საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოქსირებულ პალატაში "ტვ პირველის" თანამშრომელია გადაყვანილი
ბოქსირებულ პალატაში "ტვ პირველის" თანამშრომელია გადაყვანილი

ტე­ლე­კომ­პა­ნია "პირ­ვე­ლის" თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ იტა­ლი­ი­დან დაბ­რუნ­და, ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ამის შე­სა­ხებ "დღის ამ­ბე­ბის" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, წამ­ყვან­მა დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და:

"ტვ პირ­ვე­ლის" თა­ნამ­შრო­მე­ლი არის მო­თავ­სე­ბუ­ლი ბოქ­სი­რე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ის ჩა­მო­ვი­და იტა­ლი­ი­დან და აქვს გა­ცი­ე­ბის ნიშ­ნე­ბი" - გა­ნა­ცხა­და ტრა­პა­ი­ძემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, თბი­ლის­ში, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამ დრო­ის­თვის სულ 10 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, დღეს მათ კი­დევ სამი პა­ცი­ენ­ტი და­ე­მა­ტათ:

"გუ­შინ ჩვენს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და 19 პა­ცი­ენ­ტი, მათ­გან 12 გა­დაყ­ვა­ნილ იქნა აბას­თუ­მან­ში სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში. დღეს დაგ­ვე­მა­ტა 3 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­თა კვლე­ვა გაგ­რძელ­დე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, ჩა­ტარ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა და დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გვე­ცო­დი­ნე­ბა პა­სუ­ხი ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენტზეც ისა­უბ­რა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 50 წლის მა­მა­კა­ცის გან­მე­ო­რე­ბი­თი კლი­ნი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი არ ვლინ­დე­ბა.

"ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, არ აქვს ტემ­პე­რა­ტუ­რა და ჩი­ვი­ლე­ბი. გან­მე­ო­რე­ბი­თი კლი­ნი­კურ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი არ ვლინ­დე­ბა, თუმ­ცა ეს და­ა­ვა­დე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნე­ბის­მი­ერ დროს მოხ­დეს მისი დამ­ძი­მე­ბა, რო­მე­ლიც გა­მოვ­ლინ­დე­ბა პნევ­მო­ნი­ის სა­ხით.

გრძელ­დე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და დი­ნა­მი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გით გა­და­წყდე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბა. კლი­ნი­კუ­რად, მას­თან ერ­თად მყოფ პირ­თა­ნაც, რო­მე­ლიც მო­თავ­სდა ჩვენს ცენ­ტრში, ანა­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა, ვირუ­სი უარ­ყო­ფი­თია და არ არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბა. ამ­ჟა­მად მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოკი
38

ამ ტელევიზიის ყველა თანამშრომელს ვირუსი აქვს ოღონდ მიშა= ხარაბაძის ვირუსი ეხლა კორონაც თუ დაემატა წასულია მაგათი საქმე

simartle
17

ეს უეჭველი მილანი-ქუთაისის ორშაბათის რეისიდან არის. არანაირად არ შეიძლებოდა ეპიდემიის ეპიცენტრიდან ჩამოსული ხალხის მინიმუმ ორკვირიანი კარანტინის გარეშე მიღება. იმ ჩინოვნიკების პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს, ვინც სიცხის გაზომვით აფასებს ამ საფრთხეს. ერთი თვითმფრინავი პოტენციური საფრთხე მივიღეთ და სხვას ნუ დავაბრალებთ თუ ღმერთი გწამთ! უკვე მერამდენე მგზავრია მაგ რეისიდან ბოქსირებული? მარტო უფალის იმედზე ყოფნას, ცოტა ტვინი გავანძრიოთ სხვისი გამოცდილება გავიზიაროთ ურიგო არ იქნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ბოქსირებულ პალატაში "ტვ პირველის" თანამშრომელია გადაყვანილი

ბოქსირებულ პალატაში "ტვ პირველის" თანამშრომელია გადაყვანილი

ტელეკომპანია "პირველის" თანამშრომელი, რომელიც ცოტა ხნის წინ იტალიიდან დაბრუნდა, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ "დღის ამბების" მიმდინარეობისას, წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ განაცხადა:

"ტვ პირველის" თანამშრომელი არის მოთავსებული ბოქსირებულ განყოფილებაში. ის ჩამოვიდა იტალიიდან და აქვს გაციების ნიშნები" - განაცხადა ტრაპაიძემ.

ცნობისათვის, თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ 10 პაციენტი იმყოფება. როგორც საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, დღეს მათ კიდევ სამი პაციენტი დაემატათ:

"გუშინ ჩვენს დაწესებულებაში იმყოფებოდა 19 პაციენტი, მათგან 12 გადაყვანილ იქნა აბასთუმანში საკარანტინო სივრცეში. დღეს დაგვემატა 3 ახალი პაციენტი, რომელთა კვლევა გაგრძელდება ლუგარის ლაბორატორიაში, ჩატარდება ტესტირება და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცის განმეორებითი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება.

"ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვს ტემპერატურა და ჩივილები. განმეორებითი კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება, თუმცა ეს დაავადება საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და შესაძლებელია, ნებისმიერ დროს მოხდეს მისი დამძიმება, რომელიც გამოვლინდება პნევმონიის სახით.

გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა და დინამიური მონიტორინგით გადაწყდება მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი მოქმედება. კლინიკურად, მასთან ერთად მყოფ პირთანაც, რომელიც მოთავსდა ჩვენს ცენტრში, ანალოგიური სიტუაციაა, ვირუსი უარყოფითია და არ არის გამოვლენილი დაავადება. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი წიგნი გიდებისთვის - ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოზე მუშაობა იწყება

"ამოგშანთავთ... თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ" - შალვა რამიშვილის მიმართვა "ტვ პირველს" და ვახო სანაიას პასუხი

კორონავირუსით ინფიცირებული 10 პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია