საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქობულეთში დააკავეს პირი, რომელმაც გუშინ 31 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა
ქობულეთში დააკავეს პირი, რომელმაც გუშინ 31 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ქო­ბუ­ლეთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ც. და­ა­კა­ვეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ბრალ­დე­ბულ­მა 27 თე­ბერ­ვალს, ქო­ბუ­ლეთ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ჯ. სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით გულ­მკერ­დის არე­ში დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს.

რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ქობულეთში დააკავეს პირი, რომელმაც გუშინ 31 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა

ქობულეთში დააკავეს პირი, რომელმაც გუშინ 31 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ა.ც. დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრალდებულმა 27 თებერვალს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1989 წელს დაბადებული გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ჭოპორტში 45 წლამდე მამაკაცმა დედა და და მოკლა - ვინ არიან გარდაცვლილები

ვინ არიან დარჩელში გარდაცვლილი ახალგაზრდები - უმძიმეს ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ზვიად კუპრავა პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს