მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძე ქართველებს სთხოვს, შეხვედრისას ერთმანეთი არ გადაკოცნონ
ამირან გამყრელიძე ქართველებს სთხოვს, შეხვედრისას ერთმანეთი არ გადაკოცნონ

"ჩვენ ქარ­თვე­ლებს გვა­ხა­სი­ა­თებს, რო­დე­საც ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბით, ვკოც­ნით. ძა­ლი­ან გთხოვთ, ამის­გან თავი შე­ვი­კა­ვოთ, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან საბ­რძოლ­ველ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ეს მარ­ტო კო­რო­ნა­ვირუსს არ ეხე­ბა, ზო­გა­დად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ ჩვენ­ში ეს კულ­ტუ­რა გან­სა­კუთ­რე­ბით ამ დროს, რო­დე­საც რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ბო­ბოქ­რობს, რო­მე­ლიც გა­და­დის სწო­რედ წვე­თო­ვა­ნი, აირ-წვე­თო­ვა­ნი გზე­ბით და ახლო კონ­ტაქ­ტით.

კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა და სჯობს, ერ­თმა­ნეთს ხე­ლი­სა­წე­ვით მი­ვე­სალ­მოთ. ეს მარ­ტი­ვად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცია ხში­რად ძა­ლი­ან კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა,” - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა სხვა რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზეც ისა­უბ­რა.

მისი თქმით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ინ­ფექ­ცი­ის კერა არ­სე­ბობს. ასე­ვე პი­რა­დი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჰი­გი­ე­ბის დაც­ვა, რაც გუ­ლის­ხმობს ხში­რად ხე­ლე­ბის და­ბა­ნას, ოთა­ხე­ბის გა­ნი­ა­ვე­ბას, სვე­ლი წე­სით და­ლა­გე­ბას და სხვას.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Anna
0

კაცების ხვევნა- კოცნა რაც ქართველებმა იციან, შეწყდება? 

Ii
0

აი სად გამოგვადგა ""ჩიკას"" მისალმება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

ამირან გამყრელიძე ქართველებს სთხოვს, შეხვედრისას ერთმანეთი არ გადაკოცნონ

ამირან გამყრელიძე ქართველებს სთხოვს, შეხვედრისას ერთმანეთი არ გადაკოცნონ

"ჩვენ ქართველებს გვახასიათებს, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით. ძალიან გთხოვთ, ამისგან თავი შევიკავოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსისგან საბრძოლველ რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.

"ეს მარტო კორონავირუსს არ ეხება, ზოგადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომელიც გადადის სწორედ წვეთოვანი, აირ-წვეთოვანი გზებით და ახლო კონტაქტით.

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პერიოდში არ არის რეკომენდებული ხელის ჩამორთმევა და სჯობს, ერთმანეთს ხელისაწევით მივესალმოთ. ეს მარტივად განსახორციელებელი რეკომენდაცია ხშირად ძალიან კარგ შედეგს იძლევა,” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სხვა რეკომენდაციებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობისგან თავის შეკავება იმ ქვეყნებში, სადაც ინფექციის კერა არსებობს. ასევე პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიების დაცვა, რაც გულისხმობს ხშირად ხელების დაბანას, ოთახების განიავებას, სველი წესით დალაგებას და სხვას.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"