სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2017 წლის შემდეგ, ალექსანდრე ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში
2017 წლის შემდეგ, ალექსანდრე ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო“ ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ხე­დავს.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ჭი­კა­ი­ძემ 2017 წლის ბო­ლოს სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბებ­ში და­აგ­რო­ვა. „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა“ მი­უ­თი­თებს, რომ ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა და მის­მა მე­უღ­ლემ 5 უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა ორ წელ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში შეძ­ლეს, მა­შინ, როცა ჭი­კა­ი­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის მო­მენ­ტის­თვის ბან­კის სო­ლი­დუ­რი ვალი ჰქონ­და და არც და­ნა­ზო­გი გა­აჩ­ნდა.

„იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის მო­მენ­ტის­თვის ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეს არ ჰქონ­და და­ნა­ზო­გი ან თან­ხა სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე და ბან­კის სო­ლი­დუ­რი ვალი გა­აჩ­ნდა, მან და მის­მა მე­უღ­ლემ ორ წელ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში შეძ­ლეს 5 უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის - 224.72 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი­სა და 216.778 კვ.მ. მი­წის - სა­ეჭ­ვოდ და­ბალ ფას­ში შე­ძე­ნა.

ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 2013 წლის 20 ნო­ემ­ბრი­დან 2015 წლის 23 იან­ვრამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და; შემ­დეგ იგი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა საბ­ჭო 2017 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­უქ­მდა; 2018 წლის იან­ვრი­დან ჭი­კა­ი­ძე ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს.

ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის სწრა­ფი გამ­დიდ­რე­ბა თა­ვის­თა­ვად აღ­ძრავს ეჭ­ვებს ამ პრო­ცე­სის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გარ­და ამი­სა, სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ავ­სებ­და ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ებს.

“სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო” პე­რი­ო­დუ­ლად იკ­ვლევს ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ებს, რათა გა­მო­ავ­ლი­ნოს უკა­ნო­ნო გამ­დიდ­რე­ბი­სა და ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვე­ბი,” - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
24

ღარიბაშვილ-თამაზაშვილების შეგირდი...ხეზე ასვლაც კი უსწავლებიათ!

///////////
28

ჩამოართმევენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

2017 წლის შემდეგ, ალექსანდრე ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში

2017 წლის შემდეგ, ალექსანდრე ჭიკაიძე საეჭვოდ გამდიდრდა - რა წერია "საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიუთითებს, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა და მისმა მეუღლემ 5 უძრავი ქონების შეძენა ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს, მაშინ, როცა ჭიკაიძეს თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ბანკის სოლიდური ვალი ჰქონდა და არც დანაზოგი გააჩნდა.

„იმ პირობებში, როდესაც თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ჰქონდა დანაზოგი ან თანხა საბანკო ანგარიშზე და ბანკის სოლიდური ვალი გააჩნდა, მან და მისმა მეუღლემ ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს 5 უძრავი ქონების - 224.72 კვ.მ. საცხოვრებელი ფართისა და 216.778 კვ.მ. მიწის - საეჭვოდ დაბალ ფასში შეძენა.

ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ხელმძღვანელობდა; შემდეგ იგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა საბჭო 2017 წლის ნოემბერში გაუქმდა; 2018 წლის იანვრიდან ჭიკაიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს.

ყოფილი თანამდებობის პირის სწრაფი გამდიდრება თავისთავად აღძრავს ეჭვებს ამ პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს ალექსანდრე ჭიკაიძე არაკეთილსინდისიერად ავსებდა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პერიოდულად იკვლევს ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს, რათა გამოავლინოს უკანონო გამდიდრებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის სავარაუდო შემთხვევები,” - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მთავრობის 31 წლის თავმჯდომარე კალაძის მხარდაჭერით და მამის გავლენებით - რა ქონებას ფლობს თორნიკე რიჟვაძე?

პოლიციამ ბეჟან გუნავა და კიდევ 3 პირი დააკავა

"მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური... ძალადობა ადამიანებზე მიუღებელია, არაქართული" - პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზე