ავტორი:

101 წლის გარდაიცვალა.... - რა იყო "შერეკილების" ცნობილი "მკურნალის" ასწლოვანი ცხოვრების საიდუმლო

101 წლის გარდაიცვალა.... - რა იყო "შერეკილების" ცნობილი "მკურნალის" ასწლოვანი ცხოვრების საიდუმლო

უმეტესად ფილმით "შერეკილები" იცნობენ, რადგანაც იქ ნოშრევან კუჭუხიძის დაუვიწყარი როლი შექმნა. საავადმყოფოს უფროსი ექიმი ციხიდან გაქცეულ "შერეკილებს" თავისი მეთოდით მკურნალობს. მაყურებლისთვის დაუვიწყარია მისი ცნობილი ფრაზები - "აბი გლუკოზა" და მკურნალობის მეთოდი "ბროწეულის ოყნებით"... "კლინიკაში" კარანტინსაც აცხადებს და ცდილობს, იქ უცხო არავინ გააჭაჭანოს.

დღეს ამ ვირუსების და მსოფლიო ეპიდემიის დროს ფილმიდან ეს სცენა არაერთმა ინტერნეტმომხმარებელმა გაიხსენა და საკუთარ გვერდებზე გააზიარა.

AMBEBI.GE იხსენებს მსახიობს აბრეკ ფხალაძეს, რომელმაც 101 წელი იცოცხლა. ის 2018 წლის იანვარში გარდაიცვალა. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მოზარდმაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა. მისი სახე „შერეკილების“ გარდა კიდევ არაერთმა ქართულმა ფილმაა („სამოთხის გვრიტები“, „მეტიჩარა“, „საფეხური“, ადამიანთა სევდა“, „ცხელი ზაფხულის სამი დღე“, „ძნელი დასაწყისი“, „გზა შინისკენ“) შემოინახა... თუმცა მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი მაინც, როგორც ვთქვით, ნოშრევან კუჭუხიძეა, ფილმიდან „შერეკილები“.

მსახიობობის პარალელურად, მთელი ცხოვრება იოგათი სერიოზულად იყო დაკავებული და, როგორც ამბობენ, სწორედაც ეს იყო მისი ასწლოვანი ცხოვრების მიზეზიც. 98 წელი მხოლოდ საბუთებით იყო, რეალურად კი - 101 წლის გახლდათ (ადრეულ წლებში ხომ დოკუმენტები დაგვიანებით ფორმდებოდა).

იოგათი ახალგაზრდობიდან დაინტერესდა. ჩვენში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ სისტემაში მოღვაწეობდა და ადამიანებს ეხმარებოდა, მათ მკურნალობას და გაჯანსაღებას ეწეოდა. ჰყავს ბევრი პაციენტი და მოსწავლე. როგორც მისი მოსწავლეები და უკვე მისი მიმდევრები ამბობენ, აბრეკმა მათ ასწავლა იოგას სისტემის სწორი გაგება, რომ იოგა არ არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში სხეულისთვის, ეს სრულყოფისთვის გამიზნული ფილოსოფიაა, ბრძოლა საკუთარ თავთან...

ერთ-ერთი მოსწავლე კი მსახიობის მიერ "შერეკილებში" შექმნილ დაუვიწყარ სახეს იხსენებს, რომელიც ყველასთვის შთამბეჭდავია. მისი თქმით, "აბი გლუკოზა" - აბრეკის საკუთარი ფრაზა ყოფილა, რომელიც რეჟისორს თავად შესთავაზა, ელდერ შენგელაიასაც მოეწონა და დატოვა კიდეც ფილმში. ბატონი აბრეკის პერსონაჟი ყველაფერს მკურნალობს, რითაც უნდა გახდეს ცნობილი და თავისი ფრანგი მასწავლებლის ერთგული მოსწავლე.

დღეს კი თბილ, გულისხმიერ ბაბუას ყველა უკვე დიდი სიყვარულით იხსენებს, საკუთარ მოძღვრად მიიჩნევს, თუმცა დაფასება ამ ადამიანებისგან არც სიცოცხლეში აკლდა. როგორც ამბობენ, აბრეკი ბაბუა ცხოვრების ბოლოსაც ისეთივე შემართებული და მხნე იყო, როგორც ახალგაზრდობაში...

"რემდესივირის" 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - თენგიზ ცერცვაძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები - შეთავაზებული ტერიტორიები, სადაც კარვები უნდა გავშალოთ, ჩვენთვის მიუღებელია

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი