ირანის ვიცე-პრეზიდენტი მასუმე ებთექარი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო "ირნა" მის მრჩეველზე დაყრდნობით იუწყება.
"დაინფიცირების ზოგიერთი ნიშნის გათვალისწინებით, ებთექარს ანალიზები ჩაუტარდა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა" - განუცხადა სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა.
დღევანდელი მონაცემებით, ირანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 245 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 26 გარდაიცვალა.
246 კი არა, ათასობით ინფიცირებულია ალბათ, ყველგან 2% ლეტალობაა და ირანში 10%-ზე მეტი გამოდის... აშკარად მალავენ
ეს ქალი, ისედაც დიდი ხნის დაინფიცირებულს ჰგავს. ვინ აირჩია ვიცე-პრემიერად?