სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მისი ცემის ფაქტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მურთაზ ზოდელავამ განუცხადა, ზვიად კუპრავა გლდანის რაიონში მდებარე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია დაბარებული. მისივე ინფორმაციით, კუპრავა გამოკითხვაზე მივა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.