, რაც გა­რე­მოს მი­მართ დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევ­და“, - იხ­სე­ნებს ლე­ვა­ნი.

ეს რე­ა­ლო­ბა ცხოვ­რე­ბას დღი­თი­დღე არ­თუ­ლებ­და, რაც უფრო მე­ტად უღ­რმავ­დე­ბო­და პრობ­ლე­მას, უფრო მეტი უარ­ყო­ფი­თი ემო­ცია უგ­როვ­დე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, გა­და­წყვი­ტა, პრობ­ლე­მას თა­ვად გამ­კლა­ვე­ბო­და და ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა შე­ე­წყვი­ტა, თუმ­ცა იმა­ზე ნე­გა­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი მი­ი­ღო, ვიდ­რე მო­ე­ლო­და.ყო­ველ ჯერ­ზე, როცა ამ თით­ქოს­და შე­უქ­ცე­ვად პრო­ცეს­თან გამ­კლა­ვე­ბას ცდი­ლობ­და, მარ­ცხდე­ბო­და, შემ­დეგ კი ბრძო­ლის ველ­ზე თა­ვი­დან გა­დი­ო­და, იმ იმე­დით, რომ ახლა იღ­ბა­ლი მის­კენ იქ­ნე­ბო­და.

„ეს ყვე­ლა­ფე­რი პროგ­რესს გა­ნიც­დი­და, ნა­ბა­ხუ­სე­ვი უფრო და უფრო მძიმ­დე­ბო­და, მა­ტუ­ლობ­და დეპ­რე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თი, ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი ყო­ფი­ლა.ვცა­დე დე­ტოქ­სის გზე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცია, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, მაგ­რამ ამას ძა­ლი­ან მოკ­ლე პე­რი­ო­დე­ბით მოჰ­ქონ­და ეფექ­ტი... მე მად­ლი­ე­რი ვარ მთე­ლი ჩემი გან­ვლი­ლი გზის, მაგ­რამ იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში და სამ­სა­ხუ­რებ­რივ კა­რი­ე­რა­ში, როცა ხელს მიშ­ლი­და ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

როცა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ყვე­ლა გზას მა­ინც ალ­კოჰო­ლამ­დე მიჰ­ყავ­და, გა­და­წყვი­ტა, სა­ჯა­როდ, „ფე­ის­ბუ­ქის“ მეშ­ვე­ო­ბით ეპოვ­ნა გა­მო­სა­ვა­ლი, რა­მაც რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სა­ბო­ლო­ოდ, მარ­თლა „გა­მო­სავ­ლამ­დე“ მი­იყ­ვა­ნა.

„ფე­ის­ბუქ­ზე“ დავ­წე­რე, რომ ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და და ვე­ძებ­დი გა­მო­სა­ვალს. ჩემს პოსტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ორ­გა­ნი­ზა­ცია „გა­მოს­ვლის“ კონ­სულ­ტანტ/ინ­სტრუქ­ტო­რი და შეხ­ვედ­რა ჩა­მი­ნიშ­ნა. „გა­მო­სა­ვალ­ში“ მო­სულ­მა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, და­ა­ვა­დე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ეს ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო.

„და­ვი­წყე 12 ნა­ბი­ჯის პროგ­რა­მით რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­უ­კუ­ნის წინ აშშ-ში შე­იქ­მნა და დღეს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე იყო პრობ­ლე­მის აღი­ა­რე­ბა, თვა­ლის გას­წო­რე­ბა, რომ მის წი­ნა­შე უძ­ლუ­რი ხარ და შემ­დეგ მის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად მუ­შა­ო­ბა. ახლა მე­ო­თხე ნა­ბიჯს გავ­დი­ვარ და უპირ­ვე­ლეს­ყოვ­ლი­სა, მო­ვი­პო­ვე სიმ­შვი­დე, რო­მე­ლიც მე არას­დროს მქო­ნია. ემო­ცი­უ­რად ბევ­რად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი გავ­ხდი, უფრო ლო­ი­ა­ლუ­რი ვარ, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ბევ­რად გა­მი­ად­ვილ­და და სა­ბო­ლოო ჯამ­ში ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს“, - გან­მარ­ტავს ლე­ვან მა­თი­თაშ­ვი­ლი.

ლე­ვა­ნი ერ­თა­დერ­თი არ არის, ვინც ფსი­ქო­სო­ცი­უ­ა­ლურ სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრ „გა­მო­სა­ვალ­ში“ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა შეძ­ლო. წე­ლი­წად­ზე მე­ტია, „გა­მო­სა­ვალ­ში“ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ნარ­კო­მო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის, ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და ლუ­დო­მა­ნი­ის და­სა­მარ­ცხებ­ლად სწო­რედ 12 ნა­ბი­ჯის პროგ­რა­მას გა­დის.

„და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის დრო­საც პრობ­ლე­მა, ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ათ­ში, ფსი­ქი­კა­ში, სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვლინ­დე­ბა. ეს არის ბიო-ფსი­ქო, სო­ციო-სუ­ლი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბა ანუ ადა­მი­ანს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ი­ცავს. და­ა­ვა­დე­ბა რო­გორც ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის პრო­ცეს­ზე, ასე­ვე ფსი­ქი­კა­სა და ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას“, - გან­მარ­ტავს ის.

რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი გახ­დეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პირ­ვე­ლა­დი და­ა­ვა­დე­ბაა, რაც „გა­მო­სავ­ლის” დამ­ფუძ­ნებ­ლის რე­ვაზ ღო­ღო­ბე­რი­ძის თქმით, იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ნამ ადა­მი­ა­ნი ალ­კოჰოლს, აზარ­ტულ თა­მა­შებ­სა ან ნარ­კო­ტიკს მი­ე­ჯაჭ­ვე­ბა, მას უკვე ხა­სი­ათ­ში ჰქონ­და არა­ჯან­სა­ღი მდგო­მა­რე­ო­ბა და მზა­ო­ბა, რომ რა­ი­მე „დო­პინგზე“ და­მო­კი­დე­ბუ­ლი გამ­ხდა­რი­ყო. მი­სი­ვე თქმით, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის მზა­ო­ბა ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბა და თავი შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით იჩი­ნოს. ამას­თან, და­მო­კი­დე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და პრო­ფე­სი­ის მქო­ნე პირი, თუ მას ამის მზა­ო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.

„და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლოდ 25% ფი­ზი­კუ­რი, ხოლო 75% ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ამ 25%-ში გე­ნე­ტი­კა და ფი­ზი­ო­ლო­გია თა­მა­შობს როლს, და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში კი გა­რე­მო, სა­დაც ადა­მი­ა­ნი აღი­ზარ­და და მისი ფსი­ქი­კა ჩა­მო­ყა­ლიბ­და.თუ ვამ­ბობთ, რომ და­ა­ვა­დე­ბა არის ფი­ზი­კუ­რი მხო­ლოდ ამ მხა­რეს ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას და­ნარ­ჩე­ნი სამი - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი სფე­რო რჩე­ბა ჰა­ერ­ში. გა­მო­დის, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი გვინ­და, ვმარ­თოთ ერთ სა­ბუ­რავ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა შე­დე­გის მი­ღე­ბა, ადა­მი­ა­ნი ბრუნ­დე­ბა ისევ უკან და ერ­თსა და იმა­ვე წრე­ზე ტრი­ა­ლებს“, - გან­მარ­ტა მან.

რე­ვაზ ღო­ღო­ბერ­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 20 მარტს თბი­ლის­ში გა­იხ­სნე­ბა სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, 24 სა­ა­თი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ზე იზ­რუ­ნოს და ამის­თვის ყვე­ლა სა­ჭი­რო აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩა­ერ­თოს.

რას ნიშ­ნავს თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ვინ არი­ან თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი?

და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი თა­ვის ოჯა­ხის წევ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებ­ზეც ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას. იმის გამო, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ალ­კოჰოლს, აზარ­ტულ თა­მა­შებს ან ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბას ვერ უკ­რძა­ლა­ვენ ან თა­ვი­ან­თი ქმე­დე­ბით და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბას უწყო­ბენ ხელს.

რე­ვაზ ღო­ღო­ბე­რი­ძე გან­მარ­ტავს, რომ 12 ნა­ბი­ჯის პროგ­რა­მა თა­ნა­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა­საც მო­ი­ცავს და მათი კლი­ენ­ტე­ბი ხში­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც არი­ან-ხოლ­მე.

რას გუ­ლის­ხმობს 12 ნა­ბი­ჯის პროგ­რა­მა და რო­გორ აღ­წე­ვენ თავს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ და­ა­ვა­დე­ბას?

და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მარ­თვა სჭირ­დე­ბა. „გა­მო­სავ­ლის“ დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და ინ­სტრუქ­ტო­რის რე­ვაზ ღო­ღო­ბე­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, 12 ნა­ბი­ჯის პროგ­რა­მით ადა­მი­ა­ნე­ბი სწავ­ლო­ბენ, რო­გორ და­უბ­რუნ­დნენ ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს, რო­გორ და­აღ­წი­ონ თავი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, თუმ­ცა ერ­თა­დერ­თს, რა­საც ვერ ის­წავ­ლი­ან, ეს არის დო­ზი­რე­ბის კონ­ტრო­ლი.

„და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ერთხელ მოხ­მა­რე­ბა არის საკ­მა­რი­სი, ათას­ჯერ კი არა­საკ­მა­რი­სი“, - გან­მარ­ტავს რე­ვაზ ღო­ღო­ბე­რი­ძე.

12 ნა­ბი­ჯის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოს­ცა­დეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა, ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ეს გზა არ გა­უვ­ლია. სწო­რედ ამი­ტომ, ისი­ნი, ვინც „გა­მო­სა­ვალს“ მი­მარ­თა­ვენ, პირ­ველ­წყა­როს­გა­ნაც იღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რას ნიშ­ნავს 12 ნა­ბი­ჯის პროგ­რა­მით რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღო მის­გან.

„ჩვენ­თან არის რო­გორც ჯგუ­ფუ­რი, ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი. 12 ნა­ბი­ჯის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლია პი­რა­დი ინ­სტრუქ­ტო­რი, ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი; ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტე­ბი იყე­ნე­ბენ გეშ­ტალტთე­რა­პი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფსი­ქო­თე­რა­პი­ის ელე­მენ­ტებს, არტთე­რა­პი­ას, ჩვე­ნი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი კი მეტ­წი­ლად 12 ნა­ბი­ჯის პროგ­რა­მას. ის არის ახა­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, მე­თო­დი, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ან­მა ბედ­ნი­ე­რად იცხოვ­როს. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი სტან­დარ­ტუ­ლად, 3 თვი­დან 6 თვემ­დე გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია“, - გან­მარ­ტავს რე­ვაზ ღო­ღო­ბე­რი­ძე.

meri
1

iqneb misamartic miutitot kargi iqneba,sad mivides pacienti

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

არის თუ არა შესაძლებელი ალკოჰოლის, აზარტული თამაშებისა და ნარკოტიკისგან თავის დაღწევა?

არის თუ არა შესაძლებელი ალკოჰოლის, აზარტული თამაშებისა და ნარკოტიკისგან თავის დაღწევა?

ადამიანების დიდი ნაწილი ყოველ დღეს დამოკიდებულებასთან ბრძოლაში ატარებს. დამოკიდებულებასთან, რომელიც მათზე მუდმივად იმარჯვებს, სანამ დაუძლეველი პრობლემის წინაშე დგანან. მათ რეაბილიტაცია სჭირდებათ. იქნება ეს აზარტული თამაშების, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკის მოხმარების პრობლემა.

დამოკიდებულების პრობლემა თითქოს მართლაც დაუმარცხებელია, თუმცა ლევან მათითაშვილის ისტორია გვარწმუნებს, რომ მისგან თავის დაღწევა შესაძლებელია.

ის ახლა 41 წლისაა, პროფესიით იურისტი. როგორც თავად გვიამბობს, ალკოჰოლზე დამოკიდებულება წლიდან წლამდე უფრო მწვავდებოდა. 19-20 წლის ასაკში მეგობრებთან ერთად დაწყებულ გართობას თავდაპირველად, იშვიათი ხასიათი ჰქონდა, თუმცა ნელ-ნელა მოხმარებიდან მოხმარებამდე პერიოდი შემცირდა, ემოციების კონტროლი კი შეუძლებელი გახდა.

„წლების განმავლობაში ეს ყოველივე პროგრესს განიცდიდა. გავიდა ცხოვრება და მივედი რაღაც პერიოდამდე, როდესაც ძალიან გამიჭირდა ალკოჰოლის მოხმარების მართვა. ვცხოვრობდი ყველა „ჩვეულებრივი“ ადამიანის რიტმში, მეც მჯეროდა მითების, რომ ადამიანსრელაქსაციისთვის სჭირდება ალკოჰოლი. შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩემი ემოციები გახდა უმართავი, დავკარგე სიმშვიდე. როცა ალკოჰოლის მოხმარებას შევწყვეტდი, ემოციები გროვდებოდა, ვლინდებოდა აგრესია, საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა, რაც გარემოს მიმართ დისკომფორტს იწვევდა“, - იხსენებს ლევანი.

ეს რეალობა ცხოვრებას დღითიდღე ართულებდა, რაც უფრო მეტად უღრმავდებოდა პრობლემას, უფრო მეტი უარყოფითი ემოცია უგროვდებოდა. საბოლოოდ, გადაწყვიტა, პრობლემას თავად გამკლავებოდა და ალკოჰოლის მოხმარება შეეწყვიტა, თუმცა იმაზე ნეგატიური უკუკავშირი მიიღო, ვიდრე მოელოდა.ყოველ ჯერზე, როცა ამ თითქოსდა შეუქცევად პროცესთან გამკლავებას ცდილობდა, მარცხდებოდა, შემდეგ კი ბრძოლის ველზე თავიდან გადიოდა, იმ იმედით, რომ ახლა იღბალი მისკენ იქნებოდა.

„ეს ყველაფერი პროგრესს განიცდიდა, ნაბახუსევი უფრო და უფრო მძიმდებოდა, მატულობდა დეპრესიული ხასიათი, ნეგატიური ემოციები, რაც მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ დაავადების სიმპტომები ყოფილა.ვცადე დეტოქსის გზები, სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცია, მედიკამენტოზური მკურნალობა, მაგრამ ამას ძალიან მოკლე პერიოდებით მოჰქონდა ეფექტი... მე მადლიერი ვარ მთელი ჩემი განვლილი გზის, მაგრამ იყო ძალიან რთული პერიოდები პირად ცხოვრებაში და სამსახურებრივ კარიერაში, როცა ხელს მიშლიდა ალკოჰოლის მოხმარება“, - აღნიშნა მან.

როცა აღმოაჩინა, რომ რეაბილიტაციის ყველა გზას მაინც ალკოჰოლამდე მიჰყავდა, გადაწყვიტა, საჯაროდ, „ფეისბუქის“ მეშვეობით ეპოვნა გამოსავალი, რამაც როგორც თავად ამბობს, საბოლოოდ, მართლა „გამოსავლამდე“ მიიყვანა.

