ავტორი:

18 წლის გოგოს, რომელიც ფოთიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

18 წლის გოგოს, რომელიც ფოთიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

18 წლის გოგოს, რომელიც გუშინ ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ნანა მხეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, გოგონას გადაიყვანენ აბასთუმანში.

"მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, რომ 18 წლის გოგონას, რომელიც წუხელ ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. სავარაუდოდ,შეიძლება, ის მაინც აბასთუმანში გადაიყვანონ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის“,- განაცხადა ნანა მხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის გოგო, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"