მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსი, შესაძლოა, ყოველ წელს სეზონურად გავრცელდეს - რას ამბობენ ამერიკელი ვირუსოლოგები?
კორონავირუსი, შესაძლოა, ყოველ წელს სეზონურად გავრცელდეს - რას ამბობენ ამერიკელი ვირუსოლოგები?

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი, შე­საძ­ლოა, არა­სო­დეს გა­ნად­გურ­დეს და ის მუდ­მი­ვად, ყო­ველ წელს, სე­ზო­ნუ­რად იყოს ცირ­კუ­ლა­ცი­ა­ში. ამის შე­სა­ხებ Business Insider ექ­სპერ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

ექ­სპერ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სი პერ­მა­ნენ­ტუ­ლი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მსგავ­სია.

"დრო და დრო კო­რო­ნა­ვირუ­სი, შე­საძ­ლოა, გან­მე­ორ­დეს ისე, რო­გორც გრი­პი და გა­ცი­ე­ბა და მას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა“ - ამ­ბობს გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, ამეშ ადა­ლია.

ვირუ­სი იწ­ვევს და­ა­ვა­დე­ბას სა­ხე­ლად - COVID-19, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სი­ცხით, ხვე­ლე­ბით და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, პნევ­მო­ნი­ის მძი­მე ფორ­მით.

ჩი­ნე­თი­სა და ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტე­ბი ოპ­ტი­მიზ­მით არი­ან გან­წყო­ბილ­ნი და ექ­სპერ­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ ამ­ბო­ბენ, რომ გა­ზა­ფხუ­ლი­დან, როცა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა აი­წევს და დათ­ბე­ბა, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა, რო­გორც ეს ხდე­ბა ხოლ­მე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბის დროს.

"შე­იძ­ლე­ბა ეს ასეც მოხ­დეს - გა­ზა­ფხულ­ზე შემ­ცირ­დეს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სიხ­ში­რე, რაც მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე მშვი­დად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა“, - ამ­ბობს ამეშ ადა­ლია.

თუმ­ცა, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ვაქ­ცი­ნის შექ­მნა არ ნიშ­ნავს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­მუ­და­მოდ გაქ­რე­ბა. ადა­ლი­ას თქმით, თუ გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, შე­მოდ­გო­მა­სა და ზამ­თარ­ში ის ისევ დაბ­რუნ­დეს, რო­გორც სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სი.

"გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ დე­და­მი­წის ჩრდი­ლო და სამ­ხრეთ ნა­ხევ­რას­ფე­რო­ებ­ში ერ­თნა­ი­რი ამინ­დი არ არის. რო­დე­საც ჩი­ნეთ­სა და აშშ-ში თბი­ლი ამინ­დე­ბია, სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში ამ დროს იწყე­ბა ზამ­თა­რი. პლუს ამას, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ამინდს არ ახა­სი­ა­თებს მკვეთ­რი სე­ზო­ნუ­რი ცვლი­ლე­ბა და ასეთ ქვეყ­ნებ­ში გრი­პის ვირუ­სი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცირ­კუ­ლი­რებს“ - ამ­ბობს ადა­ლია.

კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო სე­ზო­ნუ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის კი­დევ ერთი სპე­ცი­ა­ლის­ტი უი­ლი­ამ შაფ­ნე­რი

"ჩვენ ვი­ცით, რომ რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი სე­ზო­ნუ­რია. კო­რო­ნა­ვირუ­სიც რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ზო­გი­ერ­თი თვლის, რომ გა­ზა­ფხულ­ზე, როცა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა აი­წევს, და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არ ვართ“, - ამ­ბობს შაფ­ნე­რი CNN-თან სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი სე­ზო­ნუ­რია, რად­გა­ნაც ცივ ამინ­დში ვირუ­სი ძა­ლას იკ­რებს და ად­ვი­ლად ვრცელ­დე­ბა, უფრო მარ­ტი­ვად გა­და­დის ერთი ადა­მი­ა­ნი­დან მე­ო­რე­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გარ­და ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სი­სა გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით უკვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის ოთხი სხვა ტიპი და ყვე­ლა მათ­გა­ნი სე­ზო­ნუ­რია. რო­გორც წესი, ამ ვირუ­სებს ახა­სი­ა­თებთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბა, ხოლო ზო­გი­ერთ, იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, პნევ­მო­ნი­ის მი­ზე­ზიც გახ­დნენ.

ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, ამეშ ადა­ლია თვლის, რომ შე­საძ­ლოა ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სი ენ­დე­მუ­რი იყოს და რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სის ოჯა­ხის სხვა ვირუ­სე­ბი, მა­ნაც სე­ზო­ნუ­რად იცირ­კუ­ლი­როს.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის, რომ აშშ-ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი უკვე გა­მოვ­ლინ­და, მაგ­რამ ის არ იყო ისე­თი სიმ­ძი­მით, რო­გორც ჩი­ნეთ­ში, ექ­სპერ­ტე­ბი ყო­ვე­ლი­ვეს იმით ხსნი­ან, რომ ჩი­ნეთ­ში ვირუ­სი რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი წყა­რო­დან გაჩ­ნდა, ხოლო ამე­რი­კა­ში ისე­ვე, რო­გორც ჩი­ნეთს მიღ­მა სხვა ქვეყ­ნებ­ში, ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­ვი­და, სწო­რედ ამი­ტომ, შე­და­რე­ბით იოლ ფორ­მებ­ში გა­მო­ი­ხა­ტა.

ამე­რი­კე­ლი ვირუ­სო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, აშშ-ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ზო­გი­ერ­თი შემ­თხვე­ვა გა­მორ­ჩათ კი­დეც, რად­გა­ნაც მას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს და ადა­მი­ა­ნებ­მა იმ­დე­ნად მსუ­ბუ­ქად გა­და­ი­ტა­ნეს, რომ ექიმ­თან მი­მარ­თვაც არ გახ­და სა­ჭი­რო.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 83 045 ადა­მი­ა­ნი, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი კი - 36 574-ს აღ­წევს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაჩანა
2

საჭიროა დროს აუწყოთ ფეხი და ორთვიანი არდადეგები სასწავლო დაწესებულებებში საზაფხულო დასვენების ხარჯზე გამოვაცხადოთ, რადგან არა გვაქვს ძლიერი ეკონომიკა და ასე შეიძლება უფრო ავირიდოთ ვირუსები.

მოიცა მოიცა
2

ესეიგი გაზაფხულზე არავინ დაავადდება და ზამტარში ისევ გავრცელდება??? მე მგონი და ხელოვნურად ამზადებენ ამ ვირუსსს. იმიტომ რომ კარგად კი გაერთო ხალხი. გაიყიდა ცუდი და კარგი. ძველი და ახალი. ღორის ჟირმა ასე არგად არ იმუშავა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

კორონავირუსი, შესაძლოა, ყოველ წელს სეზონურად გავრცელდეს - რას ამბობენ ამერიკელი ვირუსოლოგები?

კორონავირუსი, შესაძლოა, ყოველ წელს სეზონურად გავრცელდეს - რას ამბობენ ამერიკელი ვირუსოლოგები?

ახალი კორონავირუსი, შესაძლოა, არასოდეს განადგურდეს და ის მუდმივად, ყოველ წელს, სეზონურად იყოს ცირკულაციაში. ამის შესახებ Business Insider ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით, კორონავირუსი პერმანენტული რესპირატორული დაავადებების მსგავსია.

"დრო და დრო კორონავირუსი, შესაძლოა, განმეორდეს ისე, როგორც გრიპი და გაციება და მასთან საბრძოლველად საჭირო იქნება ვაქცინის გამოყენება“ - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ინფექციური დაავადებების ექსპერტი, ამეშ ადალია.

ვირუსი იწვევს დაავადებას სახელად - COVID-19, რომელიც გამოიხატება სიცხით, ხველებით და ხშირ შემთხვევაში, პნევმონიის მძიმე ფორმით.

ჩინეთისა და ამერიკის პრეზიდენტები ოპტიმიზმით არიან განწყობილნი და ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ ამბობენ, რომ გაზაფხულიდან, როცა ჰაერის ტემპერატურა აიწევს და დათბება, ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება, როგორც ეს ხდება ხოლმე ჩვეულებრივი გაციების დროს.

"შეიძლება ეს ასეც მოხდეს - გაზაფხულზე შემცირდეს ინფიცირებულთა რაოდენობა და ვირუსის გავრცელების სიხშირე, რაც მომდევნო თვეებში ვაქცინის შექმნაზე მშვიდად მუშაობის საშუალებას იძლევა“, - ამბობს ამეშ ადალია.

თუმცა, მისივე განმარტებით, ვაქცინის შექმნა არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი სამუდამოდ გაქრება. ადალიას თქმით, თუ გაზაფხულსა და ზაფხულში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება, შესაძლოა, შემოდგომასა და ზამთარში ის ისევ დაბრუნდეს, როგორც სეზონური ვირუსი.

"გასათვალისწინებელია ისიც, რომ დედამიწის ჩრდილო და სამხრეთ ნახევრასფეროებში ერთნაირი ამინდი არ არის. როდესაც ჩინეთსა და აშშ-ში თბილი ამინდებია, სამხრეთ ამერიკაში ამ დროს იწყება ზამთარი. პლუს ამას, ზოგიერთ ქვეყანაში ამინდს არ ახასიათებს მკვეთრი სეზონური ცვლილება და ასეთ ქვეყნებში გრიპის ვირუსი მთელი წლის განმავლობაში ცირკულირებს“ - ამბობს ადალია.

კორონავირუსის შესაძლო სეზონურობაზე საუბრობს ინფექციური დაავადებების კიდევ ერთი სპეციალისტი უილიამ შაფნერი

"ჩვენ ვიცით, რომ რესპირატორული დაავადებები სეზონურია. კორონავირუსიც რესპირატორული დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება. ზოგიერთი თვლის, რომ გაზაფხულზე, როცა ჰაერის ტემპერატურა აიწევს, დაავადებულთა რაოდენობა შემცირდება, მაგრამ ამაში დარწმუნებულები არ ვართ“, - ამბობს შაფნერი CNN-თან საუბრისას.

მისივე განმარტებით, რესპირატორული დაავადებები სეზონურია, რადგანაც ცივ ამინდში ვირუსი ძალას იკრებს და ადვილად ვრცელდება, უფრო მარტივად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე.

აღსანიშნავია, რომ გარდა ახალი ტიპის კორონავირუსისა გლობალური მასშტაბით უკვე გავრცელებულია კორონავირუსის ოთხი სხვა ტიპი და ყველა მათგანი სეზონურია. როგორც წესი, ამ ვირუსებს ახასიათებთ ჩვეულებრივი გაციება, ხოლო ზოგიერთ, იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა, პნევმონიის მიზეზიც გახდნენ.

ინფექციური დაავადებების ექსპერტი, ამეშ ადალია თვლის, რომ შესაძლოა ახალი ტიპის კორონავირუსი ენდემური იყოს და როგორც კორონავირუსის ოჯახის სხვა ვირუსები, მანაც სეზონურად იცირკულიროს.

საყურადღებოა ის, რომ აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევები უკვე გამოვლინდა, მაგრამ ის არ იყო ისეთი სიმძიმით, როგორც ჩინეთში, ექსპერტები ყოველივეს იმით ხსნიან, რომ ჩინეთში ვირუსი რაღაც კონკრეტული წყაროდან გაჩნდა, ხოლო ამერიკაში ისევე, როგორც ჩინეთს მიღმა სხვა ქვეყნებში, ადამიანიდან ადამიანზე გადავიდა, სწორედ ამიტომ, შედარებით იოლ ფორმებში გამოიხატა.

ამერიკელი ვირუსოლოგები ამბობენ, რომ შესაძლოა, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ზოგიერთი შემთხვევა გამორჩათ კიდეც, რადგანაც მას ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომები ახასიათებს და ადამიანებმა იმდენად მსუბუქად გადაიტანეს, რომ ექიმთან მიმართვაც არ გახდა საჭირო.

ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 83 045 ადამიანი, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 36 574-ს აღწევს.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"