„ფეისბუქზე“ დავწერე, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებით გარკვეული გამოცდილება მქონდა და ვეძებდი გამოსავალს. ჩემს პოსტს გამოეხმაურა ორგანიზაცია „გამოსვლის“ კონსულტანტ/ინსტრუქტორი და შეხვედრა ჩამინიშნა. „გამოსავალში“ მოსულმა აღმოვაჩინე, რომ რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, დაავადებით არის გამოწვეული, რომელიც არის დამოკიდებულება. ჩემს შემთხვევაში ეს ალკოჰოლზე დამოკიდებულება იყო.

„დავიწყე 12 ნაბიჯის პროგრამით რეაბილიტაცია, რომელიც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ აშშ-ში შეიქმნა და დღეს ძალიან აქტიურად გამოიყენება. პირველ ეტაპზე იყო პრობლემის აღიარება, თვალის გასწორება, რომ მის წინაშე უძლური ხარ და შემდეგ მისგან თავის დასაღწევად მუშაობა. ახლა მეოთხე ნაბიჯს გავდივარ და უპირველესყოვლისა, მოვიპოვე სიმშვიდე, რომელიც მე არასდროს მქონია. ემოციურად ბევრად გაწონასწორებული გავხდი, უფრო ლოიალური ვარ, ადამიანებთან ურთიერთობა ბევრად გამიადვილდა და საბოლოო ჯამში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს“, - განმარტავს ლევან მათითაშვილი.

ლევანი ერთადერთი არ არის, ვინც ფსიქოსოციუალურ საკონსულტაციო ცენტრ „გამოსავალში“ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა შეძლო. წელიწადზე მეტია, „გამოსავალში“ უამრავი ადამიანი ნარკომოდამოკიდებულების, ალკოჰოლზე დამოკიდებულების და ლუდომანიის დასამარცხებლად სწორედ 12 ნაბიჯის პროგრამას გადის.

„დამოკიდებულება არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც პრობლემა, ადამიანის ხასიათში, ფსიქიკაში, სულიერ მდგომარეობაში ვლინდება. ეს არის ბიო-ფსიქო, სოციო-სულიერი დაავადება ანუ ადამიანს ყველა მიმართულებით მოიცავს. დაავადება როგორც ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, ასევე ფსიქიკასა და ზოგადად, ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე ახდენს ზეგავლენას“, - განმარტავს ის.

რატომ შეიძლება ადამიანი გახდეს დამოკიდებული?

დამოკიდებულება პირველადი დაავადებაა, რაც „გამოსავლის” დამფუძნებლის რევაზ ღოღობერიძის თქმით, იმას ნიშნავს, რომ სანამ ადამიანი ალკოჰოლს, აზარტულ თამაშებსა ან ნარკოტიკს მიეჯაჭვება, მას უკვე ხასიათში ჰქონდა არაჯანსაღი მდგომარეობა და მზაობა, რომ რაიმე „დოპინგზე“ დამოკიდებული გამხდარიყო. მისივე თქმით, დამოკიდებულებისთვის მზაობა ჯერ კიდევ ბავშვობაში ყალიბდება და თავი შეიძლება მოგვიანებით იჩინოს. ამასთან, დამოკიდებული შეიძლება გახდეს ნებისმიერი სოციალური მდგომარეობისა და პროფესიის მქონე პირი, თუ მას ამის მზაობა აღენიშნება.

„დამოკიდებულ ადამიანს საშუალოდ 25% ფიზიკური, ხოლო 75% ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამ 25%-ში გენეტიკა და ფიზიოლოგია თამაშობს როლს, დანარჩენ შემთხვევაში კი გარემო, სადაც ადამიანი აღიზარდა და მისი ფსიქიკა ჩამოყალიბდა.თუ ვამბობთ, რომ დაავადება არის ფიზიკური მხოლოდ ამ მხარეს ვაქცევთ ყურადღებას დანარჩენი სამი - ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი სფერო რჩება ჰაერში. გამოდის, რომ ავტომობილი გვინდა, ვმართოთ ერთ საბურავზე. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი ხდება შედეგის მიღება, ადამიანი ბრუნდება ისევ უკან და ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს“, - განმარტა მან.

