იტალიაში, ლომბარდიის რეგიონის გუბრნატორს, ატილიო ფონტანას კორონავირუსი არ დაუდგინდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან თვითიზოლაციის გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ გამოცემა repubblica.it წერს. ფონტანამ თავისი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას "ფეისბუქის“ პირად გვერდზე პირდაპირი ჩართვისას შეატყობინა.
"ამ დროისთვის მე არანაირი ტიპის ინფექცია არ მიფიქსირდება და შემიძლია მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში ვეცდები, რომ თვითიზოლირებულად ვიცხოვრო“, - ამბობს ატილიო ფონტანა ვიდეომიმართვაში..
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/hLzsyzjb1gA" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
ცნობისთვის ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიაში ყველაზე მეტია.
ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ლომბარდიის რეგიონში. ბოლო ინფორმაციით, ვირუსით გარდაცვლილია 12 ადამიანი, ხოლო დაინფიცირებულია 400-ზე მეტი პაციენტი. კარანტინია გამოცხადებული 11 ქალაქში, რის შედაგადაც დაახლოებით 55 ათასი ადამიანი იზოლირებულია. მათ ქალაქებიდან გასვლა ეკრძალებათ.