პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია" - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან
"კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია" - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენტს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა ყო­ველ­დღე უტარ­დე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით გარ­თუ­ლე­ბას ად­გი­ლი არ აქვს.

„ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა დღე­საც სტა­ბი­ლუ­რად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ტემ­პე­რა­ტუ­რა არ აქვს. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა ყო­ველ­დღი­უ­რად კეთ­დე­ბა - სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი და ამ და­ა­ვა­დე­ბის­თვის სა­ჭი­რო კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შემ­ფა­სე­ბე­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი. გუ­შინ­დე­ლი კვლე­ვე­ბი­თაც სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რია. ამ ეტაპ­ზე არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, 26 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ინ­ფექ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე 50 წლის მა­მა­კაცს და­უ­დას­ტურ­და, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით შე­მო­ვი­და.

მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში 6 პა­ცი­ენ­ტი გა­და­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რის ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი.

მისი თქმით, უკვე გა­მოკ­ვლე­ულ 11 პა­ცი­ენტს შო­რის ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი არც ერთს არ და­უ­დას­ტურ­და, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყო­ფი და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზის პა­სუ­ხი კი ცნო­ბი­ლი დღეს გახ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლის“ თა­ნამ­შრო­მელს, ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, „მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია“.

„ამ დრო­ის­თვის ჩვენ­თან უკვე 28 პა­ცი­ენ­ტი წევს. გუ­შინ ცენ­ტრი და­ტო­ვა 6-მა პა­ცი­ენ­ტმა, ისი­ნი გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი არი­ან სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში.

გუ­შინ შე­მო­ვი­და 17 პა­ცი­ენ­ტი. აქე­დან კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და ჯერ­ჯე­რო­ბით 11-ს. კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა სამ ეტა­პად. 17-18 პა­ცი­ენ­ტის შე­მოს­ვლა ერ­თდრო­უ­ლად ბევ­რია, თი­თო­ე­უ­ლი ტეს­ტის აღე­ბას ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ იმის­თვის, რომ მოხ­დეს ყვე­ლას გა­მოკ­ვლე­ვა, გუ­შინ სამ ეტა­პად ჩა­ტა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ორი ეტა­პის, 11 პა­ცი­ენ­ტის პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც დი­ლას და შუა დღეს იყო, უარ­ყო­ფი­თია, და­ნარ­ჩე­ნი ტეს­ტე­ბის პა­სუ­ხე­ბი, რო­მე­ლიც დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გა­კეთ­და, ალ­ბათ დღეს დი­ლით ან შუ­ა­დღეს იქ­ნე­ბა და პა­სუხს მოგ­ვცე­მენ. სი­ტუ­ა­ცია ჩვენს სტა­ცი­ო­ნარ­ში სტა­ბი­ლუ­რია. ვა­კონ­ტრო­ლებთ სი­ტუ­ა­ცი­ას და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაკო
16

რატომ ხდება ასე, რომ სხვა ქვეყნებში დღეში ასობით ადამიანზე შეიძლება დადგინდეს(ნუ ყოველი შეთხვევისთვის ერთდროულად 50 კაცზე მეტს დაუდგინდეს )კორონა ვირუსი და ჩვენთან 11 კაცზე მეტის გამოკვლევა შეუძლებელი იყოს... ? 

ცუდი ინფო
3

დაბლოკეთ ეხლა ესეც

 

ესე იგი რა ხდება ეს ვირუსია რავის ინდობს სპორტსმენი კერძოდ პროფესიონალი ფეხბურთელი გოგო 23 წლის დაიღუპა ამ ვირუსით 10 დღეში დაიღუპა აღმოჩენიდან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია" - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

"კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია" - უახლესი ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პაციენტს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება და ჯერჯერობით გართულებას ადგილი არ აქვს.

„ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დღესაც სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს. ლაბორატორიული კვლევა ყოველდღიურად კეთდება - სისხლის საერთო ანალიზი და ამ დაავადებისთვის საჭირო კრიტერიუმების შემფასებელი გამოკვლევები. გუშინდელი კვლევებითაც სიტუაცია სტაბილურია. ამ ეტაპზე არანაირი გართულება არ აქვს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოდან საკარანტინო ზონაში 6 პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელი.

მისი თქმით, უკვე გამოკვლეულ 11 პაციენტს შორის ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი პაციენტების ლაბორატორიული ანალიზის პასუხი კი ცნობილი დღეს გახდება.

რაც შეეხება ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელს, ეზუგბაიას ინფორმაციით, „მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.

„ამ დროისთვის ჩვენთან უკვე 28 პაციენტი წევს. გუშინ ცენტრი დატოვა 6-მა პაციენტმა, ისინი გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში.

გუშინ შემოვიდა 17 პაციენტი. აქედან კვლევა ჩაუტარდა ჯერჯერობით 11-ს. კვლევები ტარდება სამ ეტაპად. 17-18 პაციენტის შემოსვლა ერთდროულად ბევრია, თითოეული ტესტის აღებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ამიტომ იმისთვის, რომ მოხდეს ყველას გამოკვლევა, გუშინ სამ ეტაპად ჩატარება გადავწყვიტეთ. ორი ეტაპის, 11 პაციენტის პასუხი, რომელიც დილას და შუა დღეს იყო, უარყოფითია, დანარჩენი ტესტების პასუხები, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაკეთდა, ალბათ დღეს დილით ან შუადღეს იქნება და პასუხს მოგვცემენ. სიტუაცია ჩვენს სტაციონარში სტაბილურია. ვაკონტროლებთ სიტუაციას და ვნახოთ, რა იქნება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"