რევაზ ღოღობერძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 მარტს თბილისში გაიხსნება სტაციონარული დაწესებულება, სადაც დამოკიდებულ ადამიანს შეუძლია, 24 საათი გამოჯანმრთელებაზე იზრუნოს და ამისთვის ყველა საჭირო აქტივობაში ჩაერთოს.

რას ნიშნავს თანადამოკიდებულება და ვინ არიან თანადამოკიდებულები?

დამოკიდებული ადამიანი თავის ოჯახის წევრებსა და ახლობლებზეც ახდენს ზეგავლენას. იმის გამო, რომ ოჯახის წევრები საყვარელ ადამიანს ალკოჰოლს, აზარტულ თამაშებს ან ნარკოტიკის მოხმარებას ვერ უკრძალავენ ან თავიანთი ქმედებით დაავადების პროგრესირებას უწყობენ ხელს.

რევაზ ღოღობერიძე განმარტავს, რომ 12 ნაბიჯის პროგრამა თანადამოკიდებული ადამიანების დახმარებასაც მოიცავს და მათი კლიენტები ხშირად დამოკიდებულებაში მყოფი პირების ოჯახის წევრებიც არიან-ხოლმე.

რას გულისხმობს 12 ნაბიჯის პროგრამა და როგორ აღწევენ თავს დამოკიდებული ადამიანები ამ დაავადებას?

დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე მართვა სჭირდება. „გამოსავლის“ დამფუძნებლისა და ინსტრუქტორის რევაზ ღოღობერიძის განმარტებით, 12 ნაბიჯის პროგრამით ადამიანები სწავლობენ, როგორ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, როგორ დააღწიონ თავი დამოკიდებულებას, თუმცა ერთადერთს, რასაც ვერ ისწავლიან, ეს არის დოზირების კონტროლი.

„დამოკიდებული ადამიანისთვის ერთხელ მოხმარება არის საკმარისი, ათასჯერ კი არასაკმარისი“, - განმარტავს რევაზ ღოღობერიძე.

12 ნაბიჯის პროგრამაში ჩართულები არიან როგორც ინსტრუქტორები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს დამოკიდებულებაში ყოფნა, ასევე ადამიანები, ვისაც ეს გზა არ გაუვლია. სწორედ ამიტომ, ისინი, ვინც „გამოსავალს“ მიმართავენ, პირველწყაროსგანაც იღებენ ინფორმაციას, თუ რას ნიშნავს 12 ნაბიჯის პროგრამით რეაბილიტაცია და რა შედეგები შეიძლება მიიღო მისგან.

„ჩვენთან არის როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური შეხვედრები. 12 ნაბიჯის პროგრამაში ჩართულია პირადი ინსტრუქტორი, ფსიქოთერაპევტი; ფსიქოთერაპევტები იყენებენ გეშტალტთერაპიის მიმართულებით ფსიქოთერაპიის ელემენტებს, არტთერაპიას, ჩვენი ინსტრუქტორები კი მეტწილად 12 ნაბიჯის პროგრამას. ის არის ახალი ცხოვრების წესი, მეთოდი, თუ როგორ შეიძლება, ადამიანმა ბედნიერად იცხოვროს. რეაბილიტაციის პროცესი სტანდარტულად, 3 თვიდან 6 თვემდე გრძელდება, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია“, - განმარტავს რევაზ ღოღობერიძე.

ხმის ჩახლეჩა – რა იწვევს მას და როგორია ექიმის რჩევები, რომ ონკოლოგიური გართულებები არ გამოგვრჩეს

თიბისი  იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება

როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?