მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ს მოწინავე სამხედრო სასწავლებლების კადეტები უსაფრთხოების მიმართულებით სწავლებას საქართველოში,  BTU-ში გაივლიან
აშშ-ს მოწინავე სამხედრო სასწავლებლების კადეტები უსაფრთხოების მიმართულებით სწავლებას საქართველოში,  BTU-ში გაივლიან

ამე­რი­კის ელი­ტა­რუ­ლი სამ­ხედ­რო კო­ლე­ჯის, ცი­ტა­დე­ლის (Citadel Military College) და ჯორ­ჯი­ის სამ­ხედ­რო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (University of North Georgia) კა­დე­ტე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით 3 კვი­რი­ან გა­დამ­ზა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­ლი­ან. ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ამე­რი­კე­ლი კა­დე­ტე­ბი გა­დამ­ზა­დე­ბის­თვის რე­გი­ონს სტუმ­რო­ბენ და სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად BTU-ს ირ­ჩე­ვენ.

კა­დე­ტე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი 2019 წელს ჩა­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე პროგ­რა­მამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. შე­დე­გად, კა­დეტ­თა გაზ­რდი­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს 2020 წელ­საც ეწ­ვე­ვა.

"უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინო­ვა­ცი­უ­რი პროგ­რა­მე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა, ძლი­ე­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბაზა და სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის გარ­შე­მო შექ­მნი­ლი ეკო­სის­ტე­მა - ეს ის მძლავ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, რის გა­მოც, ცი­ტა­დელ­მა და ჯორ­ჯი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა არ­ჩე­ვა­ნი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე გა­ა­კე­თა,’’ - აცხა­დებს აშშ-ს მხა­რე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­დამ­ზა­დე­ბის 3 კვი­რი­ა­ნი კურ­სის ფარ­გლებ­ში სამ­ხედ­რო კა­დე­ტე­ბი ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და სა­ქარ­თვე­ლოს ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს მიერ ერ­თობ­ლი­ვად მომ­ზა­დე­ბულ პროგ­რა­მას გა­ივ­ლი­ან.

Citadel აშშ-ს ელი­ტა­რუ­ლი სამ­ხედ­რო კო­ლე­ჯია, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნა­ში მდე­ბა­რე­ობს. კო­ლე­ჯი 1842 წელს გა­იხ­სნა. “ფორბსის” სა­რე­ი­ტინ­გო სის­ტე­მე­ბის მი­ხედ­ვით ცი­ტა­დე­ლის სამ­ხედ­რო კო­ლე­ჯი გახ­სნის დღი­დან ლი­დე­რებს შო­რი­საა სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კო­ლე­ჯის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, მთავ­რო­ბე­ბი და მსხვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

ჯორ­ჯი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი არის ჯორ­ჯი­ის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სის­ტე­მის ნა­წი­ლი და არის სა­ხელ­მწი­ფო ლი­დე­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ჯორ­ჯი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი niche-ს სა­რე­ი­ტინ­გო სის­ტე­მე­ბის მი­ხედ­ვით მო­წი­ნა­ვე ად­გილს იკა­ვებს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის. უნი­ვერ­სი­ტეტს 20 000-მდე სტუ­დენ­ტი ჰყავს და არის შტა­ტე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

ცი­ტა­დე­ლის სამ­ხედ­რო კო­ლე­ჯი­სა და ჯორ­ჯი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კა­დე­ტე­ბი BTU-ს 2020 წლის ზა­ფხულ­ში ეწ­ვე­ვი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აშშ-ს მოწინავე სამხედრო სასწავლებლების კადეტები უსაფრთხოების მიმართულებით სწავლებას საქართველოში,  BTU-ში გაივლიან

აშშ-ს მოწინავე სამხედრო სასწავლებლების კადეტები უსაფრთხოების მიმართულებით სწავლებას საქართველოში,  BTU-ში გაივლიან

ამერიკის ელიტარული სამხედრო კოლეჯის, ციტადელის (Citadel Military College) და ჯორჯიის სამხედრო უნივერსიტეტის (University of North Georgia) კადეტები, უსაფრთხოების მიმართულებით 3 კვირიან გადამზადებას საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაილიან. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი კადეტები გადამზადებისთვის რეგიონს სტუმრობენ და სტრატეგიულ პარტნიორად BTU-ს ირჩევენ.

კადეტების გადამზადების პირველი ეტაპი 2019 წელს ჩატარდა საქართველოში. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარე პროგრამამ საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. შედეგად, კადეტთა გაზრდილი შემადგენლობა, საქართველოს 2020 წელსაც ეწვევა.

"უნივერსიტეტის ინოვაციური პროგრამები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადამზადების პროგრამა, ძლიერი ტექნოლოგიური ბაზა და სილიკონ ველი თბილისის გარშემო შექმნილი ეკოსისტემა - ეს ის მძლავრი მიმართულებებია, რის გამოც, ციტადელმა და ჯორჯიის უნივერსიტეტმა არჩევანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტზე გააკეთა,’’ - აცხადებს აშშ-ს მხარე. აღსანიშნავია, რომ გადამზადების 3 კვირიანი კურსის ფარგლებში სამხედრო კადეტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ერთობლივად მომზადებულ პროგრამას გაივლიან.

Citadel აშშ-ს ელიტარული სამხედრო კოლეჯია, რომელიც სამხრეთ კაროლინაში მდებარეობს. კოლეჯი 1842 წელს გაიხსნა. “ფორბსის” სარეიტინგო სისტემების მიხედვით ციტადელის სამხედრო კოლეჯი გახსნის დღიდან ლიდერებს შორისაა სამხედრო სწავლების მიმართულებით. კოლეჯის კურსდამთავრებულებით დაკომპლექტებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მთავრობები და მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები.

ჯორჯიის უნივერსიტეტი არის ჯორჯიის საუნივერსიტეტო სისტემის ნაწილი და არის სახელმწიფო ლიდერების უნივერსიტეტი. ჯორჯიის უნივერსიტეტი niche-ს სარეიტინგო სისტემების მიხედვით მოწინავე ადგილს იკავებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის. უნივერსიტეტს 20 000-მდე სტუდენტი ჰყავს და არის შტატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ციტადელის სამხედრო კოლეჯისა და ჯორჯიის უნივერსიტეტის კადეტები BTU-ს 2020 წლის ზაფხულში ეწვევიან.